თბილისის მერია: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ორხევის დასახლებაში სოციალური საცხოვრისიდან ოჯახები გამოყარეს და ღია ცის ქვეშ დატოვეს, არის ტყუილი

„ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, თითქოს ორხევის დასახლებაში არსებული სოციალური საცხოვრისიდან იქ მცხოვრები ოჯახები „გამოყარეს და ისინი ღია ცის ქვეშ დატოვეს“, არის სრული ტყუილი,“ - აღნიშნულის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სრული ტყუილი და თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციის მცდელობა.

ორხევის დასახლებაში, მუხაძის ქუჩა N12-ში მდებარე სოციალური საცხოვრისი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას და იგი ავარიულ მდგომარეობაშია. შენობა ვერ აკმაყოფილებდა საცხოვრებლად აუცილებელ კრიტერიუმებს, ამიტომ თბილისის მერიამ მისი დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო.

შენობაში მცხოვრები თბილისში რეგისტრირებული, უსახლკაროს სტატუსის მქონე 75 ოჯახი გადაყვანილია სხვა ფართებში და დაწყებულია დემონტაჟისთვის საჭირო პროცედურები.

სამწუხაროდ, შენობაში, ასევე, იმყოფებოდა უკანონოდ შეჭრილი რამდენიმე პირი, რომლებიც საფრთხეში აგდებდნენ საკუთარ სიცოცხლეს. შესაბამისად, თავშესაფრის ხელმძღვანელობამ, სამართალდამცავი სტრუქტურების დახმარებით, ისინი შენობიდან გამოიყვანა“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753122867

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - „დიფ სთეითის“ ხელწერა ყველა ქვეყანაში უცვლელია - როდესაც გინდა, დისკრედიტებულად გამოიყვანო პოლიტიკური ძალა, რომელიც არ მოგწონს, მარტივად აწებებ პრორუსის იარლიყს

„დიფ სთეითის“ ხელწერა ყველა ქვეყანაში უცვლელია - როდესაც გინდა, დისკრედიტებულად გამოიყვანო პოლიტიკური ძალა, რომელიც არ მოგწონს, მარტივად აწებებ პრორუსის იარლიყს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტ...

ირაკლი კობახიძე

1753117713

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი - ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ მნიშვნელოვანი მიმართულებები: ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი, ინვესტიციების ზრდა და თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან, ასევე ტრანსპორტის მ...

მარიამ ქვრივიშვილი

1753116388

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ეს ოთხივე რადიკალური პარტია იმართება ერთი და იგივე ვერტიკალიდან, თუმცა თავისთავად მათ შიდა დაპირისპირება აქვთ, როგორც პარტიებს ერთმანეთში, ისე უშუალოდ ამ პარტიის წევრებსაც

„ეს ოთხივე რადიკალური პარტია იმართებიან ერთი და იგივე ვერტიკალიდან, თუმცა თავისთავად მათ შიდა დაპირისპირება აქვთ როგორც ამ ოთხ პარტიას ერთმანეთში, ისე უშუალოდ ამ პარტიის წევრებსაც,“ - აცხადებს პარლამე...

ლევან მაჭავარიანი

1753114344

ახალი ამბები

გარე განათების სამუშაოების გამო, თბილისის სამ გვირაბში საავტომობილო მოძრაობა იზღუდება

გარე განათების სამუშაოების გამო, თბილისის სამ გვირაბში საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში. განცხადების თანახმად, 22 ივლისს, 00:30 საათიდან 06:00...

ზოგადი

1753112822

ახალი ამბები

გიორგი ჩიმაკაძე - როგორც ჩანს სალომე ზურაბიშვილი აპირებს იტალიის ხელისუფლება დაარწმუნოს, რომ ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერონ

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი ჩიმაკაძე თავისი ოჯახის წევრის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ სალომე ზურაბიშვილმა პროტოკოლს დაავალა იტალიის მიმართულებით შეხვედრების ორგანიზება. მი...

გიორგი ჩიმაკაძე