ირაკლი კობახიძე - არც ნოდარ მელაძეა სინამდვილეში „ნაცი“ და არც ლევან ხაბეიშვილი, ორივე არიან კორუფციის ბედკრული შვილები, როცა ფულზე იყიდება კაცი, იმას პოლიტიკური კუთვნილება აღარ აქვს

„სადაც საქმე გვაქვს კორუფციასთან, იქ არ არსებობს პოლიტიკური კუთვნილება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, თუ კაცი არის კორუმპირებული, ის არ არის არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაცი“.

„გარკვეული სპეკულაციები მოჰყვა ჩემს განცხადებას და ითქვა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აფინანსებდნენ „ნაცებს“. ასეთი გზავნილები მოვისმინე. რეალურად, რაში იყო და არის საქმე, სადაც საქმე გვაქვს კორუფციასთან, იქ არ არსებობს პოლიტიკური კუთვნილება. კორუმპირებული არის კორუმპირებული. თუ კაცი არის კორუმპირებული, ის არ არის არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაცი“. მაგალითები დავასახელე „ნაცების“ შემთხვევაში, არც ნოდარ მელაძეა სინამდვილეში „ნაცი“ და არც ლევან ხაბეიშვილი. ორივე არიან კორუფციის ბედკრული შვილები, ნოდარ მელაძეც და ხაბეიშვილიც.

როცა ფულზე იყიდება კაცი, იმას პოლიტიკური კუთვნილება აღარ აქვს. მართალია, „ნაცების“ ტელევიზიაში მუშაობს ერთი, „ნაცების“ თავმჯდომარე იყო მეორე, მაგრამ თუ ფულზე იყიდება კაცი, მას აღარ აქვს რეალურად პარტიული კუთვნილება. ორივე დაკავშირებულია „ნაცებთან“, პირდაპირ, ასე ვთქვათ ინსტიტუციურად ერთი „ნაცების“ ტელევიზიის ლიდერია და მეორე არის „ნაცების“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ არცერთი არ არის „ნაცი“, ორივე არის კორუმპირებული, ფულზე გაყიდული. იგივე ეხებათ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც მე ვგულისხმობდი. რა თქმა უნდა, არ შევალ სახელებში და გვარებში, მაგრამ რეალურად, იგივე ეხება ამ ადამიანებსაც, ესენიც არ იყვნენ „ქართული ოცნება“. როდესაც ადამიანი ფულზე იყიდება, იმას აღარ აქვს პარტიული კუთვნილება. იქ არის უკვე ვიწრო, სუბიექტური, მერკანტილური ინტერესები და ამასთან გვქონდა საქმე.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ადამიანი ფულზე იყიდება, მას აღარ აქვს არავითარი, არც პარტიული კუთვნილება და არც არანაირი პოზიტიური კუთვნილება.ყველაფრის გამოძიება არის მნიშვნელოვანი, თუმცა გამოძიებასთან დაკავშირებით მე ვერ გაგცემთ პასუხს იმიტომ, რომ საქართველოში მოქმედებს კონსტიტუციური სისტემა და გამოძიება არის კონკრეტული ორგანოების საქმე. მიმდინარეობს თუ არა გამოძიება, ამაზე პასუხის გაცემა შეუძლიათ მხოლოდ შესაბამის უწყებებს, სამართალდამცავ, ძალოვან სტრუქტურებს. შესაბამისად, მე ვერ ვიქნები ამ შეკითხვის ადრესატი. ზოგადად, რა თქმა უნდა, ყველაფრის გამოძიება არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753119834

ახალი ამბები

თბილისის მერია: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ორხევის დასახლებაში სოციალური საცხოვრისიდან ოჯახები გამოყარეს და ღია ცის ქვეშ დატოვეს, არის ტყუილი

„ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, თითქოს ორხევის დასახლებაში არსებული სოციალური საცხოვრისიდან იქ მცხოვრები ოჯახები „გამოყარეს და ისინი ღია ცის ქვეშ დატოვეს“, არის სრული ტყუილი,“ - ა...

თბილისის მერია

1753117713

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი - ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ მნიშვნელოვანი მიმართულებები: ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი, ინვესტიციების ზრდა და თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან, ასევე ტრანსპორტის მ...

მარიამ ქვრივიშვილი

1753116388

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ეს ოთხივე რადიკალური პარტია იმართება ერთი და იგივე ვერტიკალიდან, თუმცა თავისთავად მათ შიდა დაპირისპირება აქვთ, როგორც პარტიებს ერთმანეთში, ისე უშუალოდ ამ პარტიის წევრებსაც

„ეს ოთხივე რადიკალური პარტია იმართებიან ერთი და იგივე ვერტიკალიდან, თუმცა თავისთავად მათ შიდა დაპირისპირება აქვთ როგორც ამ ოთხ პარტიას ერთმანეთში, ისე უშუალოდ ამ პარტიის წევრებსაც,“ - აცხადებს პარლამე...

ლევან მაჭავარიანი

1753114344

ახალი ამბები

გარე განათების სამუშაოების გამო, თბილისის სამ გვირაბში საავტომობილო მოძრაობა იზღუდება

გარე განათების სამუშაოების გამო, თბილისის სამ გვირაბში საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში. განცხადების თანახმად, 22 ივლისს, 00:30 საათიდან 06:00...

ზოგადი

1753112822

ახალი ამბები

გიორგი ჩიმაკაძე - როგორც ჩანს სალომე ზურაბიშვილი აპირებს იტალიის ხელისუფლება დაარწმუნოს, რომ ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერონ

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი ჩიმაკაძე თავისი ოჯახის წევრის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ სალომე ზურაბიშვილმა პროტოკოლს დაავალა იტალიის მიმართულებით შეხვედრების ორგანიზება. მი...

გიორგი ჩიმაკაძე