პრემიერი - ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ეს ცარიელი სპეკულაციებია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის

„აბსოლუტურად არავითარი კავშირი არ აქვს ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკის ზრდასთან“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით უამრავი სპეკულაციებია.

„აქ საუბარია ერთადერთ რამეზე, ვიზის რიგში ჩადგები, თუ არ ჩადგები. დიდ ბრიტანეთში ვიზის რიგში დგებიან ჩვენი მოქალაქეები, ტექნიკური საკითხია. რა თქმა უნდა, დისკომფორტია, მაგრამ ვიზას აიღებ და მიდიხარ დიდ ბრიტანეთში. აშშ-ში ანალოგიურად, დგები ვიზის რიგში, მიიღებ, არ მიიღებ, შესაბამისად წახვალ ან არ წახვალ ამ ქვეყანაში. ეს ეკონომიკაზე არ აისახება. ერთი მინუსი, რაც აქვს ვიზალიბერალიზაციას, ეს არის მიგრაციის წახალისება. ეს გამოჩნდა იგივე ლიტვის და ლატვიის მაგალითზე, როცა ევროკავშირის წევრი გახდა უკვე ლიტვა და შესაბამისად, მოიხსნა სავიზო რეჟიმი და ასევე ლატვია, ლიტვაში 600 000-ით შემცირდა მოსახლეობა და ლატვიაში 400 000-ით. რატომ - იმიტომ, რომ სხვაობა არის, მათ შორის, ჯერ კიდევ საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის და ბუნებრივია, სადაც არის მეტი ეკონომიკა, იქითკენ წარიმართება მიგრაციული პროცესები. ვიზალიბერალიზაცია ამის წამახალისებელია. ვიზალიბერალიზაციის არ არსებობის პირობებში ბევრად მეტი ჩვენი მოქალაქე დარჩებოდა ქვეყანაში, შესაბამისად, გაიზრდებოდა სამუშაო ძალა და ეს პირდაპირ აისახებოდა ეკონომიკური ზრდის ტემპის დამატებით გაუმჯობესებაზე. აქედან გამომდინარე, არის ცარიელი სპეკულაციები, ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს ვიზალიბერალიზაციას, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ უვიზოდ დადიან ჩვენი მოქალაქეები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ, ოღონდ რაციონალურ ფარგლებში. ეს სპეკულაციები, რომ ეკონომიკური ზრდა, ვიზალიბერალიზაცია და ა.შ. ეს არის თავიდან ბოლომდე თითიდან გამოწოვილი. ამას ნებისმიერი ექსპერტი დაადასტურებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753119834

ახალი ამბები

თბილისის მერია: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ორხევის დასახლებაში სოციალური საცხოვრისიდან ოჯახები გამოყარეს და ღია ცის ქვეშ დატოვეს, არის ტყუილი

„ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, თითქოს ორხევის დასახლებაში არსებული სოციალური საცხოვრისიდან იქ მცხოვრები ოჯახები „გამოყარეს და ისინი ღია ცის ქვეშ დატოვეს“, არის სრული ტყუილი,“ - ა...

თბილისის მერია

1753117713

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი - ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ მნიშვნელოვანი მიმართულებები: ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი, ინვესტიციების ზრდა და თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან, ასევე ტრანსპორტის მ...

მარიამ ქვრივიშვილი

1753116388

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ეს ოთხივე რადიკალური პარტია იმართება ერთი და იგივე ვერტიკალიდან, თუმცა თავისთავად მათ შიდა დაპირისპირება აქვთ, როგორც პარტიებს ერთმანეთში, ისე უშუალოდ ამ პარტიის წევრებსაც

„ეს ოთხივე რადიკალური პარტია იმართებიან ერთი და იგივე ვერტიკალიდან, თუმცა თავისთავად მათ შიდა დაპირისპირება აქვთ როგორც ამ ოთხ პარტიას ერთმანეთში, ისე უშუალოდ ამ პარტიის წევრებსაც,“ - აცხადებს პარლამე...

ლევან მაჭავარიანი

1753114344

ახალი ამბები

გარე განათების სამუშაოების გამო, თბილისის სამ გვირაბში საავტომობილო მოძრაობა იზღუდება

გარე განათების სამუშაოების გამო, თბილისის სამ გვირაბში საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში. განცხადების თანახმად, 22 ივლისს, 00:30 საათიდან 06:00...

ზოგადი

1753112822

ახალი ამბები

გიორგი ჩიმაკაძე - როგორც ჩანს სალომე ზურაბიშვილი აპირებს იტალიის ხელისუფლება დაარწმუნოს, რომ ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერონ

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი ჩიმაკაძე თავისი ოჯახის წევრის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ სალომე ზურაბიშვილმა პროტოკოლს დაავალა იტალიის მიმართულებით შეხვედრების ორგანიზება. მი...

გიორგი ჩიმაკაძე