ირაკლი კობახიძე - ევროკავშირის ინტერესებში არანაირად არ შედის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, თუმცა აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია დღეს საკავშირო ხელისუფლება

„პრაგმატული კუთხითაც რომ შევხედოთ, ევროკავშირის ინტერესებში არანაირად არ შედის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, თუმცა აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია დღეს საკავშირო ხელისუფლება, აქედან გამომდინარე, არ ვიცით, თუმცა ჩვენ მშვიდად ველოდებით მოვლენების განვითარებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ქვეყანას, რომელმაც მხარდაჭერა გამოხატა ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ და ქართველი ხალხის დასჯასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა.
„პირველ რიგში მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველა იმ ქვეყანას, რომელმაც მხარდაჭერა გამოხატა ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ და როგორც უცხოურ წყაროებში აღინიშნა, იყო საწინააღმდეგო მოსაზრებები ქართველი ხალხის დასჯასთან დაკავშირებით. მადლობა თითოეულ ამ ქვეყანას კიდევ ერთხელ. ძალიან არაპროგნოზირებადი გახდა დღეს საკავშირო ხელისუფლება, ევროკავშირის ხელისუფლებას ვგულისხმობ. დაახლოებით ისეთი ვითარებაა, როგორშიც იყო საბჭოთა კავშირის ხელისუფლება 90-იანი წლების დასაწყისში. მართლა არავითარი განსხვავება არ არის, განსაკუთრებით არაპროგნოზირებადობის კუთხით. მგონია, რომ მაინც პრაგმატულ ნაბიჯს გადადგამენ.
პრაგმატული კუთხითაც რომ შევხედოთ, ევროკავშირის ინტერესებში არანაირად არ შედის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, თუმცა აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია დღეს საკავშირო ხელისუფლება, აქედან გამომდინარე, არ ვიცით, თუმცა ჩვენ მშვიდად ველოდებით მოვლენების განვითარებას. რა თქმა უნდა, ქართველ ხალხს ვერც ასე და ვერც ისე ვერავინ მოატყუებს და უსამართლობაზე ქართველ ხალხს ექნება ისეთი მძაფრი რეაქცია, როგორიც ჰქონდა გასული წლის 26 ოქტომბერს, როდესაც მოსახლეობა დაირაზმა, უპრეცედენტო რაოდენობით გამოვიდა საარჩევნო უბნებზე, მხარი დაუჭირა მშვიდობის კურსს და უარი უთხრა იმ სამარცხვინო ორმაგ სტანდარტებს, რომელსაც თავს გვახვევდა ევროპული ბიუროკრატია“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, არსებობს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომლისთვისაც ვიზის რიგში არჩადგომა არის უმაღლესი ღირებულება და პრიორიტეტი, თუმცა მოსახლეობის უმრავლესობას აქვს სხვა პრიორიტეტები.
„მოსახლეობის უმრავლესობას ძალიან კარგად აქვს გააზრებული, რეალურად რა არის ეროვნული პრიორიტეტები ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის შენარჩუნება, ღირებულებების შენარჩუნება, ეკონომიკის განვითარება და ა.შ. საბოლოო ჯამში, თუ ვინმესთვის არის უმაღლესი პრიორიტეტი ვიზის რიგში არჩადგომა, რა თქმა უნდა, გამოვა ქუჩაში და გააპროტესტებს, მაგრამ ბუნებრივია, ეს ვერ იქნება მოსახლეობის უმრავლესობა. პირიქით, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა დადგება სწორედ მშვიდობისა და სტაბილურობის მხარეს. ეს რომ იყოს ხალხის მოტყუების პირველი მცდელობა, კიდევ შეიძლება მეტი რისკი ყოფილიყო, მაგრამ უკვე იმდენჯერ სცადეს სამარცხვინო ორმაგი სტანდარტებით და მანიპულაციებით ქართველი ხალხის მოტყუება 4 წლის განმავლობაში მანიპულაციებით, კანდიდატის სტატუსის არმინიჭება, მოლაპარაკებების არგახსნა, მანამდე დაახლოებით 70 მილიონი ევროს სესხის არგამოყოფა, ასეთი სამარცხვინო სპეკულაციებით დაიწყეს და ასეთივე სამარცხვინო სპეკულაციებით გააგრძელეს.
არჩევნებამდე ორი კვირით ადრე არ გამოგვიყვეს 70 მილიონი ევროს სესხი, მანამდე უარი ვთქვით და ვერც მოასწრეს, ესეც ვერ დაალაგეს, მერე იყო კანდიდატის სტატუსის არმინიჭება, მოლაპარაკებების არგახსნა, შუაში „გამჭვირვალობის კანონის“ რუსულ კანონად შერაცხვა და ა.შ. ასეთი მარტივი მანიპულაციებით ცდილობს ევროპული ბიუროკრატია, გავიდეს ფონს, მოატყუოს ქართველი ხალხი. იმდენად გაცვდა ეს ტყუილები, რომ აქ ვიზალიბერალიზაციის თემამაც კი ამოწურა თავისი თავი, როგორც ხალხის დაშანტაჟების ინსტრუმენტმა. ამიტომ, ძალიან მარტივად არის აქ საქმე. აქედან გამომდინარე, მე მაინც ვფიქრობ, რომ ევროპული ბიუროკრატია არ გადადგამს სრულიად არაპრაგმატულ, მათთვის კონტრპროდუქტიულ ნაბიჯს, დანარჩენი ვნახოთ. რეალურად, ასეც და ისეც მანიპულაცია ვერ იქნება ვერავითარ შედეგზე გათვლადი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1753119834
ახალი ამბებითბილისის მერია: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ორხევის დასახლებაში სოციალური საცხოვრისიდან ოჯახები გამოყარეს და ღია ცის ქვეშ დატოვეს, არის ტყუილი
„ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, თითქოს ორხევის დასახლებაში არსებული სოციალური საცხოვრისიდან იქ მცხოვრები ოჯახები „გამოყარეს და ისინი ღია ცის ქვეშ დატოვეს“, არის სრული ტყუილი,“ - ა...
1753117713
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი - ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ მნიშვნელოვანი მიმართულებები: ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი, ინვესტიციების ზრდა და თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორში
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან, ასევე ტრანსპორტის მ...
1753116388
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ეს ოთხივე რადიკალური პარტია იმართება ერთი და იგივე ვერტიკალიდან, თუმცა თავისთავად მათ შიდა დაპირისპირება აქვთ, როგორც პარტიებს ერთმანეთში, ისე უშუალოდ ამ პარტიის წევრებსაც
„ეს ოთხივე რადიკალური პარტია იმართებიან ერთი და იგივე ვერტიკალიდან, თუმცა თავისთავად მათ შიდა დაპირისპირება აქვთ როგორც ამ ოთხ პარტიას ერთმანეთში, ისე უშუალოდ ამ პარტიის წევრებსაც,“ - აცხადებს პარლამე...
1753114344
ახალი ამბებიგარე განათების სამუშაოების გამო, თბილისის სამ გვირაბში საავტომობილო მოძრაობა იზღუდება
გარე განათების სამუშაოების გამო, თბილისის სამ გვირაბში საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში. განცხადების თანახმად, 22 ივლისს, 00:30 საათიდან 06:00...
1753112822
ახალი ამბებიგიორგი ჩიმაკაძე - როგორც ჩანს სალომე ზურაბიშვილი აპირებს იტალიის ხელისუფლება დაარწმუნოს, რომ ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერონ
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი ჩიმაკაძე თავისი ოჯახის წევრის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ სალომე ზურაბიშვილმა პროტოკოლს დაავალა იტალიის მიმართულებით შეხვედრების ორგანიზება. მი...