ლევან მაჭავარიანი: ეს ოთხივე რადიკალური პარტია იმართება ერთი და იგივე ვერტიკალიდან, თუმცა თავისთავად მათ შიდა დაპირისპირება აქვთ, როგორც პარტიებს ერთმანეთში, ისე უშუალოდ ამ პარტიის წევრებსაც

„ეს ოთხივე რადიკალური პარტია იმართებიან ერთი და იგივე ვერტიკალიდან, თუმცა თავისთავად მათ შიდა დაპირისპირება აქვთ როგორც ამ ოთხ პარტიას ერთმანეთში, ისე უშუალოდ ამ პარტიის წევრებსაც,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.
მაჭავარიანის თქმით, როგორი კონფიგურაციითაც არ უნდა წარდგეს ოპოზიცია, „ქართული ოცნება“ ყველა სცენარისთვის მზად არის.
„ვხედავთ, რომ ეს ხელოვნურად წარმართული პროცესი არის. ეს ოთხივე რადიკალური პარტია იმართებიან ერთი და იგივე ვერტიკალიდან, თუმცა თავისთავად მათ შიდა დაპირისპირება აქვთ როგორც ამ ოთხ პარტიას ერთმანეთში, ისე უშუალოდ ამ პარტიის წევრებსაც.
ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე წევრმა გახარიას პარტია დატოვა, „ლელოს“ პარტია და ა.შ. ვინაიდან ეს ბუნებრივი პროცესია, რა თქმა უნდა, ყველას სურს, რომ იყოს ფავორიტი იმ გარე ძალებისთვის, ვისაც ჩვენ, პირობითად, გლობალური ომის პარტიას ვუწოდებთ, ხოლო ბატონი ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითს“ უწოდებს.
რა თქმა უნდა, ყველას სურს ფავორიტობა, ფავორიტს უფრო მეტი დაფინანსება აქვს, უფრო მეტი მხარდაჭერა და ა.შ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, შიდა დაძაბულობა არსებობს, თუმცა საბოლოო კონფიგურაცია როგორი იქნება ჯერ არ ვიცით, უნდა დაველოდოთ რა თქმა უნდა. თუმცა, „ქართული ოცნება“ მზად ვართ ნებისმიერი კონფიგურაციისთვის და სცენარისთვის, ჩვენ უკვე მზადება და საშტაბო მუშაობა დაწყებული გვაქვს დიდი ხნის.
შესაბამისად, როგორი კონფიგურაციითაც არ უნდა წარსდგეს ოპოზიცია, გააერთიანებენ მათ, თუ კიდევ ერთხელ დაშლიან თუ ა.შ. რა თქმა უნდა ყველა სცენარისთვის მზად ვართ და ძალიან დიდი ანგარიშით გპირდებით მათ დამარცხებას“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
1753122867
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - „დიფ სთეითის“ ხელწერა ყველა ქვეყანაში უცვლელია - როდესაც გინდა, დისკრედიტებულად გამოიყვანო პოლიტიკური ძალა, რომელიც არ მოგწონს, მარტივად აწებებ პრორუსის იარლიყს
„დიფ სთეითის“ ხელწერა ყველა ქვეყანაში უცვლელია - როდესაც გინდა, დისკრედიტებულად გამოიყვანო პოლიტიკური ძალა, რომელიც არ მოგწონს, მარტივად აწებებ პრორუსის იარლიყს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტ...
1753119834
ახალი ამბებითბილისის მერია: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ორხევის დასახლებაში სოციალური საცხოვრისიდან ოჯახები გამოყარეს და ღია ცის ქვეშ დატოვეს, არის ტყუილი
„ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, თითქოს ორხევის დასახლებაში არსებული სოციალური საცხოვრისიდან იქ მცხოვრები ოჯახები „გამოყარეს და ისინი ღია ცის ქვეშ დატოვეს“, არის სრული ტყუილი,“ - ა...
1753117713
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი - ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ მნიშვნელოვანი მიმართულებები: ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი, ინვესტიციების ზრდა და თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორში
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან, ასევე ტრანსპორტის მ...
1753114344
ახალი ამბებიგარე განათების სამუშაოების გამო, თბილისის სამ გვირაბში საავტომობილო მოძრაობა იზღუდება
გარე განათების სამუშაოების გამო, თბილისის სამ გვირაბში საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში. განცხადების თანახმად, 22 ივლისს, 00:30 საათიდან 06:00...
1753112822
ახალი ამბებიგიორგი ჩიმაკაძე - როგორც ჩანს სალომე ზურაბიშვილი აპირებს იტალიის ხელისუფლება დაარწმუნოს, რომ ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერონ
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი ჩიმაკაძე თავისი ოჯახის წევრის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ სალომე ზურაბიშვილმა პროტოკოლს დაავალა იტალიის მიმართულებით შეხვედრების ორგანიზება. მი...