ირაკლი კობახიძე: 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებას ვინც სწორად წაიკითხავდა და გაიგებდა, იქ ძალიან ნათლად ჩანდა, რომ ეს განცხადება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავდა ევროპული გზიდან გადახვევას
„ჩვენი დაპირება დღესაც ძალაშია, ჩვენი დაპირება საარჩევნოდ იყო „ღირსებით ევროპისკენ“, ღირსებით, კეთილდღეობით, თავისუფლებით ევროპისკენ და ეს დაპირება დღესაც ძალაშია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადება არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებდა ევროპული გზიდან გადახვევას.
„უფრო მეტიც, მე მინდა გაგახსენოთ ამ განცხადების ციტატები - საქართველო არის ევროპული ქვეყანა, რომლისთვისაც ორგანული და ძვირფასია ტრადიციული ევროპული ღირებულებები. როგორც უძველესი ქრისტიანული ქვეყანა, საქართველო ყოველთვის იყურებოდა ევროპისკენ და ასე გრძელდება. ნახსენებია ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, რომლებმაც ევროპული ღირებულებები ჩვენი აზროვნების ლაიტმოტივად აქციეს და შემდეგ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა საქართველოს ისტორიისა და ჩვენი დიდი წინაპრების წინაშე საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად ვაქციოთ. ეს წერია იმ განცხადებაში, რომელიც გაკეთდა 2023 წლის 28 ნოემბერს. ვინც სწორად წაიკითხავდა და გაიგებდა ამ განცხადებას, იქ ძალიან ნათლად ჩანდა, რომ ეს განცხადება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავდა ევროპული გზიდან გადახვევას არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი ფორმით. ჩვენ უბრალოდ შევაწყვეტინეთ შანტაჟი 4 წლის განმავლობაში ევროპულ ბიუროკრატიას, რითაც დავამშვიდეთ ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა პრემიერმა.
1795877664
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი ევროპარლამენტარების ვიდეო მიმართვებზე: ეს არის შიდა საქმეებში პირდაპირი და ღია ჩარევა
მარიამ ლაშხმა „ქრონიკასთან“ თბილისში დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების ვიდეო მიმართვებზე ისაუბრა. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე...
1795876384
ახალი ამბებითამარ ჩიბურდანიძე ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: საქართველო იყო, არის და იქნება ურთულეს გეოგრაფიულ მდებარეობაში უნიკალური პოლიტიკის მატარებელი ქვეყანა
„ბათუმის სტადიონზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს. მეორე და ყველაზე მთავარი - ეს იყო პროვოკაცია და უპატივცემულობა ჩვენი ქვ...
1795873481
მსოფლიოავღანეთში სკოლის მახლობლად მომხდარი აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა
სულ მცირე 10 მოსწავლე დაიღუპა ავღანეთში სკოლის მახლობლად მომხდარი აფეთქების შედეგად. როგორც Report იუწყება, ამის შესახებ ავღანეთის მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა. კიდე...
1795872820
ახალი ამბებიირაკლი ლატარია: ცოტნე ივანიშვილის პირადი გამოცდილება, ძალისხმევა და უშუალო ჩართულობა გახდა საფუძველი იმ ისტორიული შესაძლებლობისა, რომელიც ახლა ქართველ ახალგაზრდებს ეძლევათ
„ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან საქართველოს ისტორიული თანამშრომლობის დაწყება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობისთვის. თუმცა, ამ ამბავში ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია, რო...
1795872574
ახალი ამბებინინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, ამ ისტორიული მოვლენის სულის ჩამდგმელი არის ცოტნე ივანიშვილი
ექსპერტი ნინო ფოჩხუა განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის ბრიფინგს ეხმაურება, რომლის განცხადებითაც, საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს და ამ თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანი...































