პრემიერი - ჩვენ ვთქვით, რომ 2028 წლამდე ჩვენი მხრიდან არ დავაყენებდით დღის წესრიგში მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, თუმცა იქვე დავაკონკრეტეთ, რომ თუ ისინი მიიღებდნენ გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე

„ჩვენ ვთქვით, რომ 2028 წლამდე ჩვენი მხრიდან არ დავაყენებდით დღის წესრიგში მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, თუმცა იქვე დავაკონკრეტეთ, რომ თუ ისინი მიიღებდნენ გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე, იქვე მოვაწერდით ამას ხელს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან ცხადი და მკაფიო იყო ეს განცხადება, თუმცა ამასაც მოჰყვა ზუსტად ისეთივე სიცრუეზე აგებული კამპანია, როგორც ე.წ. რუსულ კანონს.

„რაც შეეხება ჩვენი გადაწყვეტილების შინაარსს და საფუძველს. საფუძველი და მიზეზი იყო რა, რომ ჩვენ ვეღარ მივცემდით ევროპულ ბიუროკრატიას ევროინტეგრაციის თემის შანტაჟისთვის გამოყენების საშუალებას. საშუალებას ვერ მივცემდით, რომ გამოეყენებინათ ეს თემა შანტაჟისთვის. ჯერ იყო კანდიდატის სტატუსი, რითაც წელიწად-ნახევარზე მეტი დაღალეს ეს ქვეყანა. ამას დაუკავშირეს რევოლუციის მცდელობები და შემდეგი იყო მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ჩვენ ვთქვით მარტივი რამ, რასაც ასევე მოჰყვა შეგნებულად დამახინჯებული ინტერპრეტაციები. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი მხრიდან არ დავაყენებდით დღის წესრიგში მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, 2028 წლამდე ისიც.

ჩვენს განცხადებაში დავაკონკრეტეთ, რომ ჩვენი მიზანი იყო 2030 წლისთვის ქვეყნის გაწევრიანება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის ქვეყნის წინააღმდეგ და ამით მუდმივად ცდილობდნენ ქვეყანაში ვითარების არევას, ჩვენ ვთქვით, რომ 2028 წლამდე ჩვენი მხრიდან არ დავაყენებდით დღის წესრიგში მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, თუმცა იქვე დავაკონკრეტეთ, რომ თუ ისინი მიიღებდნენ გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე, იქვე მოვაწერდით ამას ხელს. ძალიან ცხადი და მკაფიო იყო ეს განცხადება, თუმცა ამასაც მოჰყვა ზუსტად ისეთივე სიცრუეზე აგებული კამპანია, როგორც ე.წ. რუსულ კანონს. სრულიად სამარცხვინო, სიცრუეზე აგებული კამპანია. ძალიან ბევრი ადამიანი ააღელვეს და ბევრი ადამიანი იყო გულწრფელად აღელვებული. თუმცა, ეს ყველაფერი იყო, სამწუხაროდ, კონკრეტული ადამიანების სიცრუეზე, ცრუ განცხადებებზე დაფუძნებული.

საბოლოო ჯამში, რა მიიღო ამ ყველაფრით ქვეყანამ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა 5-დღიანი ძალიან მძიმე მღელვარება, ხელისუფლების შეცვლის კიდევ ერთი ძალადობრივი მცდელობა, რომელიც ძალიან უხეში ფორმით იყო გამოხატული და ყველას მძიმედ გვახსოვს, ბუნებრივია, ეს 5 დღე, თუმცა ამ 5-მა დღემ შემდეგ მოგვცა ჩვენ ქვეყნის დამშვიდების საშუალება. გადავიტანეთ ეს მძიმე 5 დღე, თუმცა, საბოლოო ჯამში, ის, რომ ჩვენ ამ 2 წლის განმავლობაში გვაქვს ბევრად უფრო მშვიდი ვითარება, ვიდრე იყო მანამდე. ეს არის ზუსტად ამ გადაწყვეტილების დამსახურება. შანტაჟისთვის ვეღარ გამოიყენება ევროინტეგრაციის საკითხი. ამ 2 წლის განმავლობაში სწორედ ამან დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა. შუალედში იყო ძალადობრივი რევოლუციის კიდევ ერთი მცდელობა, ზუსტად შარშან ამ დროს, ოქტომბერში, 4 ოქტომბრის ცნობილი მცდელობა, რასაც სახელმწიფომ ასევე საკადრისი პასუხი გასცა. თუმცა, მთლიანობაში რომ ავიღოთ ბოლო 2 წელი, ეს ორი წელი იყო ბევრად უფრო მშვიდი, ვიდრე 2020, 2021, 2022, 2023, 2024 წლის პერიოდი. ქვეყნის დამშვიდება იყო ჩვენი ამოცანა, შანტაჟის შესაძლებლობის არმიცემა იყო ჩვენი ამოცანა და ორწლიანმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ჩვენმა ნაბიჯმა გაამართლა და ჩვენ მივიღეთ ეს შედეგი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795877664

ახალი ამბები

მარიამ ლაშხი ევროპარლამენტარების ვიდეო მიმართვებზე: ეს არის შიდა საქმეებში პირდაპირი და ღია ჩარევა

მარიამ ლაშხმა „ქრონიკასთან“ თბილისში დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების ვიდეო მიმართვებზე ისაუბრა. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე...

მარიამ ლაშხი

1795876384

ახალი ამბები

თამარ ჩიბურდანიძე ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: საქართველო იყო, არის და იქნება ურთულეს გეოგრაფიულ მდებარეობაში უნიკალური პოლიტიკის მატარებელი ქვეყანა

„ბათუმის სტადიონზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს. მეორე და ყველაზე მთავარი - ეს იყო პროვოკაცია და უპატივცემულობა ჩვენი ქვ...

თამარ ჩიბურდანიძე:

1795873481

მსოფლიო

ავღანეთში სკოლის მახლობლად მომხდარი აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 10 მოსწავლე დაიღუპა ავღანეთში სკოლის მახლობლად მომხდარი აფეთქების შედეგად. როგორც Report იუწყება, ამის შესახებ ავღანეთის მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა. კიდე...

10 ადამიანი დაიღუპა

1795872820

ახალი ამბები

ირაკლი ლატარია: ცოტნე ივანიშვილის პირადი გამოცდილება, ძალისხმევა და უშუალო ჩართულობა გახდა საფუძველი იმ ისტორიული შესაძლებლობისა, რომელიც ახლა ქართველ ახალგაზრდებს ეძლევათ

„ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან საქართველოს ისტორიული თანამშრომლობის დაწყება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობისთვის. თუმცა, ამ ამბავში ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია, რო...

ანალიტიკოსი

1795872574

ახალი ამბები

ნინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, ამ ისტორიული მოვლენის სულის ჩამდგმელი არის ცოტნე ივანიშვილი

ექსპერტი ნინო ფოჩხუა განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის ბრიფინგს ეხმაურება, რომლის განცხადებითაც, საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს და ამ თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანი...

 ნინო ფოჩხუა