პრემიერი - დღეს უკვე ყველა აცნობიერებს, რომ „გამჭვირვალობის კანონს“ საერთო არაფერი ჰქონდა არც რუსულთან, არც ზოგადად სამართლებრივი სტანდარტების დარღვევასთან
„2024 წლის ბოლომდე, 3 წლის განმავლობაში, ჩვენ გამოვიარეთ რევოლუციის, ხელისუფლების გადატრიალების სამი მცდელობა და ამ სამიდან ორი იყო ძალადობრივი, ერთი იყო არაძალადობრივი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა იმ წინაპირობებსა და მოვლენებზე ისაუბრა, რომელიც წინ უძღოდა 2024 წელს გაკეთებულ განცხადებას.
„რაც შეეხება ორი წლის წინანდელ ჩვენს გადაწყვეტილებას და განცხადებას. პირველ რიგში, მე გავიხსენებდი კონტექსტს, წინაპირობებს და იმ მოვლენებს, რომლებიც წინ უძღოდა ამ განცხადების გაკეთებას. მინდა შეგახსენოთ, რომ 2024 წლის ბოლომდე, 3 წლის განმავლობაში, ჩვენ გამოვიარეთ რევოლუციის, ხელისუფლების გადატრიალების სამი მცდელობა და ამ სამიდან ორი იყო ძალადობრივი, ერთი იყო არაძალადობრივი. 2022 წლის ივნისში, როდესაც ჩვენ ევროკომისიამ და ევროკავშირმა ზოგადად არ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი, ამით სცადეს ესარგებლათ იქიდანვე დაფინანსებულმა „ენჯეოებმა“ და მოითხოვეს მთავრობის გადადგომა.
ეს ხდებოდა 2022 წლის ივნისში და მათ მოითხოვეს უფრო მეტიც, მათივე მონაწილეობით ახალი მთავრობის ფორმირება - მათ უნდა ჰქონოდათ ვეტოს უფლება მინისტრების დანიშვნაზეც კი, რაც იყო ცალსახად არჩევნების გარეშე ხელისუფლების შეცვლის მცდელობა, ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა.ამის შემდეგ ორჯერ გვქონდა კიდევ რევოლუციის მცდელობები, ორივე ძალადობრივი და ორივე უკავშირდებოდა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს.
დღეს უკვე ყველა აცნობიერებს, რომ ამ კანონს არაფერი საერთო არ ჰქონდა არც რუსულთან, არც ზოგადად სამართლებრივი სტანდარტების დარღვევასთან. ერთადერთ რამეს ითვალისწინებდა ეს კანონი: წელიწადში ერთხელ ე.წ. NGO-ებს, ანუ უცხოურ სამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მოქმედებდნენ საქართველოში, უნდა წარედგინათ ყოველწლიური დეკლარაციები იუსტიციის სამინისტროში. მეტი არაფერი და მხოლოდ ადმინისტრაციული ფინანსური სანქციები იყო გათვალისწინებული ამ ვალდებულების დარღვევისთვის. ამას მოაყოლეს სრულიად სამარცხვინო კამპანია, სიცრუეზე აგებული კამპანია და ამას მოაყოლეს რევოლუციის ორი ძალადობრივი მცდელობა.ამის შემდეგ ჩატარდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, სადაც მმართველმა პარტიამ მიიღო 1 120 000-ზე მეტი ხმა და ამას მოჰყვა პრაქტიკულად რევოლუციის კიდევ ერთი მცდელობა,“ - განაცხადა პრემიერმა.
1795873481
მსოფლიოავღანეთში სკოლის მახლობლად მომხდარი აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა
სულ მცირე 10 მოსწავლე დაიღუპა ავღანეთში სკოლის მახლობლად მომხდარი აფეთქების შედეგად. როგორც Report იუწყება, ამის შესახებ ავღანეთის მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა. კიდე...
1795872820
ახალი ამბებიირაკლი ლატარია: ცოტნე ივანიშვილის პირადი გამოცდილება, ძალისხმევა და უშუალო ჩართულობა გახდა საფუძველი იმ ისტორიული შესაძლებლობისა, რომელიც ახლა ქართველ ახალგაზრდებს ეძლევათ
„ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან საქართველოს ისტორიული თანამშრომლობის დაწყება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობისთვის. თუმცა, ამ ამბავში ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია, რო...
1795872574
ახალი ამბებინინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, ამ ისტორიული მოვლენის სულის ჩამდგმელი არის ცოტნე ივანიშვილი
ექსპერტი ნინო ფოჩხუა განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის ბრიფინგს ეხმაურება, რომლის განცხადებითაც, საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს და ამ თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანი...
1795870177
ახალი ამბებიკახა კალაძე – „საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს, ამ პარტნიორობის იდეის ხორცშესხმაში უმთავრესი წვლილი მიუძღვის ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის პირველ ქართველ სტუდენტს, ცოტნე ივანიშვილს“
საქართველო თანამშრომლობას იწყებს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან და ამ პარტნიორობის იდეის ხორცშესხმაში უმთავრესი წვლილი მიუძღვის ჰონგ კონგის უნივერსიტეტის პირველ ქართველ სტუდენტს, ცოტნე ივანიშვილს. მან უდი...
1795868804
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: დადასტურდა ის, რასაც პირდაპირ ვამბობდით - USAID-ი, ევროპის განვითარების ფონდი აფინანსებენ საქართველოში უკანონოდ ხელისუფლების შეცვლას, მოლოტოვის კოქტეილებს, რადიკალურ პროცესებს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარის მოადგილე USAID-ის ფაილებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციას აფასებს. გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი და „ხალხის ძალა“ ად...































