ირაკლი ლატარია: ცოტნე ივანიშვილის პირადი გამოცდილება, ძალისხმევა და უშუალო ჩართულობა გახდა საფუძველი იმ ისტორიული შესაძლებლობისა, რომელიც ახლა ქართველ ახალგაზრდებს ეძლევათ

„ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან საქართველოს ისტორიული თანამშრომლობის დაწყება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობისთვის. თუმცა, ამ ამბავში ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია, რომელსაც განსაკუთრებული ხაზგასმა სჭირდება: ცოტნე ივანიშვილი ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის პირველი ქართველი კურსდამთავრებულია“, - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ცოტნე ივანიშვილის პირადი გამოცდილება, ინიციატივა, ძალისხმევა და უშუალო ჩართულობა გახდა საფუძველი იმ ისტორიული შესაძლებლობისა, რომელიც ახლა ქართველ ახალგაზრდებს ეძლევათ.

„ბავშვებო, ახალგაზრდებო, ნეტავ იცოდეთ როგორ მინდა მეც თქვენი ასაკის ვიყო - თუნდაც ამ შესაძლებლობის ქონის გამო. მაგრამ არაუშავს, უჭკვიანესი შვილები მყავს და ზოგადად, ძალიან ჭკვიანი თაობა მოდიხართ და ზუსტად ვიცი, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყნისთვის/ქვეყანაში, რომ მოგიწევთ მოღვაწეობა.

როდესაც პირადი გამოცდილება ქვეყნისთვის ახალ შესაძლებლობად იქცევა...

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან საქართველოს ისტორიული თანამშრომლობის დაწყება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობისთვის.

თუმცა, ამ ამბავში ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია, რომელსაც განსაკუთრებული ხაზგასმა სჭირდება: ცოტნე ივანიშვილი ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის პირველი ქართველი კურსდამთავრებულია.

სწორედ მისი პირადი გამოცდილება, ინიციატივა, ძალისხმევა და უშუალო ჩართულობა გახდა საფუძველი იმ ისტორიული შესაძლებლობისა, რომელიც ახლა ქართველ ახალგაზრდებს ეძლევათ. როგორც განათლების მინისტრი გივი მიქანაძე აღნიშნავს, ამ თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ინიციატივასა და შუამდგომლობას უკავშირდება.

აზიის წამყვანი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი ქართველ ნიჭიერ ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, სრული დაფინანსებით მიიღონ უმაღლესი განათლება, საერთაშორისო გარემოში განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები და მომავალში მიღებული ცოდნა საქართველოს განვითარებას მოახმარონ.

ეს მხოლოდ უნივერსიტეტსა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა არ არის. ეს არის ახალი გზა ქართველი ახალგაზრდებისთვის, გზა, რომელიც მათ მსოფლიო დონის განათლებასა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში თავის დამკვიდრების შესაძლებლობას უხსნის.

განსაკუთრებით დასაფასებელია, როდესაც ადამიანი საკუთარ გამოცდილებასა და მიღწევებს მხოლოდ პირად წარმატებად არ ტოვებს და ცდილობს, ეს შესაძლებლობა სხვებისთვისაც ხელმისაწვდომი გახადოს.

ცოტნე ივანიშვილის ინიციატივა სწორედ ასეთი მაგალითია — პირადი გამოცდილებიდან წამოსული იდეა, რომელიც დღეს საქართველოს ახალგაზრდებისთვის რეალურ შესაძლებლობად იქცევა”, - წერს ლატარია. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795862269

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი „ნაცმოძრაობაზე“ - რაც უფრო მეტ ასეთ აბსურდს ისაუბრებენ, უკეთესია, ვინაიდან როგორც მოსამართლეების, ისევე საზოგადოების თვალში აბსოლუტურად მყარდება ჩვენი სარჩელი, რომელსაც ისედაც არ აკლია არგუმენტაცია

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვებსა და ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს აფასებს. მაჭავარიანის გ...

ლევან მაჭავარიანი

1795862157

ახალი ამბები

მიტროპოლიტი აბრაამი საქართველოში ჩამოასვენეს - მას 1-ელ დეკემბერს დაკრძალავენ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) თბილისში ჩამოასვენეს. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთ...

მიტროპოლიტი აბრაამი

1795862044

ახალი ამბები

პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ახლდა, ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ახლდა, ერთი პირი დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „აჭარის ავტონ...

პროკურატურა

1795858425

ახალი ამბები

ირაკლი თავდგირიძე: ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, 28 ოჯახს ჰქონდეს ჭერი, „TV პირველმა“ ისე ატრიალა, თითქოს ქულების დაწერას ცდილობდა - თქვენი ლიდერიც ბიზნესმენია და ვთხოვოთ, რამდენიმე ოჯახს დაეხმაროს, მაგრამ მან, ბევრი ოჯახი დატოვა უსახლკაროდ

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი თავდგირიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 28 ოჯახი საცხოვრებელ ფართს მიიღებს, ტე...

 ირაკლი თავდგირიძე

1795857296

ახალი ამბები

სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი შენობა ექნება

დიღომში სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი შენობა აშენდება. მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა. სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი შენობა ხელს შეუწყობს სა...

სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტ