ირაკლი კობახიძე - კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის ქვეყნის წინააღმდეგ, ორ წელს გაგრძელდა თითქმის ეს ბრძოლა, ჩვენ მოვახერხეთ კანდიდატის სტატუსის მიღება
„კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის ქვეყნის წინააღმდეგ, თუმცა წელიწად-ნახევრიანი ბრძოლის შემდეგ, ორ წელს გაგრძელდა თითქმის ეს ბრძოლა, ჩვენ მოვახერხეთ კანდიდატის სტატუსის მიღება. როცა დაკარგა ფასი კანდიდატის სტატუსმა, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტმა, მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, თუმცა ორწლიანი ბრძოლა გამოვიარეთ ამისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აქციები არ დაწყებულა 2024 წლის 28 ნოემბერს, აქციები დაიწყო 26 ოქტომბერს არჩევნების დღეს, როდესაც რადიკალურმა ოპოზიციამ გაიგო არჩევნების შედეგები და შეიტყო არჩევნების წაგების თაობაზე.
„აქედან მოყოლებული ხან კეტავდნენ გმირთა მოედანს, ხან კეტავდნენ ვაკეს, ხან მელიქიშვილის გამზირს და ეს იყო უწყვეტი პროტესტი, რომელიც გრძელდებოდა 28 ნოემბრამდე და 28 ნოემბერს უბრალოდ გაგრძელდა ეს ყველაფერი. ასევე ჩვენს განცხადებას 2024 წლის ივნისში წინ უძღოდა ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერების თაობაზე და შემდეგ, სრულიად სამარცხვინოდ გამოდიოდა ევროკავშირის ელჩი და ამბობდა, რომ მათ მიერ შეჩერებული დიალოგი თითქოს ჩვენ შევაჩერეთ. ამაზე დიდი აბსურდი რა უნდა წარმოიდგინოს ადამიანმა. ასევე შეგახსენოთ 2020 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენები, სადაც მოხდა იგივე, რაც 2024 წლის შემდეგ.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ისევ იყო, ასე ვთქვათ, ირიბი არაღიარება, ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში არშესვლა, ამას მოჰყვა მოლაპარაკებები, ამას მოჰყვა ისეთი ხელშეკრულების, შეთანხმების გაფორმება, პოლიტიკური შეთანხმების გაფორმება, ე.წ. მიშელის შეთანხმების გაფორმება, რომელიც რეალურად ითვალისწინებდა ქვეყნის გასვლას კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, დადგინდა სრულიად გაუგებარი 43%-იანი ბარიერი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ეს პროცესებიც იყო მთლიანად გარედან წახალისებული. ეს იყო კონტექსტი და ამ ფონზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რაც გახმოვანდა 2024 წლის 28 ნოემბერს. იცით, რომ კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის ქვეყნის წინააღმდეგ, თუმცა წელიწად-ნახევრიანი ბრძოლის შემდეგ, ორ წელს გაგრძელდა თითქმის ეს ბრძოლა, ჩვენ მოვახერხეთ კანდიდატის სტატუსის მიღება. როცა დაკარგა ფასი კანდიდატის სტატუსმა, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტმა, მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, თუმცა ორწლიანი ბრძოლა გამოვიარეთ ამისათვის. მანამდე სრულიად უსაფუძვლოდ გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე 2022 წლის ივნისში, რასაც მოჰყვა ეს რევოლუციური პროცესები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1795873481
მსოფლიოავღანეთში სკოლის მახლობლად მომხდარი აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა
სულ მცირე 10 მოსწავლე დაიღუპა ავღანეთში სკოლის მახლობლად მომხდარი აფეთქების შედეგად. როგორც Report იუწყება, ამის შესახებ ავღანეთის მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა. კიდე...
1795872820
ახალი ამბებიირაკლი ლატარია: ცოტნე ივანიშვილის პირადი გამოცდილება, ძალისხმევა და უშუალო ჩართულობა გახდა საფუძველი იმ ისტორიული შესაძლებლობისა, რომელიც ახლა ქართველ ახალგაზრდებს ეძლევათ
„ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან საქართველოს ისტორიული თანამშრომლობის დაწყება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობისთვის. თუმცა, ამ ამბავში ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია, რო...
1795872574
ახალი ამბებინინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, ამ ისტორიული მოვლენის სულის ჩამდგმელი არის ცოტნე ივანიშვილი
ექსპერტი ნინო ფოჩხუა განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის ბრიფინგს ეხმაურება, რომლის განცხადებითაც, საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს და ამ თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანი...
1795870177
ახალი ამბებიკახა კალაძე – „საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს, ამ პარტნიორობის იდეის ხორცშესხმაში უმთავრესი წვლილი მიუძღვის ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის პირველ ქართველ სტუდენტს, ცოტნე ივანიშვილს“
საქართველო თანამშრომლობას იწყებს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან და ამ პარტნიორობის იდეის ხორცშესხმაში უმთავრესი წვლილი მიუძღვის ჰონგ კონგის უნივერსიტეტის პირველ ქართველ სტუდენტს, ცოტნე ივანიშვილს. მან უდი...
1795868804
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: დადასტურდა ის, რასაც პირდაპირ ვამბობდით - USAID-ი, ევროპის განვითარების ფონდი აფინანსებენ საქართველოში უკანონოდ ხელისუფლების შეცვლას, მოლოტოვის კოქტეილებს, რადიკალურ პროცესებს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარის მოადგილე USAID-ის ფაილებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციას აფასებს. გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი და „ხალხის ძალა“ ად...































