თამარ ჩიბურდანიძე ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: საქართველო იყო, არის და იქნება ურთულეს გეოგრაფიულ მდებარეობაში უნიკალური პოლიტიკის მატარებელი ქვეყანა
„ბათუმის სტადიონზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს. მეორე და ყველაზე მთავარი - ეს იყო პროვოკაცია და უპატივცემულობა ჩვენი ქვეყნის მიმართ!“, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
მისი თქმით, საქართველოში მცხოვრებ სხვა ეთნოსებს არასოდეს განუცდიათ არც ჩაგვრა ქართველი ხალხისგან და არც ურთიერთდაპირისპირება სხვა ეთნოსებთან.
„ბათუმის სტადიონზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს.
მეორე და ყველაზე მთავარი - ეს იყო პროვოკაცია და უპატივცემულობა ჩვენი ქვეყნის მიმართ! იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ინახავს ტოლერანტობას, შემწყნარებლობასა და საქართველოში მცხოვრებ ეთნოჯგუფებს შორის საოცარ დიპლომატიას.
აქ მცხოვრებ სხვა ეთნოსებს არასოდეს განუცდიათ არც ჩაგვრა ქართველი ხალხისგან და არც ურთიერთდაპირისპირება სხვა ეთნოსებთან - ამას ისევ ქართული მხარე აგვარებდა. საქართველო ამ მხრივ მსოფლიო ისტორიაში სამაგალითო ქვეყანაა!
26 საუკუნეა, ებრაელი ხალხი სისხლხორცეულად არის შეზრდილი ქართველ ხალხთან. მათთვის ქართული ენა „დედაენაა“. ასევე, საუკუნეების განმავლობაში ჩვენთან ცხოვრობენ როგორც სხვა ეთნოსის წარმომადგენლები, ისე ქართველი მუსლიმებიც და მათაც სრული კომფორტი აქვთ შექმნილი ქართველი ქრისტიანი ხალხისგან. ჩვენ არასოდეს არავის ღირებულებებს ცუდად არ შევხებივართ, პირიქით -საკუთარივით ვიცავდით სხვისას! მსოფლიოში პოლიტიკური კატაკლიზმების მიუხედავად, საქართველოში ამ პრინციპს ვერავინ არღვევდა და სწორედ ამით ფასობს ჩვენი ქვეყანა დღემდე.
საქართველო ერთადერთი ეპიცენტრია კავკასიაში, სადაც პოლიტიკური ტოლერანტობა ეთნოსებს შორის უმაღლეს დონემდეა აყვანილი. ეს ჩვენი უდიდესი ღირებულებაა და ნებისმიერი ერისა თუ რელიგიური ჯგუფისგან პატივისცემას იმსახურებს და არა იმას, რაც ბათუმის სტადიონზე მოხდა!
მე არ შევალ დეტალებში, ვინ, საიდან და როგორ დაიწყო ეს პროვოკაცია. ფაქტია, ეს გაბედეს და მოხდა ცუდი რამ - მსოფლიომ გაიგო, რომ საქართველოში თურქ და ებრაელ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა და მიზეზი ყველასათვის ნათელია - ისრაელ-ირანის ომი.
და რა შუაშია საქართველო?! ნუთუ ძნელი იყო იმის გააზრება, რომ იმ ქვეყანაში იმყოფებოდნენ, სადაც არასოდეს მომხდარა მსგავსი ფაქტი?!
ძალიან მიყვარს ებრაელი ხალხი საქართველოსადმი გამოხატული დიდი სიყვარულის გამო! ასევე, მიყვარს ჩვენი მუსლიმი ქართველობა და აზერბაიჯანელი მეგობრები.
საქართველო და ისრაელი მეგობარი სახელმწიფოებია; ასევე, მეგობრები და უახლოესი მეზობლები ვართ ჩვენ, აზერბაიჯანი და თურქეთი!
საქართველო იყო, არის და იქნება ურთულეს გეოგრაფიულ მდებარეობაში უნიკალური პოლიტიკის მატარებელი ქვეყანა - ერთადერთი ოქროს წერტილი, სადაც ტოლერანტობა უმაღლეს სახელმწიფო დონეზეა აყვანილი! ეს ყველა სტუმარმა თუ ადგილობრივმა მცხოვრებმა უნდა გაიაზროს,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
1795866159
ახალი ამბებიირაკლი შატაკიშვილი: ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრები ყოველთვის ნაყოფიერია იმისათვის, რომ მათ ინფორმაცია პირველწყაროსგან მიიღონ და მომავალში ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა ირაკლი შატაკიშვილმა განაცხადა, რომ დანიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ...
1795863448
ახალი ამბებილიზა გეგეჭკორი: ასწლოვანი ისტორიის მქონე ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის კარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის ფართოდ იღება და რაც მთავარია, სრული დაფინანსებით
„ასწლოვანი ისტორიის მქონე ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის (HKU) კარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის ფართოდ იღება და რაც მთავარია, სრული დაფინანსებით. ამ მასშტაბური შესაძლებლობის უკან ცოტნე ივანიშვილის ინიციატივა დ...
1795862269
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი „ნაცმოძრაობაზე“ - რაც უფრო მეტ ასეთ აბსურდს ისაუბრებენ, უკეთესია, ვინაიდან როგორც მოსამართლეების, ისევე საზოგადოების თვალში აბსოლუტურად მყარდება ჩვენი სარჩელი, რომელსაც ისედაც არ აკლია არგუმენტაცია
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვებსა და ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს აფასებს. მაჭავარიანის გ...
1795862157
ახალი ამბებიმიტროპოლიტი აბრაამი საქართველოში ჩამოასვენეს - მას 1-ელ დეკემბერს დაკრძალავენ
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) თბილისში ჩამოასვენეს. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთ...
1795862044
ახალი ამბებიპროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ახლდა, ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ახლდა, ერთი პირი დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „აჭარის ავტონ...































