პაატა სალია: გმირების მაგალითებზე უნდა აღიზარდოს თაობა, რომელიც შეძლებს, დაიბრუნოს არა მხოლოდ ტერიტორია, რომელიც საქართველოს ნაწილია, არამედ ურთიერთობები, ადამიანები, რომლებიც ძმათამკვლელი ომის გამო დავკარგეთ
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია აფხაზეთობის კვირეულის ფარგლებში „აფხაზეთის მეომართა კავშირის“ ინიციატივით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ზუგდიდში, გმირთა ხეივანში საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის ბიუსტის გახსნას დაესწრო.
„ის იყო ახალგაზრდა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. ზურაბ იარაჯული იყო ერთ-ერთი პირველი მფრინავი, რომელიც იბრძოდა მტრის ზურგში და გმირულად დაეცა. დღევანდელი ჟესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ახალგაზრდა თაობამ იცოდეს იმ გმირების შესახებ, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს მთლიანობისთვის და იცოდნენ, რომ საქართველოს ერთიანობისა და მთლიანობისთვის ბრძოლა დღესაც არ დასრულებულა. ამ სულისკვეთებით უნდა აღიზარდონ თაობები, რომლებიც შეძლებენ, დაიბრუნონ არა მხოლოდ ტერიტორია, რომელიც საქართველოს ნაწილია, არამედ ის ურთიერთობები, ადამიანები, რომლებიც ძმათამკვლელი ომის გამო დავკარგეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ტერიტორიული საზღვრების აღდგენა მოხდეს მშვიდობიანი გზით და იმ ურთიერთობების აღდგენის გზით, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა ორ მოძმე ხალხს, ქართველებს და აფხაზებს. მე იმედი მაქვს, რომ ეს დღეც მალე დადგება“, – განაცხადა პაატა სალიამ.
ზურაბ იარაჯული 1993 წლის 13 ივლისს მონაწილეობდა სოხუმის მისადგომებთან სოფ. შრომის დაცვაში. დაიღუპა გუმისთის ტყეში მდევართან შეტაკების დროს მას შემდეგ, რაც უარი განაცხადა დანებებაზე. 2013 წელის 19 სექტემბერს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება და შესაბამისი ორდენი; ასევე, დაჯილდოებულია სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
1779110739
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ეს შეთანხმებები დაკავშირებულია ეკონომიკური და ენერგეტიკული პარტნიორობის გაღრმავებასთან - განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ 20 წლიანი ხელშეკრულება სოციალურ გაზთან დაკავშირებით გახანგრძლივდა 20 წლით
„შეთანხმებები, რომელიც გაფორმდა არის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში საეტაპო მნიშვნელობის, ეს შეთანხმებები დაკავშირებულია ეკონომიკური და ენერგეტიკული პარტნიორობის გაღრმავებასთან“, - ამ...
1779109729
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6774 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6789 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1779109509
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: თავად ამ ადამიანებმა, ვინც დღეს სასჯელს იხდის 4 ოქტომბრის ძალადობისთვის, უნდა გააცნობიერონ და დაფიქრდნენ, რომ ისინი არიან ავანტიურისტი პოლიტიკოსებისა და საქართველოსთვის ბოროტის მსურველი უცხოელების პირადი პატიმრები
ადამიანები, ვინც დღეს სასჯელს იხდის ძალადობისთვის, პოლიციელებზე ძალადობისთვის, პარლამენტისა და სხვა შენობების გადაწვის მცდელობისთვის, ქვეყნის ამოტრიალების სურვილისთვის, ეს ადამიანები არიან სწორედ ამ პ...
1779108856
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილის აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში რამდენიმე სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბაქოში ხელი მოაწერა რამდენიმე სტრატეგიულ შეთანხმებას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში, მათ შორის...
1779108783
ახალი ამბებისაქართველო-აზერბაიჯანს შორის აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება 20 წლით გაგრძელდება, რაც სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს
აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელებას, რაც სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავ...































