ირაკლი კობახიძე: არავის ენანება არც 1 თეთრი, არც 50 და არც თუნდაც 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი, მთავარია, ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული, სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს ეხება საქმე
„არავის ენანება არც 1 თეთრი, არც 50 და არც თუნდაც 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი, მთავარია, ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული. სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს ეხება საქმე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერევანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დიუშენით დაავადებული ბავშვების მედიკამენტთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო არის ბოლომდე ჩართული.
„ეს არის მგრძნობიარე საკითხი, ჯანდაცვის სამინისტრო არის ბოლომდე ჩართული ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიის გაგრძელებაში. რაც შეეხება, ფარმაცევტულ კომპანიებს, ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, ასეთი საკითხების მოგვარების დროს, არის სწორედ ფარმაცევტული კომპანიები. არის მარტივი მაფია ჩამოყალიბებული, ამ მაფიას აქვს კონკრეტული წამლების რეალიზაციის ინტერესი, სხვადასხვა მიმართულებით გამოიკვეთა ეს ყველაფერი. ამიტომ აქ არის სწორედ სიფრთხილე საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს ეხება საქმე. მსოფლიო მასშტაბით არის ეს მაფია გაშლილი, ეს მარტო საქართველოს არ ეხება. ამიტომ ყველა საკითხი უნდა იყოს აწონდაწონილი, გონივრულად.
არავის ენანება არც 1 თეთრი, არც 50 და არც თუნდაც 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი. ეს არის ზოგადი მიდგომა. დანარჩენი, რაც შეეხება კონკრეტიკას, ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს აქვს კომუნიკაცია, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს და ჯანდაცვის სამინისტრო წარმოადგენს ყოველ ჯერზე პოზიციას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, არის, მათ შორის ქვეყნები, სადაც არაერთი კორუფციული გარიგება დაიდო მთავრობებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის და ძალიან დიდ ფულს შოულობენ კონკრეტული პოლიტიკოსები ასეთი მაფიოზური გარიგებებიდან.
„არის კორუფციით განთქმული სახელმწიფოები. არ მინდა კონკრეტულ ქვეყნებზე გადავიდე, მაგრამ არის კონკრეტული პრეპარატები, სადაც არის კორუფციული გარიგების ეჭვი და მაინცდამაინც ისე ემთხვევა ხოლმე, გამორჩეულად კორუმპირებული მთავრობები დებენ ხოლმე შესაბამის გარიგებებს, შესაბამის ფარმაცევტულ კომპანიებთან, ამიტომ ყველაფერი უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ, ყველაფერი უნდა იყოს დასაბუთებული.
არც ერთი თეთრი და არც 10 მილიონი, არც მილიარდი არ დაენანება არავის, როდესაც საქმე ეხება შედეგს. მთავარია, რომ ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული. რაც მთავარია, არ შეიძლება, ჩვენ ავყვეთ პოლიტიკურ სპეკულაციებს და არ შეიძლება ავყვეთ კონკრეტულ შემთხვევაში, განზოგადებულად ვსაუბრობ, არ შეიძლება, განზოგადებულად ავყვეთ ჩვენ ფარმაცევტული მაფიის ინტერესებს.
ყველაფერთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა კონკრეტული ინფორმაცია საზოგადოების წინაშე. დაელოდეთ ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას, ყოველ ჯერზე მათ აქვთ ექსპერტული ცოდნა ყველაფერთან დაკავშირებით. დისკუსიაშიც შეგიძლიათ, შეხვიდეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან ამ თემაზე და სხვა მსგავს თემებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1777903506
მსოფლიოზელენსკი: ირაკლი კობახიძეს შევხვდი, მნიშვნელოვანია დიალოგის წარმოება ყველა დონეზე, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას გამოეხმაურა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შევხვდი. ჩვენს სახელმწიფ...
1777903004
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის როლი, ჩვენი ქვეყნის როლი დაკავშირებადობის და ეკონომიკური უზრუნველყოფის კონტექსტში
კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის როლი, ჩვენი ქვეყნის როლი დაკავშირებადობის და ეკონომიკური უზრუნველყოფის კონტექსტში, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილ...
1777902785
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ გვიწევდა ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა გარე ინტერვენციის მიმართ, ეს ყველაფერი წარმატებით გავაკეთეთ, დავიცავით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში იყო რევოლუციის მოწყობის ხუთი სხვადასხვა მცდელობა, ამაში იყვნენ ჩართულები გარედან დაფინანსებული სუბიექტები, ეს არის კონტექსტი, რასთანაც იყო დაკავშირებული კონკრე...
1777902229
საზოგადოებაპრემიერი: ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იყო რევოლუციის მოწყობის ხუთი სხვადასხვა მცდელობა, ამაში იყვნენ ჩართულები გარედან დაფინანსებული სუბიექტები, ეს არის კონტექსტი, რასთანაც იყო დაკავშირებული კონკრეტული კანონების მიღება
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში იყო რევოლუციის მოწყობის ხუთი სხვადასხვა მცდელობა, ამაში იყვნენ ჩართულები გარედან დაფინანსებული სუბიექტები, ეს არის კონტექსტი, რასთანაც იყო დაკავშირებული კონკრე...
1777901732
ახალი ამბებიკობახიძე ზელენსკისთან შეხვედრაზე: ეს იყო დახურული ფორმატის შეხვედრა, თუმცა ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, თავად პრეზიდენტმა გამოხატა ეს ინიციატივა
ეს იყო დახურული ფორმატის შეხვედრა, თუმცა ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, თავად პრეზიდენტმა გამოხატა ეს ინიციატივა, ჩვენ მყისიერად დავუდასტურეთ ჩვენი მზაობა და გავისა...




























