ლევან მახაშვილი კაია კალასზე: კარგად გამოჩნდა ვინ არის მთავარი მურმანის ეკალი ამ ურთიერთობებში და ვინ ცდილობს ურთიერთობების აწყობას
„კარგად გამოჩნდა ვინ არის მთავარი მურმანის ეკალი ამ ურთიერთობებში და ვინ ცდილობს ურთიერთობების აწყობას“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
მისივე თქმით, კაია კალასი ხიდის ჩატეხაზე საუბრობს და ძველ ბრალდებებს გადამღერებულს ახლიდან აყენებს საქართველოს მიმართ.
„ჩვენ ამდენი ხანია ვსაუბრობთ დიალოგზე, მათ შორის წვერი სახელმწიფოებიც, თუნდაც ამ სამიტის განმავლობაში ბევრი მათგანისგან მოვისმინეთ დიალოგისკენ მოწოდება და ამ დროს ეს ადამიანი ზოგიერთ სხვა სახელმწიფოსთან ერთად ისევ ამ ხიდის ჩატეხაზე საუბრობს და ძველ ბრალდებებს გადამღერებულს ახლიდან აყენებს საქართველოს მიმართ.
ძველ დაფინანსებებზეა საუბარი, წლების წინ უკვე მერამდენედ დაყვედრებულ სესხზე, რომლის პარალელურად 20-ჯერ მეტი მიიღო საქართველომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო. ამიტომ ეს ზღაპრები მოუყვნენ თავიანთ პოლიტიკურ აქტივს. ჩვენი მთავარი მოტივაცია არის მომავალზე ორიენტირება. ჩვენ ვიყურებით მომავალში, ვხედავთ, რომ ბევრი გამოწვევის მიუხედავად არაერთი ძალიან კარგი შესაძლებლობა იქმნება ამ რეგიონში და ვცდილობთ, რომ ეს შესაძლებლობები გამოვიყენოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ მზად ვართ ამ პროცესში ჩავერთოთ ყველა პარტნიორთან“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
1777903004
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის როლი, ჩვენი ქვეყნის როლი დაკავშირებადობის და ეკონომიკური უზრუნველყოფის კონტექსტში
კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის როლი, ჩვენი ქვეყნის როლი დაკავშირებადობის და ეკონომიკური უზრუნველყოფის კონტექსტში, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილ...
1777902785
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ გვიწევდა ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა გარე ინტერვენციის მიმართ, ეს ყველაფერი წარმატებით გავაკეთეთ, დავიცავით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში იყო რევოლუციის მოწყობის ხუთი სხვადასხვა მცდელობა, ამაში იყვნენ ჩართულები გარედან დაფინანსებული სუბიექტები, ეს არის კონტექსტი, რასთანაც იყო დაკავშირებული კონკრე...
1777902229
საზოგადოებაპრემიერი: ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იყო რევოლუციის მოწყობის ხუთი სხვადასხვა მცდელობა, ამაში იყვნენ ჩართულები გარედან დაფინანსებული სუბიექტები, ეს არის კონტექსტი, რასთანაც იყო დაკავშირებული კონკრეტული კანონების მიღება
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში იყო რევოლუციის მოწყობის ხუთი სხვადასხვა მცდელობა, ამაში იყვნენ ჩართულები გარედან დაფინანსებული სუბიექტები, ეს არის კონტექსტი, რასთანაც იყო დაკავშირებული კონკრე...
1777901732
ახალი ამბებიკობახიძე ზელენსკისთან შეხვედრაზე: ეს იყო დახურული ფორმატის შეხვედრა, თუმცა ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, თავად პრეზიდენტმა გამოხატა ეს ინიციატივა
ეს იყო დახურული ფორმატის შეხვედრა, თუმცა ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, თავად პრეზიდენტმა გამოხატა ეს ინიციატივა, ჩვენ მყისიერად დავუდასტურეთ ჩვენი მზაობა და გავისა...
1777901431
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან, ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის
გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან, ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სომხეთში. მთ...



























