ირაკლი კობახიძე: ჩვენი 10-წლიანი გეგმა ითვალისწინებს რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებასა და ტვირთის გადაზიდვის დროის განახევრებას, ნავსადგურების გამტარუნარიანობის გაორმაგებას და საერთაშორისო აეროპორტების გამტარუნარიანობის გასამმაგებას

საზღვაო ფორუმის ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გლობალური ეკონომიკის ახალი გამოწვევების ფონზე, როდესაც მარშრუტების დივერსიფიკაციის, მიწოდების ჯაჭვების მდგრადობისა და ევროპასა და აზიას შორის საიმედო კავშირების როლი სულ უფრო იზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბათუმში, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო საუკუნეების განმავლობაში იყო ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდებოდა აღმოსავლეთი და დასავლეთი, ევროპა და აზია და დღეს არის შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილი, რომელსაც დიდი პოტენციალი და სტრატეგიული დატვირთვა აქვს.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ბათუმში, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე, პარტნიორი სახელმწიფოების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და საზღვაო დარგის პროფესიონალებს ვმასპინძლობთ.

საზღვაო ფორუმის ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გლობალური ეკონომიკის ახალი გამოწვევების ფონზე, როდესაც მარშრუტების დივერსიფიკაციის, მიწოდების ჯაჭვების მდგრადობისა და ევროპასა და აზიას შორის საიმედო კავშირების როლი სულ უფრო იზრდება.

საქართველო საუკუნეების განმავლობაში იყო ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდებოდა აღმოსავლეთი და დასავლეთი, ევროპა და აზია და დღეს ჩვენ ვართ შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილი, რომელსაც დიდი პოტენციალი და სტრატეგიული დატვირთვა აქვს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, შესაბამისი ინვესტიციებისა და ეფექტიანობის ზრდის შემთხვევაში, 2030 წლისთვის შუა დერეფანში ტვირთნაკადები შესაძლოა გასამმაგდეს, ხოლო გადაზიდვის დრო - განახევრდეს.

ჩვენ ამ შესაძლებლობის ასათვისებლად გრძელვადიანი გეგმა შევიმუშავეთ. 2032 წლამდე ვგეგმავთ დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზებას ძირითადი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ჩვენი 10-წლიანი გეგმა ითვალისწინებს რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებასა და ტვირთის გადაზიდვის დროის განახევრებას, ნავსადგურების გამტარუნარიანობის გაორმაგებას და საერთაშორისო აეროპორტების გამტარუნარიანობის გასამმაგებას.

ამ ხედვას უკვე მოჰყვა კონკრეტული ნაბიჯები და მნიშვნელოვანი ინვესტიციები. დავიწყეთ საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლება - მხოლოდ მიმდინარე წელს, რკინიგზის ინფრასტრუქტურისა და მოძრავი შემადგენლობის განახლებისთვის, ერთ მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. უკვე დასრულებულია აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის 75%-ის მშენებლობა“, - აღნიშნა პრემიერმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788763248

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ბათუმში სარეალიზაციოდ გამზადებული 24 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეა...

ნარკოტიკი

1788761237

მსოფლიო

რომის პაპი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე: იმედი მაქვს, რომ ბოლო დღეებში მოლაპარაკებების განახლების მიზნით განხორციელებული ძალისხმევა კონკრეტულ შედეგს გამოიღებს და დიპლომატიას გზას გაუხსნის

„იმედი მაქვს, რომ ბოლო დღეებში მოლაპარაკებების განახლების მიზნით განხორციელებული ძალისხმევა კონკრეტულ შედეგს გამოიღებს და დიპლომატიას გზას გაუხსნის“, - ეს განცხადება რომის პაპმა ლეო XIV-მ მოსკოვსა და...

რომის პაპი

1788759711

მსოფლიო

Kyiv Independent: დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 7 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრების გამართვას გეგმავს. ინფორმაციას Kyiv Independent-ი ინფ...

დონალდ ტრამპი

1788757897

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ისლანდიის რეფერენდუმმა დაამსხვრია ილუზია ევროკავშირის, როგორც აღთქმული მიწის შესახებ, ისლანდიელებმა ვერ დაინახეს ევროკავშირში გვერდში მდგომი, რომელიც მათ დაიცავდა ამ გეოპოლიტიკურ მორევში გამოწვევებისა და საფრთხეებისგან

„ისლანდიის რეფერენდუმმა დაამსხვრია ილუზია ევროკავშირის, როგორც აღთქმული მიწის შესახებ“, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევ...

ლევან მახაშვილი

1788756395

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 7 სექტემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

7 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +25 და ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.     ხანმოკლე წვიმა იქნება ოზურგეთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ხანმ...

წვიმიანი ამინდი