ირაკლი კობახიძე: ქართველი მეზღვაურები და საზღვაო დარგის პროფესიონალები საქართველოს მნიშვნელოვანი რესურსია და მათთვის თანამედროვე განათლებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია

ჩვენი მიზანია, შუა დერეფანი გახდეს უფრო სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი. ამისთვის მნიშვნელოვანია კოორდინირებული მოქმედება და შავი ზღვის დაკავშირებადობის შემდგომი გაძლიერება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ საზღვაო ტრანსპორტის სექტორში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა და საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების დანერგვას განაგრძობს.

„შუა დერეფნის წარმატება და მისი პოტენციალის სრულად ათვისება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტიანად ვაკავშირებთ ჩვენს ინფრასტრუქტურას და სატრანსპორტო სისტემებს. ასეთი თანამშრომლობის კარგი მაგალითია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა და ივნისიდან სრულად შევიდა ექსპლუატაციაში.

ჩვენი მიზანია, შუა დერეფანი გახდეს უფრო სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი. ამისთვის მნიშვნელოვანია კოორდინირებული მოქმედება და შავი ზღვის დაკავშირებადობის შემდგომი გაძლიერება.

ამ ძალისხმევის ცენტრში დგას ადამიანური კაპიტალი. ქართველი მეზღვაურები და საზღვაო დარგის პროფესიონალები საქართველოს მნიშვნელოვანი რესურსია და მათთვის თანამედროვე განათლებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია. მზად ვართ, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით, მომავალშიც აქტიური წვლილი შევიტანოთ შავი ზღვის რეგიონში საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების გაძლიერებაში.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შავ ზღვაზე უსაფრთხო ნაოსნობას, რეგიონში მშვიდობას, სტაბილურობას და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვას. საქართველო რჩება საერთაშორისო სამართლისა და წესებზე დაფუძნებული საზღვაო წესრიგის ერთგული. საქართველომ საზღვაო ტრანსპორტის სექტორში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა და საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების დანერგვას განაგრძობს.

მჯერა, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ხელს შეუწყობს პარტნიორობის გაძლიერებას, რეგიონული კავშირების შემდგომ განვითარებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას საქართველოსთვის, შავი ზღვის რეგიონისა და მთლიანად შუა დერეფნისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788763248

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ბათუმში სარეალიზაციოდ გამზადებული 24 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეა...

ნარკოტიკი

1788761237

მსოფლიო

რომის პაპი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე: იმედი მაქვს, რომ ბოლო დღეებში მოლაპარაკებების განახლების მიზნით განხორციელებული ძალისხმევა კონკრეტულ შედეგს გამოიღებს და დიპლომატიას გზას გაუხსნის

„იმედი მაქვს, რომ ბოლო დღეებში მოლაპარაკებების განახლების მიზნით განხორციელებული ძალისხმევა კონკრეტულ შედეგს გამოიღებს და დიპლომატიას გზას გაუხსნის“, - ეს განცხადება რომის პაპმა ლეო XIV-მ მოსკოვსა და...

რომის პაპი

1788759711

მსოფლიო

Kyiv Independent: დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 7 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრების გამართვას გეგმავს. ინფორმაციას Kyiv Independent-ი ინფ...

დონალდ ტრამპი

1788757897

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ისლანდიის რეფერენდუმმა დაამსხვრია ილუზია ევროკავშირის, როგორც აღთქმული მიწის შესახებ, ისლანდიელებმა ვერ დაინახეს ევროკავშირში გვერდში მდგომი, რომელიც მათ დაიცავდა ამ გეოპოლიტიკურ მორევში გამოწვევებისა და საფრთხეებისგან

„ისლანდიის რეფერენდუმმა დაამსხვრია ილუზია ევროკავშირის, როგორც აღთქმული მიწის შესახებ“, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევ...

ლევან მახაშვილი

1788756395

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 7 სექტემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

7 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +25 და ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.     ხანმოკლე წვიმა იქნება ოზურგეთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ხანმ...

წვიმიანი ამინდი