მარიამ ქვრივიშვილი: შავ ზღვაზე პირდაპირი წვდომა საქართველოს შუა დერეფნის ერთ-ერთ საკვანძო რგოლად აქცევს და ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას გლობალურ ბაზრებთან დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს
„ჩვენთვის შავი ზღვა შუა დერეფნის დასასრული არ არის - ის მისი ბუნებრივი გაგრძელებაა“,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (Georgia International Maritime Forum - GIMF 2026) გახსნა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, შავ ზღვაზე პირდაპირი წვდომა საქართველოს შუა დერეფნის ერთ-ერთ საკვანძო რგოლად აქცევს და ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას გლობალურ ბაზრებთან დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს.
„სწორედ ამ გეოგრაფიული უპირატესობის გამოყენება და საზღვაო შესაძლებლობების განვითარება ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
ამ შესაძლებლობას თანმიმდევრული და გრძელვადიანი პოლიტიკით ვპასუხობთ. ჩვენ შევიმუშავეთ ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც აერთიანებს ყველა ძირითად სატრანსპორტო-ლოგისტიკურ მიმართულებას და მიზნად ისახავს 2036 წლისთვის ნავსადგურებისა და რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებას“, - განაცხადა მინისტრმა ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრის თქმით, ამ ხედვის შესაბამისად, ხელისუფლება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და დერეფნის ეფექტიანობის გასაზრდელად მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს.
1788765658
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენი 10-წლიანი გეგმა ითვალისწინებს რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებასა და ტვირთის გადაზიდვის დროის განახევრებას, ნავსადგურების გამტარუნარიანობის გაორმაგებას და საერთაშორისო აეროპორტების გამტარუნარიანობის გასამმაგებას
საზღვაო ფორუმის ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გლობალური ეკონომიკის ახალი გამოწვევების ფონზე, როდესაც მარშრუტების დივერსიფიკაციის, მიწოდების ჯაჭვების მდგრადობისა და ევროპასა და აზიას შორ...
1788764360
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებ...
1788763248
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ბათუმში სარეალიზაციოდ გამზადებული 24 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეა...
1788761237
მსოფლიორომის პაპი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე: იმედი მაქვს, რომ ბოლო დღეებში მოლაპარაკებების განახლების მიზნით განხორციელებული ძალისხმევა კონკრეტულ შედეგს გამოიღებს და დიპლომატიას გზას გაუხსნის
„იმედი მაქვს, რომ ბოლო დღეებში მოლაპარაკებების განახლების მიზნით განხორციელებული ძალისხმევა კონკრეტულ შედეგს გამოიღებს და დიპლომატიას გზას გაუხსნის“, - ეს განცხადება რომის პაპმა ლეო XIV-მ მოსკოვსა და...
1788759711
მსოფლიოKyiv Independent: დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 7 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრების გამართვას გეგმავს. ინფორმაციას Kyiv Independent-ი ინფ...































