მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ მზად ვართ, პარტნიორ ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან ერთად ვიმუშაოთ, რათა შუა დერეფანი იყოს ერთი, უწყვეტი, ეფექტიანი და საიმედო მარშრუტი

„საპორტო სექტორის მაჩვენებლები პიკურ ზღვარს აღწევს, თუმცა სანავსადგურე პროცესების ოპტიმიზაციისა და მართვის მოდელების გაუმჯობესების ფონზე, ნავსადგურები გაზრდილ ტვირთნაკადებს ეფექტურად უმკლავდებიან“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სახელმწიფო აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან სანავსადგურე სექტორის შესაძლებლობების სრულად ათვისების მიზნით.

„საქართველოს საზღვაო შესაძლებლობების განვითარების ერთ-ერთი მთავარი პროექტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური.

ანაკლიას ე.წ. ლენდლორდ მოდელით ვავითარებთ - რაც აბალანსებს სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ინტერესებს და ქმნის ფართო რეგიონული და საერთაშორისო მონაწილეობის შესაძლებლობას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის თქმით, პორტი ოპერირებას 2029 წელს დაიწყებს, საწყისი წლიური გამტარუნარიანობით - არანაკლებ 600 ათასი TEU და დაახლოებით 10 მილიონი ტონა მშრალი ტვირთი. პროექტში სახელმწიფო 700 მილიონ აშშ დოლარს დააბანდებს, კერძო სექტორის ინვესტიციებით კი ეს ციფრი 1.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

„ინფრასტრუქტურა მხოლოდ ერთი კომპონენტია. შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია შეთანხმებული განრიგები, გამარტივებული პროცედურები და თავსებადი ციფრული სისტემები. ჩვენ მზად ვართ, პარტნიორ ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან ერთად ვიმუშაოთ, რათა შუა დერეფანი იყოს ერთი, უწყვეტი, ეფექტიანი და საიმედო მარშრუტი.

ჩვენი საზღვაო სექტორის ერთ-ერთი მთავარი რესურსი ადამიანური კაპიტალია. დღეს 21 000-ზე მეტი სერტიფიცირებული ქართველი მეზღვაური გვყავს, მაშინ როცა 2012 წელს მათი რაოდენობა დაახლოებით 8 000 იყო. მათი წვლილი საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით 1 მილიარდ ლარს შეადგენს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ზრდის ერთ-ერთი საფუძველი 2012 წლიდან მთავრობის მიერ საზღვაო განათლებაში განხორციელებული 50 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა.

„დღეს ქართველ მეზღვაურებს აღიარებს მსოფლიოს 75 წამყვანი საზღვაო დროშა, მათ შორის ევროკავშირი“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788765658

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენი 10-წლიანი გეგმა ითვალისწინებს რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებასა და ტვირთის გადაზიდვის დროის განახევრებას, ნავსადგურების გამტარუნარიანობის გაორმაგებას და საერთაშორისო აეროპორტების გამტარუნარიანობის გასამმაგებას

საზღვაო ფორუმის ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გლობალური ეკონომიკის ახალი გამოწვევების ფონზე, როდესაც მარშრუტების დივერსიფიკაციის, მიწოდების ჯაჭვების მდგრადობისა და ევროპასა და აზიას შორ...

ირაკლი კობახიძე

1788764360

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებ...

ინტერპოლი

1788763248

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ბათუმში სარეალიზაციოდ გამზადებული 24 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეა...

ნარკოტიკი

1788761237

მსოფლიო

რომის პაპი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე: იმედი მაქვს, რომ ბოლო დღეებში მოლაპარაკებების განახლების მიზნით განხორციელებული ძალისხმევა კონკრეტულ შედეგს გამოიღებს და დიპლომატიას გზას გაუხსნის

„იმედი მაქვს, რომ ბოლო დღეებში მოლაპარაკებების განახლების მიზნით განხორციელებული ძალისხმევა კონკრეტულ შედეგს გამოიღებს და დიპლომატიას გზას გაუხსნის“, - ეს განცხადება რომის პაპმა ლეო XIV-მ მოსკოვსა და...

რომის პაპი

1788759711

მსოფლიო

Kyiv Independent: დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 7 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრების გამართვას გეგმავს. ინფორმაციას Kyiv Independent-ი ინფ...

დონალდ ტრამპი