ირაკლი კირცხალიამ „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს მიმართა: ყოველ დღე მოგიწევთ თავის მართლება, რომ არ ხართ „ნაცები“

ყოველ დღე მოგიწევთ თავის მართლება, რომ არ ხართ „ნაცები“, ასევე, მოგიწევთ, გაეცნოთ კულტურის, ქცევის წესებს, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის ტრიბუნიდან პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს.

კირცხალიას თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრებმა დღეს თავის მართლება სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ.

„თქვენ აქ როცა შემოხვედით პირველად, ჩვენ გითხარით – ყოველ დღე მოგიწევთ თავის მართლება, რომ არ ხართ „ნაცები“, კოლექტიური ნაცები, იგივე აგენტები და მათი შთამომავლები. მეორე – ასევე მოგიწევთ, გაეცნოთ კულტურის, ქცევის წესებს. პირველში, თავის მართლებაში ჩვენ ვერ დაგეხმარებით, მაგრამ კულტურაში, რომ შეიგრძნოთ, სად ხართ და როგორ უნდა ილაპარაკოთ, ნამდვილად დაგეხმარებით, ამის პირობას გაძლევთ.

ჩვენ დაგეხმარებით, რადგან ეს გამომდინარეობს აღზრდიდან. როცა გამოდიხართ ამ ტრიბუნიდან, მესმის, რომ რაღაც სიახლეა თქვენთვის, ძალიან რთულია, ღმერთმა დაგვიფაროს თითოეული ჩვენგანი და ღირსეული ქართველი, რომ თქვენს მდგომარეობაში წარმოვიდგინოთ ზოგადად თავი, როგორ ძალასაც თქვენ წარმოადგენთ. როდესაც საუბრობთ – ჩვენი პოლიტიკური ძალა, უბრალოდ სირცხვილია. დღეს თქვენი გამოსვლით ეცადეთ, თავი გემართლებინათ, რომ არ ყოფილიყავით „ნაცები“, არ გამოგივიდათ, მეგობრებო, გილოცავთ. რაც შეეხება კულტურას, ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებით, რომ უფრო კულტურულად მოიქცეთ თქვენი რიტორიკით, მიმართვის წესით და ა.შ. ამის პირობას გაძლევთ“, - მიმართა ირაკლი კირცხალიამ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს.

ამასთან, ირაკლი კირცხალია გამოეხმაურა პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენას და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ საკანონმდებლო ორგანოდან კიდევ ერთხელ მოისმინა ამომწურავი პასუხი ყველა კითხვაზე.

„მოისმინა ამომწურავი პასუხი მათ შორის ისეთ კითხვებზე, რომლებიც შევადგინეთ და გამოვაგზავნეთ თქვენთან, რა თემების ირგვლივაც ცდილობდნენ, პირდაპირი მნიშვნელობით, ეს აგენტები, ესპეკულირათ. დარწმუნებული ვარ, ის ცრუ აღქმები, რის დათესვასაც ცდილობენ, ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ საბოლოოდ გაქარწყლდა. ბატონო პრემიერო, მინდა, უმრავლესობის სახელით უპირობო მხარდაჭერა გამოგიცხადოთ ჩვენი ქვეყნის მიმართ თითოეულ ნაბიჯში, რომელიც იქნება გადადგმული ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის.

რაც შეეხება ლობირებას, უსამშობლომ არ იცის, რას ნიშნავს ქვეყნის ლობირება. იცოდეთ და ამასაც ვერ გასწავლით, რომ ლობირება არის ქვეყნისა და სამშობლოსი, ეს არის ყველაზე მთავარი. დანახვა, შეგრძნება და ცოდნა უნდა, რა არის სამშობლო“, - აღნიშნა კირცხალიამ.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764148697

ახალი ამბები

საარჩევნო ადმინისტრაცია საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგ ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ცესკოს სტრატეგიული კ...

ცესკო

1764148449

ახალი ამბები

პრემიერი: Eagle Hills-ის საქართველოში შემოსვლას ექნება თავისი შემდგომი ეფექტი, როდესაც ასეთი კომპანია შედის კონკრეტულ ქვეყანაში, ეს არის სიგნალი სხვა ინვესტორისთვის, რომ სახელმწიფოში არის ჩამოყალიბებული მაღალი დონის საინვესტიციო გარემო

Eagle Hills-ის საქართველოში შემოსვლას ექნება თავისი შემდგომი ეფექტი ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით - როდესაც ასეთი კომპანია შედის კონკრეტულ ქვეყანაში, ეს არის სიგნალი სხვა ინვესტორისთვის, რომ...

ირაკლი კობახიძე

1764148316

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე EAGLE HILLS-ის პროექტზე: განაშენიანების გენერალური გეგმა როგორც კრწანისის, ისე გონიოს შემთხვევაში, დამტკიცდება ერთი მხრივ ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო მეორე მხრივ მუნიციპალიტეტების ჩართულობით

„განაშენიანების გენერალური გეგმა როგორც კრწანისის, ისე გონიოს შემთხვევაში, დამტკიცდება ერთი მხრივ ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო მეორე მხრივ მუნიციპალიტეტების ჩართულობით, შესაბამისი საჯარო პროცედურის სა...

ირაკლი კობახიძე

1764147615

ახალი ამბები

პრემიერი: კრწანისის ტყე-პარკი ისედაც საჭიროებდა რეაბილიტაციას, რომლის სავარაუდო ღირებულება იქნებოდა 158 მილიონი ლარი, რაც უნდა დახარჯულიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რეალურად, რაც უნდა დაეხარჯა ბიუჯეტს, იმას გააკეთებს კომპანია „იგლ ჰილსი“

„იგლ ჰილსის“ პროექტის ფარგლებში არათუ არ შემცირდება გამწვანების არეალი, პირიქით, გაიზრდება მწვანე სივრცეების მოცულობა კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...

ირაკლი კობახიძე

1764147247

ახალი ამბები

პრემიერი: სახელმწიფო თავის თავზე არ იღებს არავითარ ფინანსურ ვალდებულებას, ფინანსურ გარანტიას ან რაიმე არასტანდარტულ პირობას Eagle Hills-ის სასარგებლოდ, ინვესტორი იღებს ვალდებულებას, სრულად უზრუნველყოს პროექტის დაფინანსება

საქართველოს სახელმწიფო თავის თავზე არ იღებს არავითარ ფინანსურ ვალდებულებას, არავითარ ფინანსურ გარანტიას ან რაიმე არასტანდარტულ პირობას პარტნიორი კომპანიის, Eagle Hills-ის სასარგებლოდ, - განაცხადა საქა...

ირაკლი კობახიძე