მარიამ ქვრივიშვილი ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმსა და მის ფარგლებში დაგეგმილ ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ღონისძიება იმართება ევროკავშირის თანაორგანიზებით და მისი მიზანია ევროკავშირის „Global Gateway“-ის ინიციატივის ფარგლებში დერეფნის გასწვრივ გააძლიეროს ევროკავშირის თანამშრომლობა პარტნიორ სახელმწიფოებთან ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების ხელშესაწყობად.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველო წარადგენს თავის ხედვასა და გეგმებს თუ როგორ შეუძლია ქვეყანას ხელი შეუწყოს ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის განვითარებას და ჩვენს რეგიონსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო სატრანსპორტო კავშირების დამყარებას.

ფორუმი და მინისტრების შეხვედრა უზბეკეთის ქალაქ ტაშკენტში ხვალ გაიმართება.

ფორუმის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი სიტყვით გამოვა პანელურ დისკუსიაზე, რომელიც შეეხება ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონს შორის დაკავშირებადობის საკითხებს.

ღონისძიებას დაესწრება ევროკომისარი საერთაშორისო პარტნიორობის საკითხებში იოზეფ სიკელა.

საქართველოს დელეგაციას ასევე წარმოადგენენ მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764149822

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: Eagle Hills-ის პროექტის განხორციელების ეტაპზე შეიქმნება 24 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი და პროექტის დასრულების შემდეგ, 8 ათასზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი, მშენებლობას უზრუნველყოფენ ქართული სამშენებლო კომპანიები

„Eagle Hills-ის პროექტის განხორციელების ეტაპზე შეიქმნება 24 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი და პროექტის დასრულების შემდეგ, შეიქმნება 8 ათასზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიე...

ირაკლი კობახიძე

1764148920

ახალი ამბები

პრემიერი EAGLE HILLS-ის პროექტზე: განაშენიანების გენერალური გეგმა როგორც კრწანისის, ისე გონიოს შემთხვევაში, დამტკიცდება ერთი მხრივ ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო მეორე მხრივ მუნიციპალიტეტების ჩართულობით, შესაბამისი საჯარო პროცედურის საფუძველზე

განაშენიანების გენერალური გეგმა როგორც კრწანისის, ისე გონიოს შემთხვევაში, დამტკიცდება ერთი მხრივ ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო მეორე მხრივ მუნიციპალიტეტების ჩართულობით, შესაბამისი საჯარო პროცედურის საფ...

ირაკლი კობახიძე

1764148697

ახალი ამბები

საარჩევნო ადმინისტრაცია საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგ ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ცესკოს სტრატეგიული კ...

ცესკო

1764148449

ახალი ამბები

პრემიერი: Eagle Hills-ის საქართველოში შემოსვლას ექნება თავისი შემდგომი ეფექტი, როდესაც ასეთი კომპანია შედის კონკრეტულ ქვეყანაში, ეს არის სიგნალი სხვა ინვესტორისთვის, რომ სახელმწიფოში არის ჩამოყალიბებული მაღალი დონის საინვესტიციო გარემო

Eagle Hills-ის საქართველოში შემოსვლას ექნება თავისი შემდგომი ეფექტი ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით - როდესაც ასეთი კომპანია შედის კონკრეტულ ქვეყანაში, ეს არის სიგნალი სხვა ინვესტორისთვის, რომ...

ირაკლი კობახიძე

1764148316

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე EAGLE HILLS-ის პროექტზე: განაშენიანების გენერალური გეგმა როგორც კრწანისის, ისე გონიოს შემთხვევაში, დამტკიცდება ერთი მხრივ ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო მეორე მხრივ მუნიციპალიტეტების ჩართულობით

„განაშენიანების გენერალური გეგმა როგორც კრწანისის, ისე გონიოს შემთხვევაში, დამტკიცდება ერთი მხრივ ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო მეორე მხრივ მუნიციპალიტეტების ჩართულობით, შესაბამისი საჯარო პროცედურის სა...

ირაკლი კობახიძე