ირაკლი კობახიძე: გიორგი ბაჩიაშვილს ჰქონდა ვერსია, რომ იგეგმებოდა მისი მკვლელობა, თუ ეს არ იყო ტყუილი, მოხარული უნდა იყოს, რომ დღეს არის უსაფრთხო ადგილას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

გიორგი ბაჩიაშვილი არის აშკარად დაკავებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეკლამირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მანამდე მას ჰქონდა ვერსია, რომ იგეგმებოდა მისი მკვლელობა და შემდეგ საქართველოს ხელისუფლებისთვის ამის გადაბრალება.
„თქვენ გახსოვთ, მანამდე გიორგი ბაჩიაშვილს ჰქონდა ასეთი ვერსია, რომ იგეგმებოდა მისი მკვლელობა, შემდეგ საქართველოს ხელისუფლებისთვის ამის გადაბრალება. თუ ეს მართალი იყო და თუ ეს არ იყო ტყუილი, მაშინ თავად უნდა იყოს მოხარული იმით, რომ დღეს არის საქართველოში, უსაფრთხო ადგილას, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სათანადო პირობებში.
გარდა ამისა, რაც შეეხება ბრალდებებს, რომლებიც მოვისმინეთ, ის არის აშკარად დაკავებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეკლამირებით. ამას რატომ აკეთებს არ ვიცი. ეს არის მისი საქმე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1748592867
ახალი ამბებისალიმ დანანი - ბოლო 30 წელზე მეტია, საქართველო საერთაშორისო ფინანსურ ჰაბად გარდაიქმნა, ვხედავთ სტაბილურობას, რომელიც არა მხოლოდ გრძელდება, არამედ არის ქვეყნის მიმართულება და სტრატეგია
ჩვენი აქ ჩამოსვლა უკავშირდება იმ სტაბილურობას, რომელსაც საქართველოში ვხედავთ, სტაბილურობა არა მხოლოდ გრძელდება, არამედ ეს არის ქვეყნის ძირითადი მიმართულება და სტრატეგია, – ამის შესახებ „პეივ ბანკ ჯორ...
1748592056
საქართველონათია თურნავა: საფინანსო სისტემებს და რეგულატორებს შორის რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერება პირდაპირ პასუხობს თანამედროვეობის ისეთ გამოწვევას როგორიცაა გლობალური ფრაგმენტაცია და რეგიონალიზაცია
დღეს, ამ ფორუმის ფარგლებში, შევიკრიბეთ არა მხოლოდ იმისთვის, რომ აღვნიშნოთ ლარის იუბილე, არამედ, იმისთვისაც, რომ ერთად განვიხილოთ გლობალური ფინანსური სისტემის გამოწვევები და შესაძლებლობები. დღეს აქ წარ...
1748591271
საზოგადოებანათია თურნავა: ბოლო წლების მოვლენებმა რეგიონის ცენტრალური ბანკები სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, რამაც ნათლად დაგვანახვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ძლიერი და კარგად გააზრებული მონეტარული პოლიტიკა
„დღევანდელი კონფერენცია იმართება გლობალური ეკონომიკური გამოწვევების, მზარდი ეკონომიკური რისკებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე. ბოლო წლების მოვლენებმა – პანდემიამ, შეიარაღებულმა კონფლიქტებმა, სა...
1748590413
საქართველოსაქსტატი: აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.5% შეადგინა, 2025 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი კი 8.8%-ით განისაზღვრა
წინასწარი შეფასებით, 2025 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5% შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.8%-ით...
1748589554
საზოგადოებათორნიკე გერლიანი ირაკლი ოქრუაშვილზე: ნათესავს უთხრა, თუ აგრესია წამოვა თქვენგანო, აიღო დანა და ანახვა, ამით გამოგჭრითო ყელსო, შენით დავიწყებო და ქალს, ბავშვს, მოხუცს, არავის არ დავინდობო, დაგაყენებთ და თავებს დაგაყრევინებთო
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, დამატებით ტერიტორიებისა და ასეულობით სოფლის ოკუპაციის ფაქტი განიხილება, კოდორის ხეობის მცხოვრებმა თორნიკე გერ...