კახა კალაძე – „საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს, ამ პარტნიორობის იდეის ხორცშესხმაში უმთავრესი წვლილი მიუძღვის ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის პირველ ქართველ სტუდენტს, ცოტნე ივანიშვილს“

საქართველო თანამშრომლობას იწყებს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან და ამ პარტნიორობის იდეის ხორცშესხმაში უმთავრესი წვლილი მიუძღვის ჰონგ კონგის უნივერსიტეტის პირველ ქართველ სტუდენტს, ცოტნე ივანიშვილს. მან უდიდესი ძალისხმევა გაიღო, მათ შორის გამოიყენა პირადი კონტაქტები, რათა ქართველ ახალგაზრდებს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონდეთ, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„როგორც ცნობილი გახდა, კიდევ ერთ საქვეყნო მნიშვნელობის საქმეს ჩაეყარა საფუძველი. საქართველო თანამშრომლობას იწყებს ჰონგ კონგის უნივერსიტეტთან, რომელიც 2027 წლის QS რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოში — მე-11, აზიაში კი პირველ ადგილს იკავებს.

ამ პარტნიორობის იდეის ხორცშესხმაში უმთავრესი წვლილი მიუძღვის ჰონგ კონგის უნივერსიტეტის პირველ ქართველ სტუდენტს, ცოტნე ივანიშვილს, რომელმაც უდიდესი ძალისხმევა გაიღო, მათ შორის გამოიყენა პირადი კონტაქტები, რათა ქართველ ახალგაზრდებს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

პირველ რიგში მადლობა ცოტნე ივანიშვილს, რომლის პირადი ჩართულობითაც ჩვენი მოსწავლეებისთვის იმ სრულიად ახალი საგანმანათლებლო სივრცის კარი იღება, რომელიც აღმოსავლური და დასავლური კულტურის კვეთის წერტილს წარმოადგენს. ჰონგ კონგის უნივერსიტეტში სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა აღმოსავლური და დასავლური ხელოვნების ისტორია, ფილოსოფია, გეოპოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები თუ სხვა ძალიან მნიშვნელოვანი დისციპლინები სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხილონ და საფუძვლიანად შეისწავლონ, რაც, თანამედროვე რეალობაში არცთუ ისე ხშირი შემთხვევაა.

ასევე დიდ მადლობას ვუხდი ცოტნეს მშობლებს, ბატონ ბიძინას და ქალბატონ ეკას, ასეთი შვილის აღზრდისთვის, რომელიც არა მხოლოდ საკუთარი ინტერესებსა და მიზნებზე, არამედ თავისი თანამემამულე ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენაზე ზრუნავს.

ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოს ჩართულობა, რომელმაც ქართველი სტუდენტების დაფინანსების პროცესში ჩაერთო, რისთვისაც მინდა, შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებს უდიდესი მადლობა გადავუხადო.

დაბოლოს, ვერაფერი გამოვიდოდა თავად ჰონგ კონგის უნივერსიტეტის ჩართულობის გარეშე. კიდევ უფრო დასაფასებელია, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ არა მხოლოდ ქართველი ახალგაზრდების მათ სივრცეში სწავლის, არამედ, ქართულ სახელმწიფოსთან ერთად, მიღებული სტუდენტების თანადაფინანსებისთვის მზაობაც გამოხატა, რისთვისაც, ბუნებრივია, მათაც უდიდესი მადლობას ვუხდი.

ფაქტია, რომ ჩვენი ახალგაზრდებისთვის ახალი, უნიკალური შესაძლებლობა გაჩნდა და მინდა, თითოეულ იმ ქართველ სტუდენტს, რომელიც მომავალში აღნიშნულ უნივერსიტეტში განაგრძობს სწავლას, უდიდესი წარმატება ვუსურვო“, – წერს კახა კალაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795862044

ახალი ამბები

პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ახლდა, ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ახლდა, ერთი პირი დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „აჭარის ავტონ...

პროკურატურა

1795858425

ახალი ამბები

ირაკლი თავდგირიძე: ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, 28 ოჯახს ჰქონდეს ჭერი, „TV პირველმა“ ისე ატრიალა, თითქოს ქულების დაწერას ცდილობდა - თქვენი ლიდერიც ბიზნესმენია და ვთხოვოთ, რამდენიმე ოჯახს დაეხმაროს, მაგრამ მან, ბევრი ოჯახი დატოვა უსახლკაროდ

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი თავდგირიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 28 ოჯახი საცხოვრებელ ფართს მიიღებს, ტე...

 ირაკლი თავდგირიძე

1795857296

ახალი ამბები

სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი შენობა ექნება

დიღომში სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი შენობა აშენდება. მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა. სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი შენობა ხელს შეუწყობს სა...

სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტ

1795855151

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ზოგჯერ მრავალწლიანი მტრობის საუკეთესო პასუხი მორიგი პოლიტიკური განცხადება კი არა, გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლეა

„მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების პირობებშიც კი, პროფესიონალიზმსა და ადამიანურ თანადგომას შეუძლია გააღოს ის კარები, რომლებიც პოლიტიკამ დიდი ხნის წინ დახურა,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის წევრი...

დავით ქართველიშვილი

1795853701

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ – ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან - ამ ისტორიული თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევისა და პირადი ჩართულობის დამსახურებაა

განათლების მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს. მისი ინფორმაციით, ამ ისტორიული თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის პირადი ძალისხმევის...

გივი მიქანაძე