ირაკლი კობახიძე: მადლობა გამარჯვების მთავარ შემოქმედებს, ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თითოეული სპორტსმენი მიიღებს 500 000 ლარს
გრძელდება ქართული სპორტის წარმატების ისტორია და განსაკუთრებული მადლობა ამ გამარჯვების მთავარ შემოქმედებს, ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ამ გამარჯვებისთვის თითოეული სპორტსმენი მიიღებს 500 000 ლარს.
„მინდა, ჩვენს სპორტსმენებს მივულოცო კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი წარმატება. პირველად ისტორიაში, ჩვენმა ქვეყანამ მოიგო ზამთრის ოლიმპიადაზე მედლები, რაც ძალიან დიდი წარმატებაა. გრძელდება ქართული სპორტის წარმატების ისტორია და განსაკუთრებული მადლობა ამ გამარჯვების მთავარ შემოქმედებს, ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას. ასევე, მათ მწვრთნელებს. ეს არის ისტორიული გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, ეს გახდება საწინდარი სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის სპორტის ამ სახეობაში და სპორტის ზამთრის სახეობებში.
ჩვენ გვქონდა დაწესებული პრემია საპრიზო ადგილებისთვის. თითო მედლისთვის და შესაბამისად, წყვილისთვის დაწესებული იყო პრემია, 500 000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, თითოეული მიიღებდა 250 000 ლარს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ გამარჯვებისთვის თითოეული სპორტსმენი წყვილში მიიღებს 500 000 ლარს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ისტორიული გამარჯვება, რომელიც მათ მოუტანეს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა პრემიერმა.
1771406688
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - 15 699 პირი სარგებლობს შრომითი ბინადრობის ნებართვით, წილი არის 14,6% - დასაქმების სფეროში არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი და ეს განაპირობებს შრომით მიგრაციას საქართველოში
„15 699 პირი სარგებლობს შრომითი ბინადრობის ნებართვით, წილი არის 14,6%“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა. პრემიერის თ...
1771406403
საზოგადოებაპრემიერი: შექმნილია ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაცემთა სპეციალური ელექტრონული სისტემა, ბაზა, სადაც რეგისტრირებულია ადგილობრივ დამსაქმებელთან დასაქმებული 51 448 შრომითი იმიგრანტი
შექმნილია ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაცემთა სპეციალური ელექტრონული სისტემა, ელექტრონული ბაზა, სადაც რეგისტრირებულია ადგილობრივ დამსაქმებელთან დასაქმებული 51 448...
1771406333
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: გასული 12 თვის განმავლობაში გავაძევეთ იმაზე მეტი არალეგალი უცხოელი, ვიდრე გასული 10 წლის განმავლობაში, ჩვენი გეგმის მიხედვით, კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა
დაახლოებით 20 ათასი პირი იმყოფება საქართველოში არალეგალურად, თუმცა ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგად, ეს მაჩვენებელი დაზუსტდება, არ ვფიქრობთ, რომ რაიმე არსებითი ცვლილებები შევა საერთო სურათში, თუმცა ძალი...
1771406245
საზოგადოებაპრემიერი: მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვაზე იყო უამრავი სპეკულაცია, რომლებსაც უკავშირებდნენ Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტს და აცხადებდნენ, რომ წაგვლეკავდნენ უცხოელი მიგრანტები
მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვაზე იყო უამრავი სპეკულაცია, რომლებსაც უკავშირებდნენ Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტს და აცხადებდნენ, რომ წაგვლეკავდნენ უცხოელი მიგრანტები, საქართველოში მოკლევადიანი ბ...
1771405707
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემების თანახმად, საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა არის 257 000, ბინადრობის ნებართვა გაცემულია 164 ქვეყნის 107 307 მოქალაქეზე
საქართველოში ბინადრობის ნებართვა არის გაცემული 164 ქვეყნის 107 307 მოქალაქეზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას. როგორც მთავრობის...


























