პრემიერი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: 147 ბინა შეიძინეს საქართველოს მოქალაქეებმა, 110 - უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, 8 ბინა არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა, თავადაც ხედავთ, როგორი არაბიზაციის რისკის წინაშე დგას ქვეყანა

იყო უამრავი სპეკულაცია. ძირითადად, ეს სპეკულაციები უკავშირდებოდა კომპანია „იგლ ჰილსის“ უპრეცედენტო ინვესტიციას, რომელიც ხორციელდება საქართველოში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, თუ რა მიგრაციული გავლენა შეიძლება ჰქონდეს უძრავი ქონების სფეროში ბოლო პერიოდში დაანონსებულ მსხვილ პროექტებს.

„იყო უამრავი სპეკულაცია. ძირითადად, ეს სპეკულაციები უკავშირდებოდა კომპანია „იგლ ჰილსის“ უპრეცედენტო ინვესტიციას, რომელიც ხორციელდება საქართველოში. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში დაგეგმილია 16 000 ბინის რეალიზაცია ამ პროექტის ფარგლებში და უკვე დასრულდა წინასწარი გაყიდვები. ეს სტატისტიკა, რაც გვაქვს, უკვე გვიჩვენებს იმას, თუ რამდენად სპეკულაციური იყო კამპანიები, რომელიც ამ საინვესტიციო პროექტს უკავშირდებოდა. მთლიანობაში, გაიყიდა 257 ბინა, საიდანაც 147 ბინა იყიდეს საქართველოს მოქალაქეებმა. ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ ჩვენი ვარაუდით, მყიდველების ნახევარზე მეტი იქნებოდნენ საქართველოს მოქალაქეები და ეს დადასტურდა იმ სტატისტიკით, რომელიც არის წარმოდგენილი - 147 ბინა შეიძინეს საქართველოს მოქალაქეებმა, 110 - უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა.

რაც შეეხება ყბადაღებულ არაბიზაციას. მთელი სპეკულაციები უკავშირდებოდა ამ ტერმინს. ეს ახასიათებს ხოლმე ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას. აიღებენ ხოლმე 2 სიტყვას, შინაარსში საერთოდ არ შედიან და ერთი და იგივე 2 სიტყვას ატრიალებენ. ადრე იყო რუსული კანონი, ახლა იყო არაბული ქალაქები. როგორც რუსული კანონის კამპანია ჩავარდა, ასევე ძალიან მარტივად ჩავარდა არაბული ქალაქების კამპანიაც. ამას სტატისტიკაც აჩვენებს. ამ 257 ბინიდან 8 ბინა შეიძინეს იმ ქვეყნების მოქალაქეებმა, რომლებიც არიან არაბული ქვეყნები. თავადაც ხედავთ, როგორი არაბიზაციის რისკის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ჩავარდა იმთავითვე ეს კამპანია და აღიარეს ირიბად საკუთარი მარცხი. ახლა გადაერთნენ იმაზე, რომ თუ საქართველოს მოქალაქეები ყიდულობენ ამ ბინებს, მაშინ გამოდის, რომ 6.6 მლრდ დოლარის ინვესტიცია როგორ შემოდის საქართველოში. ეს არის მათი შეკითხვა. როგორც ჩავარდა არაბიზაციის კამპანია, ასევე ჩავარდება კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინვესტიცია თითქოს არის არარეალური. რეალურად, საქართველოში განხორციელდება 6.6 მლრდ დოლარის ინვესტირება და როგორც ეს ყველაფერი დადასტურდა გაყიდვების სტატისტიკით, ასევე დადასტურდება მომავალში ეკონომიკური და საბიუჯეტო სტატისტიკით, რომელსაც აუცილებლად გავუზიარებთ ყოველწლიურად ჩვენს საზოგადოებას.

რაც შეეხება პროექტების და მშენებლობის გავლენას საქართველოში მიგრაციაზე, ეს არის ცარიელი სპეკულაციები. მოკლევადიან ბინადრობის ნებართვასაც უკავშირებდნენ ამ სპეკულაციებს. აცხადებდნენ, რომ როგორც კი პირი ყიდულობს ბინას. 150 000-ზე მეტი ღირებულების ბინას საქართველოში, მაშინვე მარტივად შეუძლია იცხოვროს საქართველოში. ერთი, რომ ეს არის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომლის ვადა არის მაქსიმუმ 1 წელი, ეს ერთი. მეორე, აქაც სტატისტიკა გაგაცანით, 5 000-ზე ნაკლებია ისეთი პირების რაოდენობა, რომლებიც ბინის შეძენის საფუძველზე იღებენ მოკლევადიან ბინადრობის ნებართვას. რამდენად სპეკულაციურია ეს განცხადებები, სტატისტიკიდანაც ძალიან მარტივად ჩანს“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771410517

საზოგადოება

პრემიერი: მესამე და მეოთხე ბავშვის შობადობის ნაწილში, 2014 წლიდან მომატებულია მაჩვენებელი. მკვეთრად იკლებს პირველი და მეორე შვილის შობადობის მაჩვენებელი. ჩანს, რომ სოციალური მიზეზი ამას არ აქვს, გვაქვს მსოფლმხედველობრივი გამოწვევა

ქორწინების კუთხით ინტერესი არის შემცირებული, ეს პირდაპირ აისახება პირველი და მეორე შვილის შობადობის სტატისტიკაზე, მძიმე ტენდენციებია, თუმცა ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი, ყველგან,...

 ირაკლი კობახიძე

1771409716

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: კერძო სექტორში დეკრეტული შვებულების საკითხი, ვფიქრობ, უკეთ მოწესრიგებას საჭიროებს და მზად ვართ, ეს საკითხი აქტიურად განვიხილოთ კერძო სექტორის ჩართულობით

კერძო სექტორში დეკრეტული შვებულების საკითხი, ვფიქრობ, უკეთ მოწესრიგებას საჭიროებს და მზად ვართ, ეს საკითხი აქტიურად განვიხილოთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში,...

ირაკლი კობახიძე

1771408653

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც მთლიანად აიკრძალა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება

მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც მთლიანად აიკრძალა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპე...

ირაკლი კობახიძე

1771407896

ახალი ამბები

პრემიერი: კანონმდებლობაში სამართალდარღვევის ჩამდენ უცხოელებზე პასუხისმგებლობის გამკაცრების მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა

მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა კანონმდებლობაში პასუხისმგებლობის გამკაცრების მიმართულებით სამართალდარღვევის ჩამდენ უცხოელებზე, საუბარია შესაბამისი კანონმდებლობის დარღვევაზე გათვალისწინებულ პასუხ...

 ირაკლი კობახიძე

1771407462

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: მთავარია დაცული იყოს მკაფიო ხაზი უკანონო მიგრაციასა და ქვეყანაში ლეგალურად მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის

ხელისუფლების პოლიტიკა ამ მიმართულებით მკაფიოა, ვინაიდან უკანონო მიგრაციასთან ეფექტური ბრძოლა, უსაფრთხოების გამოწვევის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლ...

ირაკლი კირცხალია