ირაკლი კობახიძე: მსურს მადლობა გადავუხადო ვიქტორ ორბანს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის, ის არის თავისი ქვეყნის ჭეშმარიტი მებრძოლი
„საქართველოსთვის უნგრეთი მხოლოდ პარტნიორი არ არის, ეს არის ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო და მუდამ მზარდი ურთიერთობა, საერთო ღირებულებებისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსა და უნგრეთს შორის პარტნიორობა მრავალ სფეროში განაგრძობს განვითარებას და მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაძლიერდება.
„დასასრულს, ხაზი მინდა გავუსვა იმას, თუ რამდენად აფასებს საქართველო ამ უმშვენიერეს ქვეყანასთან, უნგრეთთან მეგობრობასა და პარტნიორობას. საქართველოსთვის უნგრეთი მხოლოდ პარტნიორი არ არის, ეს არის ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო და მუდამ მზარდი ურთიერთობა, საერთო ღირებულებებისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. ჩვენი პარტნიორობა მრავალ სფეროში განაგრძობს განვითარებას და დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლებში ის კიდევ უფრო გაძლიერდება.
სამწუხაროდ, ბრიუსელის ბიუროკრატია, რომელიც მოკლებულია სუვერენიტეტს, ვერ გუობს ვერცერთ სუვერენულ მთავრობას, რომელიც საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ტრადიციულ ღირებულებებს იცავს. მათთვის მიუღებელია ეწვიო ამ ქვეყანას და იხილო ავთენტიკური უნგრეთი, იმ მრავალი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, რომლებმაც არსებითად დაკარგეს საკუთარი იდენტობა. მათთვის მიუღებელია, რომ უნგრეთი, თავისი პატრიოტული მთავრობის წყალობით, ეფექტიანად იცავს თავს გენდერული პროპაგანდისგან, მიგრაციისგან და სხვა მანკიერებისგან, რაც თანამედროვე ევროპისთვის ეგზისტენციალურ პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა გამოთქვა იმედი, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები, ბრიუსელის ბიუროკრატიის უხეში ჩარევის გარეშე გაიმართება.
„ვიმედოვნებთ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გადამწყვეტია არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპის მომავლისთვისაც, გაიმართება ბრიუსელის ბიუროკრატიის უხეში ჩარევის გარეშე. დემოკრატიამ უნდა სძლიოს გარე ჩარევას უნგრეთის დემოკრატიულ არჩევნებში.
მსურს პირადად გადავუხადო მადლობა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის. ის არის თავისი ქვეყნის ჭეშმარიტი მებრძოლი; მისი სიტყვები და ქმედებები მუდმივად გამოხატავს პატივისცემასა და ზრუნვას ქართველი ხალხისადმი. რომ არა პრემიერ-მინისტრ ორბანის ძლიერი ლიდერობა და მისი გაბედული ბრძოლა ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ უნგრეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი დემოკრატიის, ეროვნული სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვა. ვიქტორ ორბანის ლიდერობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. ამიტომ ვუსურვებ პრემიერ-მინისტრ ორბანს ხანგრძლივ მოღვაწეობას უნგრეთის ლიდერის პოზიციაზე.
დასასრულს, მსურს წარმატებები ვუსურვო მსოფლიოს ყველა იმ ადამიანს, ვინც ერთგულია საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვის, ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებისა და მოქალაქეთა დემოკრატიული არჩევანის პატივისცემის იდეისადმი, ამ მზარდი იდეოლოგიური ზეწოლის პირობებში“, - განაცხადა პრემიერმა.
1774085939
ახალი ამბებიაზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ბაქოში საქართველოს საელჩოს ეწვია, რათა სამძიმარი გამოეხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო. აზერბაიჯანის პრ...
1774082751
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრს უნგრეთის პრემიერმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალება მიუსამძიმრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნ...
1774081958
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბუდაპეშტშია, სადაც კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია გაიმართება. მსჯელობის მთავარი საკითხებია ტრადიციული ღირებულებების დაცვა, მიგრაციის შეზღუდვა, ეროვნული სუ...
1774081329
ახალი ამბებიიერუსალიმში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარე გოლგოთას მთის სალოცავში. მსახურება შეასრულა წინამძღვარმა ისიდორემ. მ...
1774079757
ახალი ამბებიმთელი ქვეყნის მასშტაბით, შენობებზე განთავსებულ ეკრანებზე 22 მარტის ჩათვლით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ვიდეორგოლებს აჩვენებენ
მთელი ქვეყნის მასშტაბით, შენობებზე განთავსებულ ეკრანებზე 22 მარტის ჩათვლით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ვიდეორგოლებს აჩვენებენ. ცნობისთვის, ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტ...































