ვიქტორ ორბანი: ჩვენს შორის არის პატრიოტთა ჩემპიონი კავკასიიდან - პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე - ის ახერხებს, რომ დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი, საქართველო დღეს ევროპაში ყველაზე მამაცი სახელმწიფოა
„მეგობრებო, ჩვენს შორის არის პატრიოტთა ჩემპიონი კავკასიიდან - პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი შეფასებით, საქართველო დღეს ევროპაში ყველაზე მამაცი სახელმწიფოა.
„მეგობრებო, ჩვენს შორის არის პატრიოტთა ჩემპიონი კავკასიიდან - პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე. მისი ქვეყანა რუსული დათვის ხახაშია. ევროკავშირის მხრიდან უწყვეტი შანტაჟის ფონზე, ლიბერალების მხრიდან მუდმივი ძირგამომთხრელი საქმიანობის მიუხედავად, სწორედ ის ახერხებს, რომ დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი. საქართველო დღეს ევროპაში ყველაზე მამაცი სახელმწიფო და ერია“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.ცნობისთვის, კონფერენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობს. მან სიტყვით გამოსვლისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ღვაწლზე გაამახვილა ყურადღება.
1774086025
ახალი ამბებიპოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის გენერალურმა მდივანმა, ეპისკოპოსმა მარეკ მარჩაკმა, პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის სახელით, საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის გენერალურმა მდივანმა, ეპისკოპოსმა მარეკ მარჩაკმა, პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის სახელით, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩა...
1774085939
ახალი ამბებიაზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ბაქოში საქართველოს საელჩოს ეწვია, რათა სამძიმარი გამოეხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო. აზერბაიჯანის პრ...
1774082751
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრს უნგრეთის პრემიერმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალება მიუსამძიმრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნ...
1774081958
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბუდაპეშტშია, სადაც კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია გაიმართება. მსჯელობის მთავარი საკითხებია ტრადიციული ღირებულებების დაცვა, მიგრაციის შეზღუდვა, ეროვნული სუ...
1774081329
ახალი ამბებიიერუსალიმში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარე გოლგოთას მთის სალოცავში. მსახურება შეასრულა წინამძღვარმა ისიდორემ. მ...































