საპატრიარქო: სამების ტაძარი დაიკეტება 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით
▪️ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი დაიკეტება 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე, რათა მოწესრიგდეს და მომზადდეს წირვისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიისათვის, ასევე, რათა დაცულ იქნეს დელეგაციების დასწრებიდან გამომდინარე უსაფრთხოების სტანდარტები.
კვირას, დილის 8:00 საათიდან, ჩვენგან დამოუკიდებელი, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, ტაძარში დაშვება მოხდება მხოლოდ საგანგებო საშვებით და გთხოვთ, ამ ფაქტს მოეკიდოთ გაგებით.
▪️ წირვა დაიწყება დილის 09:00 საათზე. ღვთისმსახურებას აღასრულებს სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.
▪️ 12:15 საათზე ტაძარში მობრძანდება კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლად უწმინდესი ბართლომეოს I, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.
▪️ 15:00 საათზე მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით.
▪️ მრევლს, რომელმაც ტაძარში ვერ მოახერხა პატრიარქთან დამშვიდობება, ამის შესაძლებლობა მიეცემა ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გზაზე სამგლოვიარო მსვლელობისას. მარშრუტის გასწვრივ დაორგანიზდება ცოცხალი დერეფანი, ასევე მოსახლეობას საშუალება ექნება, ამ გზაზე დამონტაჟებულ მრავალ ეკრანზე თვალი ადევნოს სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში და, სურვილისამებრ, ყვავილებით მიაგოს პატივი უწმინდესს.
▪️ ბოდიშს გიხდით და გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ არსებულ ვითარებას. გვესმის, რომ თითოეულ ადამიანს უნდა დაემშვიდობოს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, თუმცა დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებული პროტოკოლიდან და სხვა ტექნიკური დეტალებიდან გამომდინარე, ტაძარში მოსახლეობის დაშვება შეუძლებელია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1774087589
ახალი ამბებიპრემიერი: სულიერი წინამძღოლობის მიღმა, პატრიარქი სახელმწიფოსთვის სიბრძნის შუქურადაც იქცა, მისი მსახურების განმავლობაში ეკლესია არ ყოფილა მხოლოდ რელიგიური ინსტიტუტი, ის ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული იდენტობის მცველიც იყო
ილია მეორე მიუძღოდა საქართველოს ტრადიციებისა და ქრისტიანული ზნეობისადმი ურყევი ერთგულებით, სულიერი წინამძღოლობის მიღმა, პატრიარქი სახელმწიფოსთვის სიბრძნის შუქურადაც იქცა, მისი მსახურების განმავლობაში...
1774086025
ახალი ამბებიპოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის გენერალურმა მდივანმა, ეპისკოპოსმა მარეკ მარჩაკმა, პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის სახელით, საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის გენერალურმა მდივანმა, ეპისკოპოსმა მარეკ მარჩაკმა, პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის სახელით, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩა...
1774085939
ახალი ამბებიაზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ბაქოში საქართველოს საელჩოს ეწვია, რათა სამძიმარი გამოეხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო. აზერბაიჯანის პრ...
1774082751
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრს უნგრეთის პრემიერმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალება მიუსამძიმრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნ...
1774081958
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბუდაპეშტშია, სადაც კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია გაიმართება. მსჯელობის მთავარი საკითხებია ტრადიციული ღირებულებების დაცვა, მიგრაციის შეზღუდვა, ეროვნული სუ...































