პრემიერი: სულიერი წინამძღოლობის მიღმა, პატრიარქი სახელმწიფოსთვის სიბრძნის შუქურადაც იქცა, მისი მსახურების განმავლობაში ეკლესია არ ყოფილა მხოლოდ რელიგიური ინსტიტუტი, ის ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული იდენტობის მცველიც იყო

ილია მეორე მიუძღოდა საქართველოს ტრადიციებისა და ქრისტიანული ზნეობისადმი ურყევი ერთგულებით, სულიერი წინამძღოლობის მიღმა, პატრიარქი სახელმწიფოსთვის სიბრძნის შუქურადაც იქცა, მისი მსახურების განმავლობაში ეკლესია არ ყოფილა მხოლოდ რელიგიური ინსტიტუტი, ის ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული იდენტობის მცველიც იყო, განაცხადა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტიანული იდეალები ქართული ხალხისთვის მარადიულ ძალად აქცია.

„ჩემთვის დიდი პატივია ამ გამორჩეულ აუდიტორიას მივმართო და საქართველოს სახელით ვისაუბრო ფორუმზე, რომელიც ჩვენი ერების მომავლის განხილვის მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა.

რადგან საერთო ღირებულებების განსახილველად შევიკრიბეთ, მსურს საუბარი დავიწყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია II-ის ხსოვნის პატივისცემით, რომელიც სამი დღის წინ გარდაიცვალა. მან ქრისტიანული იდეალები ქართული ხალხისთვის მარადიულ ძალად აქცია. დღეს მთელი საქართველო ერთიანია გლოვაში.

მისი უწმინდესობის გარდაცვალება, რომელიც 48 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ჩვენთვის ღრმად პირადულია, რადგან მან სიყვარულით აავსო ადამიანების გულები და თავადაც უდიდესი სიყვარული მიიღო ხალხისგან.

ის მიუძღოდა საქართველოს ტრადიციებისა და ქრისტიანული ზნეობისადმი ურყევი ერთგულებით. სულიერი წინამძღოლობის მიღმა, პატრიარქი სახელმწიფოსთვის სიბრძნის შუქურადაც იქცა. მისი მსახურების განმავლობაში ეკლესია არ ყოფილა მხოლოდ რელიგიური ინსტიტუტი; ის ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული იდენტობის მცველიც იყო.

პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა - ჩვენი ქვეყნის ეროვნული და რელიგიური იდენტობა“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774085939

ახალი ამბები

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ბაქოში საქართველოს საელჩოს ეწვია, რათა სამძიმარი გამოეხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო. აზერბაიჯანის პრ...

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ

1774082751

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრს უნგრეთის პრემიერმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალება მიუსამძიმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრს უნგრეთის პრემიერმა

1774081958

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბუდაპეშტშია, სადაც კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია გაიმართება. მსჯელობის მთავარი საკითხებია ტრადიციული ღირებულებების დაცვა, მიგრაციის შეზღუდვა, ეროვნული სუ...

ირაკლი კობახიძე

1774081329

ახალი ამბები

იერუსალიმში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარე გოლგოთას მთის სალოცავში. მსახურება შეასრულა წინამძღვარმა ისიდორემ. მ...

კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელი

1774079757

ახალი ამბები

მთელი ქვეყნის მასშტაბით, შენობებზე განთავსებულ ეკრანებზე 22 მარტის ჩათვლით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ვიდეორგოლებს აჩვენებენ

მთელი ქვეყნის მასშტაბით, შენობებზე განთავსებულ ეკრანებზე 22 მარტის ჩათვლით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ვიდეორგოლებს აჩვენებენ. ცნობისთვის, ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტ...

 კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორ