ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დუშანბეს საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

ირაკლი კობახიძეს ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი კოხირ რასულზოდა დახვდება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ტაჯიკ კოლეგასთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.

საქართველოს მთავრობის მეთაურს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლებს ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემომალი რახმონი.

შეხვედრის შემდეგ ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან.

ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781845661

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 ივნისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

19 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +29 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მ...

ამინდის პროგნოზი

1781844438

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: უკვე ბოლომდე სამარცხვინოა „ნაციონალურ მოძრაობა“, სავარაუდოდ, ნანუკა ჟორჟოლიანი გახდება ამ პარტიის თავმჯდომარე

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული კრიზისი გრძელდება. ნანუკა ჟორჟოლიანმა სააკაშვილის თხოვნით პარტიულ ორგანიზაციებთან შეხვედრები უკვე დაიწყო. მისივე მტკიცებით, პარტიაში რჩება თინა ბოკუჩავაც, თუმცა სა...

ლევან მაჭავარიანი

1781815753

საზოგადოება

სპორტის მინისტრის განცხადებით, იცვლება მთავრობის განკარგულება, რომლის მიხედვითაც წარმატებულ სპორტსმენებს პრემიების ოდენობა გაეზრდებათ

საქართველოს სპორტის მინისტრის განცხადებით, იცვლება მთავრობის განკარგულება, რომლის მიხედვითაც წარმატებულ სპორტსმენებს პრემიების ოდენობა გაეზრდებათ. ამ თემაზე შალვა გოგოლაძემ გადაცემაში „იმედი Live” ისა...

სპორტის მინისტრი

1781814705

საზოგადოება

შალვა გოგოლაძე: ყველა ახალგახსნილ საფეხბურთო მოედანზე ტევა არ არის ბავშვების, რადგან მათთვის მაგალითია ხვიჩა კვარაცხელია. ასეთი გმირები ახალისებენ სპორტს

ყველა ახალგახსნილ საფეხბურთო მოედანზე ტევა არ არის ბავშვების, რადგან მათთვის მაგალითია ხვიჩა კვარაცხელია, - განაცხადა სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“. მისი თქმით, ახალი სპორტ...

შალვა გოგოლაძე:

1781813675

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირთან დიალოგის განახლებაზე: ჩვენ დიდი ხანია მზად ვართ ამისთვის, როდის იქნებიან თავად მზად, რომ ჩვენთან დასხდნენ და სიტუაციის გარკვევა დაიწყონ, ეს არ ვიცი

ჩვენ დიდი ხანია მზად ვართ ამისთვის [ევროკავშირთან დიალოგის განახლება], როდის იქნებიან თავად მზად, რომ ჩვენთან დასხდნენ და სიტუაციის გარკვევა დაიწყონ ეს არ ვიცი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თავ...

თენგიზ შარმანაშვილი