შალვა გოგოლაძე: ყველა ახალგახსნილ საფეხბურთო მოედანზე ტევა არ არის ბავშვების, რადგან მათთვის მაგალითია ხვიჩა კვარაცხელია. ასეთი გმირები ახალისებენ სპორტს

ყველა ახალგახსნილ საფეხბურთო მოედანზე ტევა არ არის ბავშვების, რადგან მათთვის მაგალითია ხვიჩა კვარაცხელია, - განაცხადა სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისი თქმით, ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა, ბევრი გმირი ჩემპიონი და საბოლოო ჯამში ერთ-ერთ ყველაზე სპორტულ ქვეყნად იქნება საქართველო წარმოჩენილი.

„სპორტის სამინისტრო შეიქმნა ირაკლი კობახიძის ინიციატივით. პირველი, რაც გავაკეთეთ, ერთ-ერთ დიდ ორგანიზაციას დავუკვეთეთ კვლევა, სადაც მთლიანად, საქართველოს მასშტაბით გამოიკვლია, რას საჭიროებს თითოეული რეგიონი. თითოეული მოსახლე როგორ ხედავდა თავიანთ რეგიონში სპორტულ ინფრასტრუქტურას, გამოწვევებს და ა.შ. შესაბამისად, სახელმძღვანელო გვაქვს და დაწყებული გვაქვს ათწლიანი განვითარების გეგმა.

ერთი კარგი რამ გამოჩნდა ამ კვლევის თანახმად. ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 34% არის ჩართული ფიზიკურ აქტივობაში. გვაქვს ამბიცია, რომ 2030 წლისთვის, ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 60% იყოს ჩართული სპორტში ეს არის მთავარი გამოწვევა და ამ კუთხითაც საქართველო იქნება მოწინავე, ვინაიდან ყველა ადამიანს მივცემთ იმის საშუალებას, რომ სპორტში ჩაერთოს. ამაში დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენს საამაყო სპორტსმენებს. მაგალითად გეტყვით, რომ ყველა ახალგახსნილ საფეხბურთო მოედანზე ტევა არ არის ბავშვების, რადგან მათთვის მაგალითია ხვიჩა კვარაცხელია. ასეთი გმირები ახალისებენ სპორტს. ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა, ბევრი ჩვენი გმირი ჩემპიონი და საბოლოო ჯამში ერთ-ერთ ყველაზე სპორტულ ქვეყნად იქნება ჩვენი ქვეყანა წარმოჩენილი“, - აღნიშნა გოგოლაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781805050

საზოგადოება

თბილისის მერმა „სტუდფესტი 2026“-ის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა - „ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამარცხებული არ არსებობს“

„სტუდენტური ფესტივალი 2026“ საზეიმო ღონისძიებით დაიხურა, სადაც გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს მედლები და ფულადი პრიზები გადაეცათ. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრ ირაკლი...

კახა კალაძე

1781803350

ახალი ამბები

ავტოსაგზაო შემთხვევა ხელვაჩაურში - დაღუპულია ერთი ადამიანი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავარია ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერგეს მონაკვეთზე მოხდა. როგორც შ...

პოლიცია პოლიცია

1781801509

საზოგადოება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალან მიჩელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა თადუმაძემ, შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) პრეზიდენტთა...

შინაგან საქმეთა მინისტრი

1781800814

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიცავს მანიპულაციურ და არასწორ ჩანაწერებს, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკურ ზეწოლას ემსახურება

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპარლამენტის რეზოლუცია, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის მექანიზმთან დაკავშირებული დებულებები შეაფასა. მისი განცხადები...

მაკა ბოჭორიშვილი

1781799229

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ისრაელის ჯარები არ დატოვებენ სამხრეთ ლიბანს და იქ უსაფრთხოების ზონას მანამ შეინარჩუნებენ, სანამ ეს საჭირო იქნება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელის ჯარები არ დატოვებენ სამხრეთ ლიბანს და იქ უსაფრთხოების ზონას მანამ შეინარჩუნებენ, სანამ ეს საჭირო იქნება. მან ეს განცხადება მას შემდ...

ბენიამინ ნეთანიაჰუ