თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირთან დიალოგის განახლებაზე: ჩვენ დიდი ხანია მზად ვართ ამისთვის, როდის იქნებიან თავად მზად, რომ ჩვენთან დასხდნენ და სიტუაციის გარკვევა დაიწყონ, ეს არ ვიცი
ჩვენ დიდი ხანია მზად ვართ ამისთვის [ევროკავშირთან დიალოგის განახლება], როდის იქნებიან თავად მზად, რომ ჩვენთან დასხდნენ და სიტუაციის გარკვევა დაიწყონ ეს არ ვიცი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენზიგ შარმანაშვილმა ევროკავშირთან დიალოგის განახლების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად.
მისივე თქმით, თბილისი მზად არის სიტუაციის გასარკვევად ფაქტების დონეზე და არა გამოგონილი ნარატივებით.
„ჩვენ დიდი ხანია მზად ვართ ამ ნაბიჯებისთვის [ევროკავშირთან დიალოგის აღდგენა]ამის დეკლარირება ხშირად ხდებოდა, რამდენჯერმე პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად მიმართა, თუმცა ამას გამოძახილი არ ჰქონდა. ბოლოს რაც ყველაზე ცუდი მოხდა, წინასწარ დაგეგმილი შეხვედრა, ბრიუსელში უნდა გამარულიყო ადამიანის უფლებების საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისი დელეგაცია შედგა, გასამგზავრებლად მზად იყვნენ და ბოლო მომენტისთვის ჩაშალეს, უბრალოდ დიალოგის რეჟიმზეც არ წამოვიდნენ. როდესაც შენ ჩემთან რაღაც პრეტენზიები გაქვს და ოფიციალური დელეგაცია მოდის შენთან, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა გააუქმო, ეს მომეტი ხელიდან არ უნდა გაუშვა თუ რამე სათქმელი გაქვს, თუ შენ გინდა შენი არგუმენტები წარუდგინო მხარეს ამაზე კარგი ადგილი სად არის? შენ შეგიძლია პრეტენზიები წაუყენო და მოისმინო არგუმენტები, მაგრამ ჩაშალს იმიტომ, რომ ზუსტად არგუმენტების მოსმენა არ უნდათ, მათ ურჩევნიათ ყალბი ნარატივები გამოაგდონ, მერე შენ შორიდან უპასუხო და ვთქვათ მოგებულები დარჩებიან ამით. ამ პოლიტიკას აგრძელებენ და ეს არის ძალიან ცუდია. ახლა კიდევ ერთხელ მოხდა ამის დეკლარირება - არავითარი დაშორება შენთან არ მინდა, მინდა შენთან საქმის გარკვევა, შენ თუ ჩემთან გაქვს რაღაც პრეტენზიები მოდი და გავარკვიოთ, გავარკვიოთ არგუმენტების დონეზე, ფაქტების დონეზე და არა გამოგონილი ნარატივებისა და აღქმების დონეზე. თუ ისევ არ არიდებენ თავს ძალიან კარგი იქნება“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
1781805050
საზოგადოებათბილისის მერმა „სტუდფესტი 2026“-ის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა - „ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამარცხებული არ არსებობს“
„სტუდენტური ფესტივალი 2026“ საზეიმო ღონისძიებით დაიხურა, სადაც გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს მედლები და ფულადი პრიზები გადაეცათ. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრ ირაკლი...
1781803350
ახალი ამბებიავტოსაგზაო შემთხვევა ხელვაჩაურში - დაღუპულია ერთი ადამიანი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავარია ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერგეს მონაკვეთზე მოხდა. როგორც შ...
1781801509
საზოგადოებაშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალან მიჩელს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა თადუმაძემ, შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) პრეზიდენტთა...
1781800814
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიცავს მანიპულაციურ და არასწორ ჩანაწერებს, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკურ ზეწოლას ემსახურება
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპარლამენტის რეზოლუცია, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის მექანიზმთან დაკავშირებული დებულებები შეაფასა. მისი განცხადები...
1781799229
მსოფლიონეთანიაჰუ: ისრაელის ჯარები არ დატოვებენ სამხრეთ ლიბანს და იქ უსაფრთხოების ზონას მანამ შეინარჩუნებენ, სანამ ეს საჭირო იქნება
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელის ჯარები არ დატოვებენ სამხრეთ ლიბანს და იქ უსაფრთხოების ზონას მანამ შეინარჩუნებენ, სანამ ეს საჭირო იქნება. მან ეს განცხადება მას შემდ...



























