მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთში ვიზიტის შესახებ: მაღალი დონის ვიზიტები საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის პარტნიორობას აძლიერებს
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეაფასა.
მისი განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.
მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, მაღალი დონის ვიზიტები დამატებით შესაძლებლობებს ქმნის როგორც ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ისე სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით.
„პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ტაჯიკეთში არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა იძლევა კარგ შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა მიმრათულებით ურთიერთობების განვითარებაზე ვისაუბროთ,” - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე რეგიონული დაკავშირებადობისა და სატრანზიტო ფუნქციის განვითარების კონტექსტში.
„ზოგადად ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობები ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტი იმ თვალსაზრისით, რომ მათთვის საქართველო არის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა. ამ კონტექსტში საჭიროა ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერება, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა ქვეყნებს შორის. ასევე, საინტერესოა ჩვენთვის ცენტრალური აზიის ქვეყნებთან პარტნიორობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სწორედ ეს ვიზიტი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების განვითარებას და გაძლიერებას,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
1781851647
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, დუშანბეს საერთაშორისო აეროპ...
1781851273
ახალი ამბებისაპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის...
1781850204
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგ...
1781848231
მსოფლიოევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ კრემლთან მოკლე დიპლომატიური კონტაქტები ჰქონდა - უკრაინული მედია
18 ივნისს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტზე უკრაინის შესახებ დისკუსიის დროს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს განუმარტა, თუ რატომ დაიწყო მან ევროპულ სა...
1781845661
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 19 ივნისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
19 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +29 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მ...




























