საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე სხვადასხვა დროს დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„სამართალდამცველებმა თბილისში, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი ბინების და ავტომობილების ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის: „მეთადონი“, „ალფა-პვპ“, „თებაინი“, „კოდეინი“, „მორფინი“ და „გამომშრალი მარიხუანა“.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781845661

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 ივნისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

19 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +29 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მ...

ამინდის პროგნოზი

1781844438

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: უკვე ბოლომდე სამარცხვინოა „ნაციონალურ მოძრაობა“, სავარაუდოდ, ნანუკა ჟორჟოლიანი გახდება ამ პარტიის თავმჯდომარე

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული კრიზისი გრძელდება. ნანუკა ჟორჟოლიანმა სააკაშვილის თხოვნით პარტიულ ორგანიზაციებთან შეხვედრები უკვე დაიწყო. მისივე მტკიცებით, პარტიაში რჩება თინა ბოკუჩავაც, თუმცა სა...

ლევან მაჭავარიანი

1781815753

საზოგადოება

სპორტის მინისტრის განცხადებით, იცვლება მთავრობის განკარგულება, რომლის მიხედვითაც წარმატებულ სპორტსმენებს პრემიების ოდენობა გაეზრდებათ

საქართველოს სპორტის მინისტრის განცხადებით, იცვლება მთავრობის განკარგულება, რომლის მიხედვითაც წარმატებულ სპორტსმენებს პრემიების ოდენობა გაეზრდებათ. ამ თემაზე შალვა გოგოლაძემ გადაცემაში „იმედი Live” ისა...

სპორტის მინისტრი

1781814705

საზოგადოება

შალვა გოგოლაძე: ყველა ახალგახსნილ საფეხბურთო მოედანზე ტევა არ არის ბავშვების, რადგან მათთვის მაგალითია ხვიჩა კვარაცხელია. ასეთი გმირები ახალისებენ სპორტს

ყველა ახალგახსნილ საფეხბურთო მოედანზე ტევა არ არის ბავშვების, რადგან მათთვის მაგალითია ხვიჩა კვარაცხელია, - განაცხადა სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“. მისი თქმით, ახალი სპორტ...

შალვა გოგოლაძე:

1781813675

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირთან დიალოგის განახლებაზე: ჩვენ დიდი ხანია მზად ვართ ამისთვის, როდის იქნებიან თავად მზად, რომ ჩვენთან დასხდნენ და სიტუაციის გარკვევა დაიწყონ, ეს არ ვიცი

ჩვენ დიდი ხანია მზად ვართ ამისთვის [ევროკავშირთან დიალოგის განახლება], როდის იქნებიან თავად მზად, რომ ჩვენთან დასხდნენ და სიტუაციის გარკვევა დაიწყონ ეს არ ვიცი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თავ...

თენგიზ შარმანაშვილი