ირაკლი კირცხალია TBC ბანკის ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: როდესაც საუბარია ამხელა ბანკზე, ის მინიმუმ ვალდებულია გამოეხმაუროს ამ რადიკალის მიერ მისი პლატფორმის გამოყენებას, ქალბატონის, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „აქტუალური თემა“
TBC ბანკისა და ოპოზიციონერი აქტივისტის, ნანა დიხამინჯიას თანამშრომლობაზე ისაუბრა, რომელიც გამოირჩევა ზიზღის ენით საუბრითა და მძიმე შეურაცხმყოფელი განცხადებებით ადამიანთა მიმართ.
ირაკლი კირცხალიას განცხადებით, როდესაც TBC ბანკი აცხადებს, რომ მას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, ის ვალდებულია გამოეხმაუროს რადიკალი ქალბატონის მიერ მისი პლატფორმის გამოყენებას. აქტივისტს, რომელსაც ყველა და ყველაფერი სძულს, რაც მის ნააზრევთან თანხვედრაში არ არის.
„მე შემიძლია შევაფასო ეს ფაქტი და შეფასებითად ვთქვა, რომ როდესაც საუბარია ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაზე [TBC ბანკი] და ერთ-ერთ უმსხვილეს კონტრიბუტორზე ეკონომიკაში, რომ ამ კომპანიამ უნდა აიღოს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, როდესაც ოპერირებს ჩვენს ქვეყანაში, როდესაც პრეტენზია აქვს და გაცხადებულად ამბობს, რომ ის სრულიად იზიარებს სოციალურ პასუხისმგებლობას, როგორც უნდა იზიარებდეს ნებისმიერი ავტორიტეტული კომპანია, ნებისმიერ ქვეყანაში.
როდესაც ვხედავთ ჩვეულებრივი რადიკალი ეს ქალბატონი [ ნანა დიხამინჯია] იყენებს მათ პლატფორმას, ქალბატონი რომელსაც ეზიზღება ყველა, მტერია ყველასი და ებრძვის ყველას, ვინც არ იზიარებს მის აზრს და ამ ყველაფრის სანთხევად იყენებს ამ კომპანიის პლატფორმას მინიმუმ TBC ბანკისგან ჩვენ უნდა მოვისმინოთ ამ ყველაფერზე შეფასება და შეფასება იმ კუთხით, მე ვამბობ რა არის სწორი, როგორ უნდა იქცეოდეს ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი კომპანია, თუ ორგანიზაცია, როდესაც საუბარია ამხელა ბანკზე, საფინანსო ორგანიზაციაზე და როდესაც საუბარია ორგანიზაციაზე, რომელიც ამბობს, რომ ის იზიარებს ყველა სოციალურ პასუხისმგებლობას ქვეყანაში ვალდებულია, რომ ამაზე მინიმუმ გააკეთოს განცხადება და გამოეხმაუროს ამ რადიკალის მიერ მისი პლატფორმის გამოყენებას. ქალბატონის, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი, რაც შეიძლება არ ეთანხმებოდეს მის აზრს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
1766508774
სპორტისაქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დასახელდნენ
23 დეკემბერს, თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში, სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე საუკეთესოები რვა ნომინაცია...
1766506531
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ჩვენნაირი ქვეყნისთვის სპორტი არის ქვეყნის სახელის ამაყად ტარება, მისი დროშის მაღლა ფრიალი, ჰიმნი და მოპოვებული გამარჯვების სახალხო ზეიმი
მოხარული ვარ, რომ წლის მიწურულს ვესწრები სპორტსმენთა დაჯილდოების ცერემონიას და საშუალება მეძლევა არა მხოლოდ იმისა, რომ შევუერთდე გულითად მილოცვებს, არამედ კიდევ ერთხელ ვილაპარაკო ქართული სპორტის მნიშ...
1766505596
ახალი ამბებიმაჭავარიანი მეყანწიშვილის აღიარებაზე: მთელი რადიკალური ოპოზიცია რომ ერთი ვერტიკალით იმართება, ეს უკვე ძალიან ბევრჯერ არის დადასტურებული და ეს შემთხვევაც ამის კიდევ ერთი დადასტურებაა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის შეფასებით, მთელი რადიკალური ოპოზიცია რომ ერთი ვერტიკალით იმართება ეს უკვე ძალიან ბევრჯერ არის დადასტურებული და ეს შემთხვევა...
1766502067
ახალი ამბები5 და 6 იანვარი უქმედ გამოცხადდა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2026 წლის 5 და 6 იანვარი უქმე დღედ გამოცხადდა. შესაბამისი დადგენილება დღეს გამოქვეყნდა. „ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაშ...
1766499844
მსოფლიოEuractiv: ევროკავშირმა რუსეთისგან 2024 წელს 709 მილიონი ევროს ღირებულების თევზი შეიძინა
„პორტუგალიაში ღუმელში გამომცხვარი ვირთევზადან დაწყებული, პოლონეთში ხრაშუნა შემწვარი ვერსიით დამთავრებული, რუსული თევზი კვლავაც პოულობს გზას ევროპულ სუფრებზე იმპორტის შეზღუდვის მცდელობების მიუხედავად“,...































