ირაკლი კობახიძე საერთაშორისო ფინანსური სერვისების პლატფორმა Bybit-ის თანადამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორs შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო ფინანსური სერვისების პლატფორმა Bybit-ის თანადამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს, ბენ ჭოუს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისასალმებელია წამყვანი საერთაშორისო ფინტექ კომპანიების ინტერესი საქართველოს მიმართ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობას და ფინანსური ინოვაციებისა და ციფრული აქტივების მომსახურების კუთხით ქვეყანაში არსებულ შესაძლებლობებს.
ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის განვითარების პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, რომ 2021-2025 წლებში ქვეყნის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9,3% შეადგინა.
პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს ქვეყანაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ისევე, როგორც ფინანსური სერვისების შემდგომ განვითარებას და ამ კუთხით Bybit-თან აქტიური თანამშრომლობისთვის მზად არის.
შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და Bybit Georgia-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი შოთა ლომთაძე დაესწრნენ.
1773233597
ახალი ამბები„გუდვილის“ გენერალური დირექტორი: „ორმა ნაბიჯმა“ ზეთი შემოიტანა, რომელიც 25-30 % უფრო იაფი იყო მასთან, ვიდრე მე მომწოდებელი მაწვდიდა, ანუ მე თვითღირებულებაში რომ გამეყიდა ის ზეთი ვიქნებოდი მაინც 25%-ით უფრო ძვირი ჩემს დახლზე და რით მოახერხა ეს?!
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, რომლის დღის წესრიგიც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით...
1773229500
ახალი ამბებითამარ იოსელიანი - საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში უსწრებს როგორც ევროკავშირის წევრ 12 სახელმწიფოს, ისე კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს
„საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში უსწრებს როგორც ევროკავშირის წევრ 12 სახელმწიფოს, ისე კანდიდატის სტატუსის მქონე სხვა ქვეყნებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს ღი...
1773228394
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ფხიზელ გონებაზე მყოფი ადამიანი ვერ იტყვის, რომ საქართველოში რუსეთი იმარჯვებს
ცოტა ხნის წინ კაია კალასმა განაცხადა, ისეთ მდგომარეობაში ვართ, დალევა უნდა დავიწყოთო. ადამიანი როცა ამბობს, რომ რუსეთი იმარჯვებს, მგონი, ის სწორედ ალკოჰოლური თრობის ქვეშაა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტ...
1773226861
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილმა სლოვაკეთის ელჩთან ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე ისაუბრა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში სლოვაკეთის ელჩს მატიუშ ბუსოვსკის შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ორ...
1773226672
ახალი ამბებილევან მეხუზლა - ქართული ღვინის ხარისხი და საერთაშორისო ბაზრებზე წარმატება დამოკიდებულია სწორედ ვენახის ხარისხზე
„სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობის მიღება დასჭირდებათ იმ პირებს, რომლებიც მიმდინარე წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდში გადაწყვეტენ კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენებას. ვისაც ვენახი უკვე გაშე...




























