მარიამ ქვრივიშვილმა სლოვაკეთის ელჩთან ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე ისაუბრა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში სლოვაკეთის ელჩს მატიუშ ბუსოვსკის შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს და ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხო.
ყურადღება გამახვილდა თბილისის აბრეშუმის ფორუმის ფარგლებში, საქართველოსა და სლოვაკეთის მთავრობებს შორის გაფორმებულ ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმების იმპლემენტაციასა და ეკონომიკური კომისიის შექმნაზე.
განიხილეს ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ენერგეტიკის, ლოგისტიკის, უძრავი ქონების, სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები. ხაზგასმით აღინიშნა სლოვაკეთის ბიზნეს წრეების მხრიდან საქართველოს ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში ინვესტიციის განხორციელების განსაკუთრებული ინტერესი.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება.
აღინიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება როგორც ფრენების სიხშირის, ისე მიმართულებებს ზრდას ორი ქვეყნის ქალაქებს შორის, რაც ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებას, ტურისტული ნაკადების ზრდას, ასევე ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას უზრუნველყოფს.
1773226435
საინტერესო ამბებიალექსანდრე დარახველიძე: ამოღებულია ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები - დაკავებულია 51 პირი
საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობენ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ აქტიურ ბრძო...
1773224850
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ყულევზე შეტევა და თავდასხმა „კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან“ არის თავდასხმა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზე
„კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ მხოლოდ და მხოლოდ შეუძლია, რომ წაიკითხოს ის ჩაგდებული მესიჯი, რომელსაც შემდეგ ქართულად თვითონ თარგმნიან ხოლმე და წერტილის და მძიმის შეცვლის უფლებასაც კი არ აძლევენ“, - განაცხად...
1773222343
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე - მნიშვნელოვანია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ინსტიტუტებზე შეტევა და ხელისუფლების დამხობის ძალადობრივი მცდელობა დაგმო
ეუთოს წარმომადგენლების ვიზიტი მთელი თავისი წინა ისტორიით ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, ეს ვიზიტი შარშან უნდა განხორციელებულიყო და მაშინ, ჩვენმა ოპოზიციამ და მათმა საგარეო მხარდამჭერებმა ყველაფერი გააკეთეს...
1773220112
ახალი ამბებისაქართველოს მიწის რესურსების შესახებ მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა
მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის პლატფორმასთან - Power BI - საქართველოს მიწის ფონდის შესახებ გეოსივრცითი ინფორმაციის ინტეგრაციით, შესაძლებელი გახდა მიწის რესურსების შესახებ ანალიტიკური მონაცემების...
1773219166
ახალი ამბებიშარმანაშვილი: 9 მილიონის პიჯაკი, დარწმუნებული ვარ, შეიძლება ბილ გეიტს არ ჰქონდეს, არათუ ვინმე სხვას... ასე რომ, „პიჯაკების საქმე“ არის ამ საქმის გასაბაიბურებლად მოგონილი ტერმინი
მმართველ გუნდში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ცდილობს, ბიუჯეტიდან პირადი მიზნებისთვის გაფლანგული მილ...































