თამარ იოსელიანი - საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში უსწრებს როგორც ევროკავშირის წევრ 12 სახელმწიფოს, ისე კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს

„საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში უსწრებს როგორც ევროკავშირის წევრ 12 სახელმწიფოს, ისე კანდიდატის სტატუსის მქონე სხვა ქვეყნებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს ღია, კონკურენტულ და პროგნოზირებად გარემოს“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, რომელმაც Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს გაუმჯობესებული პოზიცია შეაფასა, სადაც ქვეყანა 184 სახელმწიფოს შორის 35-ე ადგილს იკავებს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეს პროგრესი პირდაპირ კავშირშია გატარებულ რეფორმებთან, რომლებიც მარეგულირებელი გარემოს ეფექტიანობის ზრდასა და დაბალი საგადასახადო განაკვეთების შენარჩუნებას ისახავდა მიზნად.

„Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველოს ქულა გაიზარდა და 184 ქვეყანას შორის 35-ე პოზიცია დაიკავა.

საქართველო „ზომიერად თავისუფალი“ სტატუსით ევროპის რეგიონში 44 ქვეყანას შორის მე-20 პოზიციას იკავებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველო ევროპის რეგიონში უსწრებს ევროკავშირის წევრ 12 სახელმწიფოს, მათ შორის ბელგიას, საფრანგეთს, პოლონეთს, იტალიას, ესპანეთს, ასევე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე სხვა ქვეყნებს.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს ღია, კონკურენტულ და პროგნოზირებად ეკონომიკურ გარემოს. Heritage Foundation-ის შეფასებაშიც აღნიშნულია, რომ ქვეყანაში განხორციელდა რეფორმები მარეგულირებელი გარემოს ეფექტიანობის გაზრდისთვის და შენარჩუნდა ღია ბაზრის პოლიტიკა დაბალ საგადასახადო განაკვეთებთან ერთად“, - განმარტავს თამარ იოსელიანი.

მისივე განმარტებით, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პროგრესი პირდაპირ კავშირშია ქვეყნის სატრანზიტო და ლოჯისტიკური პოტენციალის ზრდასთან.

„ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული პროგრესი პირდაპირ აისახება ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორზეც, სადაც თავისუფალი ვაჭრობა, ეფექტიანი რეგულაციები და სტაბილური ფისკალური პოლიტიკა ქმნის მნიშვნელოვან საფუძველს რეგიონული სატრანზიტო ფუნქციის გასაძლიერებლად.

საქართველოსთვის, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი დერეფნისთვის, ასეთი შეფასებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ზრდის საერთაშორისო პარტნიორებისა და ინვესტორების ნდობას“, - აცხადებს იოსელიანი.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773226518

ახალი ამბები

„უნივერსამის“ დამფუძნებელი იოსებ ღუდუშაური: ჩვენ ვერ ვკარნახობთ ბაზარს ფასს, „ქეშბექები“ გამომდინარეობს დისტრიბუციისგან - მათ მიერ შემოთავაზებული ყველა „ქეშბექი“ და ფასდათმობა, გულისხმობს მათივე მხრიდან კონკურენტის ჩამოშორების მცდელობას

„ყველაზე აქტიურად დგას „ქეშბექების“ საკითხი, რაზეც აპელირებენ სადისტრიბუციო კომპანიები. ხშირ შემთხვევაში, ეს მაღალია, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ აქ წარმოდგენილი კომპანიები და ქსელები წამყვან როლს ვთამაშობ...

იოსებ ღუდუშაური

1773226435

საინტერესო ამბები

ალექსანდრე დარახველიძე: ამოღებულია ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები - დაკავებულია 51 პირი

საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობენ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ აქტიურ ბრძო...

ალექსანდრე დარახველიძე

1773224850

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ყულევზე შეტევა და თავდასხმა „კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან“ არის თავდასხმა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზე

„კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ მხოლოდ და მხოლოდ შეუძლია, რომ წაიკითხოს ის ჩაგდებული მესიჯი, რომელსაც შემდეგ ქართულად თვითონ თარგმნიან ხოლმე და წერტილის და მძიმის შეცვლის უფლებასაც კი არ აძლევენ“, - განაცხად...

არჩილ გორდულაძე

1773222343

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე - მნიშვნელოვანია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ინსტიტუტებზე შეტევა და ხელისუფლების დამხობის ძალადობრივი მცდელობა დაგმო

ეუთოს წარმომადგენლების ვიზიტი მთელი თავისი წინა ისტორიით ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, ეს ვიზიტი შარშან უნდა განხორციელებულიყო და მაშინ, ჩვენმა ოპოზიციამ და მათმა საგარეო მხარდამჭერებმა ყველაფერი გააკეთეს...

ნიკოლოზ სამხარაძე

1773220112

ახალი ამბები

საქართველოს მიწის რესურსების შესახებ მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა

მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის პლატფორმასთან - Power BI - საქართველოს მიწის ფონდის შესახებ გეოსივრცითი ინფორმაციის ინტეგრაციით, შესაძლებელი გახდა მიწის რესურსების შესახებ ანალიტიკური მონაცემების...

საქართველოს მიწის რესურსები