ლევან მეხუზლა - ქართული ღვინის ხარისხი და საერთაშორისო ბაზრებზე წარმატება დამოკიდებულია სწორედ ვენახის ხარისხზე

„სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობის მიღება დასჭირდებათ იმ პირებს, რომლებიც მიმდინარე წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდში გადაწყვეტენ კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენებას. ვისაც ვენახი უკვე გაშენებული აქვს, მათზე ეს რეგულაცია არ გავრცელდება“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

საქართველოს პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა.

კანონს ემატება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება ვენახის გაშენებაზე თანხმობის ცნება, რაც განიმარტება შემდეგნაირად: საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს აძლევს უფლებას გააშენოს სამეწარმეო ვენახი.

პარლამენტის მიერ კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ, 1 მაისამდე შემუშავდება შესაბამისი ნორმატიული აქტი, სადაც გაიწერება წარმოსადგენი დოკუმენტაცია.

„ვაზს ჩვენ ვუტოვებთ მომავალ თაობას, ამიტომ ვენახი გათვლილი უნდა იყოს მრავალწლიან ინვესტიციაზე. ფერმერს დაცული უნდა ჰქონდეს აგროტექნიკური მახასიათებლები, ჯიშობრივი სიწმინდე, ვენახის გაშენების ტექნოლოგია-ტექნიკა; გადამწყვეტია ნიადაგი და ადგილი, სადაც ვაშენებთ ვენახს, რადგან სწორედ ადგილწარმოშობა განსაზღვრავს ღვინის ხარისხს. მსგავსი რეგულაცია დიდი ხანია მოქმედებს ევროპის მეღვინეობის წამყვან ქვეყნებში. ქართული ღვინის ხარისხი და საერთაშორისო ბაზრებზე წარმატება დამოკიდებულია სწორედ ვენახის ხარისხზე“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

ახალი რეგულაციით, პირი, რომელიც შეთანხმების გარეშე, თვითნებურად გააშენებს ვენახს, ვერ მოახდენს კომერციული მიზნით ყურძნის ან ღვინის რეალიზაციას. ვენახების გაშენების თანხმობის აღება მოუწევს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც გეგმავენ კომერციულ საქმიანობას და არ ეხება მათ, ვინც ვენახის გაშენებას პირადი მოხმარებისთვის აპირებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ვენახის გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773224850

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ყულევზე შეტევა და თავდასხმა „კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან“ არის თავდასხმა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზე

„კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ მხოლოდ და მხოლოდ შეუძლია, რომ წაიკითხოს ის ჩაგდებული მესიჯი, რომელსაც შემდეგ ქართულად თვითონ თარგმნიან ხოლმე და წერტილის და მძიმის შეცვლის უფლებასაც კი არ აძლევენ“, - განაცხად...

არჩილ გორდულაძე

1773222343

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე - მნიშვნელოვანია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ინსტიტუტებზე შეტევა და ხელისუფლების დამხობის ძალადობრივი მცდელობა დაგმო

ეუთოს წარმომადგენლების ვიზიტი მთელი თავისი წინა ისტორიით ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, ეს ვიზიტი შარშან უნდა განხორციელებულიყო და მაშინ, ჩვენმა ოპოზიციამ და მათმა საგარეო მხარდამჭერებმა ყველაფერი გააკეთეს...

ნიკოლოზ სამხარაძე

1773220112

ახალი ამბები

საქართველოს მიწის რესურსების შესახებ მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა

მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის პლატფორმასთან - Power BI - საქართველოს მიწის ფონდის შესახებ გეოსივრცითი ინფორმაციის ინტეგრაციით, შესაძლებელი გახდა მიწის რესურსების შესახებ ანალიტიკური მონაცემების...

საქართველოს მიწის რესურსები

1773219166

ახალი ამბები

შარმანაშვილი: 9 მილიონის პიჯაკი, დარწმუნებული ვარ, შეიძლება ბილ გეიტს არ ჰქონდეს, არათუ ვინმე სხვას... ასე რომ, „პიჯაკების საქმე“ არის ამ საქმის გასაბაიბურებლად მოგონილი ტერმინი

მმართველ გუნდში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ცდილობს, ბიუჯეტიდან პირადი მიზნებისთვის გაფლანგული მილ...

თენგიზ შარმანაშვილი

1773218769

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე - მარტა კოსი მიზანმიმართულად ერევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, მისი მიზანია ქართველი ხალხის არჩევანის უგულებელყოფა და მარიონეტული რეჟიმის დაბრუნება

„მარტა კოსი იმ ბიუროკრატიას წარმოადგენს, რომელიც პირდაპირ განსაკუთრებული ძალაუფლების მქონე გაერთიანებებისგან და ინტერესების მქონე ძალის მიერ არის მართული“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა...

არჩილ გორდულაძე