„უნივერსამის“ დამფუძნებელი იოსებ ღუდუშაური: ის, რომ დისტრიბუტორი გთავაზობს კონკრეტულ მაღალ „ქეშბექს“ კონკურენტის გაყვანის სანაცვლოდ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია

„ის, რომ დისტრიბუტორი გთავაზობს კონკრეტულ მაღალ „ქეშბექს“ კონკურენტის გაყვანის სანაცვლოდ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ვფიქრობ, რომ ამას უფრო ჩაღრმავება სჭირდება. კონკრეტულ ქსელებში შეხვალთ და რომ ჩამოვთვალოთ 100 დასახელების პროდუქცია, 4 მაღაზიაში უნდა შევიდეთ, რომ ის პროდუქცია ვიყიდოთ, რასაც ჩვენს ქსელში ადგილი არ აქვს“, - ამის შესახებ „უნივერსამის“ დამფუძნებელმა იოსებ ღუდუშაურმა განაცხადა.

მან ისაუბრა დიდი და პატარა ქსელების „ქეშბექებთან“ და შეთავაზებებთან მიმართებით განსხვავებულ მიდგომაზე.

„გაიყვანს ერთი ქსელი, დავუშვათ, „კოკა-კოლას“ და აქვს „პეპსი“, მას „პეპსი“ 50 პროცენტიან ფასდაკლებას აძლევს და იმას მე ფასში ვერასდროს გავეკიდები, მაგრამ მას უღირს, იმიტომ, რომ თვითღირებულება ისედაც ლარ-ნახევარი აქვს და 4 ლარად გვთავაზობს და 50 %-ს აძლევს 2 ლარად, ის ყიდის 3 ლარად, მე კი 4 ლარად ვიღებ, ბუნებრივია, მაჯობებს. ქსელებს შემცირებული აქვს გასაყიდი პროდუქცია 1000 SQ-მდე [შეთავაზება], უდევს ორი კარაქი და მიდის ახალი მომწოდებელი, ეუბნება რომ კარაქი მაქვს - [ქსელი] ეუბნება, თუ არ მომცემ 50 პროცენტს, სულ ორი კარაქი მჭირდება, ან გადამიხადე 50, ან არ მინდა საერთოდ შენი კარაქი, ან იგივე ალკოჰოლი. სულ იყიდება 30-40 SQ ძირითადად, მაგრამ, დისტრიბუტორებთან ამ ურთიერთობებიდან გამომდინარე, ხშირად გვაქვს პატარა ქსელებს, 200 და 300 SQ. დიდი ქსელი ამას არ იღებს - იღებს იმ 50-ს რომელიც ყველაზე ღრმა ფასდაკლებას აძლევს და ერთგვარ კონკურენციას აჩაღებს“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773234267

საზოგადოება

ნიკოლ ფაშინიანი: მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო კომუნიკაციისა და ზოგადად მშვიდობის ხელშეწყობისთვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის დამყარების ხელშეწყობისთ...

ნიკოლ ფაშინიანი

1773233597

ახალი ამბები

„გუდვილის“ გენერალური დირექტორი: „ორმა ნაბიჯმა“ ზეთი შემოიტანა, რომელიც 25-30 % უფრო იაფი იყო მასთან, ვიდრე მე მომწოდებელი მაწვდიდა, ანუ მე თვითღირებულებაში რომ გამეყიდა ის ზეთი ვიქნებოდი მაინც 25%-ით უფრო ძვირი ჩემს დახლზე და რით მოახერხა ეს?!

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, რომლის დღის წესრიგიც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით...

„გუდვილის“ გენერალური დირექტორი

1773232871

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე საერთაშორისო ფინანსური სერვისების პლატფორმა Bybit-ის თანადამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორs შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო ფინანსური სერვისების პლატფორმა Bybit-ის თანადამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს, ბენ ჭოუს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისასალმებ...

ირაკლი კობახიძე

1773229500

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი - საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში უსწრებს როგორც ევროკავშირის წევრ 12 სახელმწიფოს, ისე კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს

„საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში უსწრებს როგორც ევროკავშირის წევრ 12 სახელმწიფოს, ისე კანდიდატის სტატუსის მქონე სხვა ქვეყნებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს ღი...

თამარ იოსელიანი

1773228394

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ფხიზელ გონებაზე მყოფი ადამიანი ვერ იტყვის, რომ საქართველოში რუსეთი იმარჯვებს

ცოტა ხნის წინ კაია კალასმა განაცხადა, ისეთ მდგომარეობაში ვართ, დალევა უნდა დავიწყოთო. ადამიანი როცა ამბობს, რომ რუსეთი იმარჯვებს, მგონი, ის სწორედ ალკოჰოლური თრობის ქვეშაა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტ...

ნიკოლოზ სამხარაძე