ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო სასამართლოს 30-წლიანი ისტორიის მეორე დეკადა დაემთხვა საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებას, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულება კონსტიტუციური წყობილების ხელყოფა
„საკონსტიტუციო სასამართლოს 30-წლიანი ისტორიის მეორე დეკადა დაემთხვა საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებას, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულება კონსტიტუციური წყობილების ხელყოფა, კონსტიტუციონალიზმის საფუძვლების შერყევა, საქართველოს კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება და კონსტიტუციური ინსტიტუტების დაკნინება იყო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს იყო პერიოდი, როდესაც ერთი კონკრეტული ადამიანის საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული მოსამართლის გამო, კონსტიტუცია ორჯერ შეიცვალა.
„ერთხელ, როდესაც ის მოსამართლის ასაკობრივ ცენზს არ აკმაყოფილებდა და მეორედ, როდესაც კონსტიტუცია სასამართლოს თავმჯდომარედ მისი მეორედ არჩევის შესაძლებლობა არ იძლეოდა. ეს ფაქტი განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩენს იმდროინდელი ავტორიტარიზმის უმძიმეს სახეს, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებაზე პირდაპირ აისახა. აღნიშნულ პერიოდში უკიდურესად შემცირდა საზოგადოების ნდობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. 2007-2012 წლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო წელიწადში საშუალოდ 4 გადაწყვეტილებას იღებდა, რაც სასამართლოს იმდროინდელ მდგომარეობაზე ცხადად მეტყველებს“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ავტორიტარული რეჟიმის მემკვიდრეობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შემდეგაც, 2013-2016 წლებშიც გაჰყვა, როდესაც რეჟიმის მიერ დანიშნული რამდენიმე მოსამართლე კვლავაც შესაბამისი პოლიტიკური ძალის კარნახით მოქმედებდა.
„ყველას გვახსოვს ეს პერიოდი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პოლიტიკურად მგრძნობიარე ყველა საქმეს ერთსა და იმავე კოლეგიას აწერდა, სადაც მას მასავით პოლიტიკურად მიკერძოებული მოსამართლეების მხარდაჭერის მყარი იმედი ჰქონდა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მეორე დეკადა შავ ლაქად დარჩება მის ისტორიაში.
საბედნიეროდ, 2016 წლიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თვისებრივად გათავისუფლდა ავტორიტარული რეჟიმის მემკვიდრეობისგან, ამას დაერთო 2017-2018 წლებში განხორციელებული ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმაც, რომელმაც აამაღლა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები, დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანა ხელისუფლების დანაწილების სისტემა და გააძლიერა საკონსტიტუციო სასამართლოს როლი ხელისუფლების სისტემაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
1793860273
ახალი ამბებიგარდაიცვალა კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი - „დაგვტოვა ბობოქარმა გენიოსმა“
კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში მომღერალმა აჩიკო ბერიძემ გაავრცელა: „არც კი ვიცი, რა დავწერო…სანამ უკანასკნელი ქართველი იარსებებს, ნუნუ დუღ...
1793858877
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგსეტის შეცვლას არ გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგსეტის შეცვლას არ გეგმავს. „არა, ვფიქრობ, ის თავის საქმეს ძალიან კარგად აკეთებს“, - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტების შეკითხვის ს...
1793856992
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სურსათის, ადგილობრივი პროდუქტებისა და ცხოველური წარმოშობის ქვეპროდუქტების იმპორტისა და ექსპორტის სავაჭრო - სამრეწველო პალატის (CFNA) პრეზიდენტს ცაო ტეჟუნგს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სურსათის, ადგილობრივი პროდუქტებისა და ცხოველური წარმოშობის ქვეპროდუქტების იმპორტისა და ექსპორტის სავა...
1793856925
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: რაც ჩვენს ქუჩებში ვითარდებოდა - ძალადობრივი აქციები, ამ ყველაფერს ბრიუსელი აფინანსებდა, შესაბამისად, სურთ, რომ ის ადამიანები, ვინც ძალადობაში მონაწილეობდა, პოლიტიკურ დევნილებად შერაცხონ და გათავისუფლდნენ
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშს ეხმაურება, რომელშიც ძალადობრივი აქციებისას დაკავებულები „თვითნებურად დ...
1793854295
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ბევრი რამ, რაც ევროკომისიის ანგარიშში წერია, არ ასახავს რეალობას და არ ასახავს სიმართლეს
„დაგვიჯდნენ და აგვიხსნან, რატომ არ შეესაბამება თუნდაც, „გამჭვირვალობის კანონი“ ევროპულ სტანდარტს და ევროპულ ნორმას“, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარ...































