ირაკლი კობახიძე: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი, ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი, ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და ქართული კონსტიტუციონალიზმის განვითარების საქმეში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30-წლიანი ისტორია, ისევე, როგორც ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორია, მრავალი სირთულით იყო აღსავსე.
„გილოცავთ საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილეს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი, ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და ქართული კონსტიტუციონალიზმის განვითარების საქმეში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30-წლიანი ისტორია, ისევე, როგორც ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორია, მრავალი სირთულით იყო აღსავსე. ეს ისტორია პირობითად, სამ დეკადად შეგვიძლია დავყოთ. პირველი ათწლეული იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციურ ინსტიტუტად დაფუძნების უმნიშვნელოვანესი პერიოდი. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ თავმჯდომარეებს, ბატონ ავთანდილ დემეტრაშვილს და ბატონ ჯონი ხეცურიანს, ისევე როგორც პირველი თაობის თითოეულ მოსამართლეს, რომლებმაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ინსტიტუტად ჩამოყალიბებას ჩაუყარეს საფუძველი“, - განაცხადა პრემიერმა.
1793860273
ახალი ამბებიგარდაიცვალა კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი - „დაგვტოვა ბობოქარმა გენიოსმა“
კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში მომღერალმა აჩიკო ბერიძემ გაავრცელა: „არც კი ვიცი, რა დავწერო…სანამ უკანასკნელი ქართველი იარსებებს, ნუნუ დუღ...
1793858877
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგსეტის შეცვლას არ გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგსეტის შეცვლას არ გეგმავს. „არა, ვფიქრობ, ის თავის საქმეს ძალიან კარგად აკეთებს“, - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტების შეკითხვის ს...
1793856992
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სურსათის, ადგილობრივი პროდუქტებისა და ცხოველური წარმოშობის ქვეპროდუქტების იმპორტისა და ექსპორტის სავაჭრო - სამრეწველო პალატის (CFNA) პრეზიდენტს ცაო ტეჟუნგს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სურსათის, ადგილობრივი პროდუქტებისა და ცხოველური წარმოშობის ქვეპროდუქტების იმპორტისა და ექსპორტის სავა...
1793856925
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: რაც ჩვენს ქუჩებში ვითარდებოდა - ძალადობრივი აქციები, ამ ყველაფერს ბრიუსელი აფინანსებდა, შესაბამისად, სურთ, რომ ის ადამიანები, ვინც ძალადობაში მონაწილეობდა, პოლიტიკურ დევნილებად შერაცხონ და გათავისუფლდნენ
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშს ეხმაურება, რომელშიც ძალადობრივი აქციებისას დაკავებულები „თვითნებურად დ...
1793854295
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ბევრი რამ, რაც ევროკომისიის ანგარიშში წერია, არ ასახავს რეალობას და არ ასახავს სიმართლეს
„დაგვიჯდნენ და აგვიხსნან, რატომ არ შეესაბამება თუნდაც, „გამჭვირვალობის კანონი“ ევროპულ სტანდარტს და ევროპულ ნორმას“, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარ...































