ირაკლი კობახიძე - საქართველო ამაყობს 20 ათასზე მეტი წარმატებული ქართველი მეზღვაურით, მათი წლიური წვლილი ეკონომიკის გაძლიერებაში მილიარდ ლარამდეა, ჩვენი ვალია, შევქმნათ ყველა საჭირო პირობა, რათა ეს რიცხვები კიდევ უფრო გაიზარდოს
„საქართველოს აქვს მკაფიო და ამბიციური მიზანი, გახდეს ძლიერი საზღვაო სახელმწიფო, სადაც თანამედროვე ინფრასტრუქტურა, კონკურენტუნარიანი პორტები და მაღალკვალიფიციური ადამიანები ერთ მთლიან, გამართულ სისტემას ქმნიან“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა.
„გილოცავთ პროფესიულ დღეს. მეზღვაურის საერთაშორისო დღე ბევრად მეტია, ვიდრე პროფესიული დღესასწაული. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, მადლობა გადავუხადოთ ქართველ მეზღვაურებს გაწეული შრომისთვის, შევაჯამოთ არსებული მიღწევები და ერთობლივად დავსახოთ სამომავლო გეგმები. საქართველოს აქვს მკაფიო და ამბიციური მიზანი - გახდეს ძლიერი საზღვაო სახელმწიფო, სადაც თანამედროვე ინფრასტრუქტურა, კონკურენტუნარიანი პორტები და მაღალკვალიფიციური ადამიანები ერთ მთლიან, გამართულ სისტემას ქმნიან.
ამ მიზნის მიღწევაში საკვანძო როლი ეკისრება განათლებას. სწორედ ამიტომ, გასული წლების განმავლობაში საზღვაო განათლების გაძლიერებასა და მოდერნიზაციას 30 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა. სასწავლო გარემოს თანამედროვე სტანდარტებით განახლება არის პირდაპირი ინვესტიცია ჩვენს ახალგაზრდებში - იმ თაობაში, რომელმაც საქართველოს საზღვაო მომავალი უნდა შექმნას და ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ფლოტში კიდევ უფრო ღირსეულად წარმოაჩინოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, დღეს საქართველო ამაყობს 20 ათასზე მეტი წარმატებული ქართველი მეზღვაურით.
„მათი წლიური წვლილი ეკონომიკის გაძლიერებაში, ყველაზე მოკრძალებული შეფასებითაც კი, მილიარდ ლარამდეა. ჩვენი ვალია, შევქმნათ ყველა საჭირო პირობა, რათა ეს რიცხვები კიდევ უფრო გაიზარდოს, კიდევ უფრო მეტ წინსვლას მივაღწიოთ და საქართველომ მსოფლიო საზღვაო რუკაზე ადგილი უფრო მყარად დაიმკვიდროს.
გულითადად გილოცავთ მეზღვაურის საერთაშორისო დღეს. თითოეულ თქვენგანს დიდ მადლობას გიხდით ქართული სახელმწიფოს განვითარებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის. წარმატებებს და მშვიდობიან ნაოსნობას გისურვებთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
1782399697
ახალი ამბებიპარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით მხარი დაუჭირა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მ...
1782397623
ახალი ამბებილეიკემიით დაავადებული ბავშვის მამა: თითოეული ბავშვის თმის ღერის დანახვა ჩვენთვის რა იყო იცით?! ამას ვერ აგიხსნით.. საჯარო ბოდიშს ვითხოვთ ონკოპაციენტების მშობლები, ეს არ არის სასაცილო თემა
„მთელი მსოფლიო გაერთიანდა, რომ ეს ბავშვები გაამხიარულონ, საქართველოში კი ამას სასაცილოდ ხდიან“, - ლეიკემიით დაავადებული ბავშვის მამა მევლუდი ჩულუხაძე იუთუბერ გიორგი კალატოზის მიერ გავრცელებულ სკეტჩს მ...
1782395709
ახალი ამბებიპარლამენტმა „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც პლენარულ სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობია...
1782395461
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ევროპარლამენტმა თავისი ახალი რეზოლუციით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს არ აღიარებს, საკუთარი ხელისუფლება დამოუკიდებლად აირჩიოს
ევროპარლამენტმა თავისი ახალი რეზოლუციით, კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი უგუნური გადაწყვეტილება, რომ თურმე, ქართველი ხალხის სუვერენიტეტს არ აღიარებს, საკუთარი ხელისუფლება დამოუკიდებლად აირჩიოს, - ამის შ...
1782393460
ახალი ამბებიპაატა კვიჟინაძე: აუდიტის სამსახური ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო ორგანიზაციაა
„აუდიტის სამსახური საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო ორგანიზაციაა, რასაც საერთაშორისო შეფასებებიც ადასტურებს - PEFA-სგან სამსახურს მაქსიმალური შეფასება აქვს მიღებული. უკვე მერვე წელ...































