მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრულად მუშაობს, რათა ქართველ მეზღვაურებს ჰქონდეთ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარემო, ღირსეული დასაქმების შესაძლებლობები და დაცული შრომითი უფლებები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და საზღვაო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა.
„მეზღვაურთა საერთაშორისო დღე არის გამორჩეული შესაძლებლობა, რათა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს საზღვაო სფეროს მთავარ ძალას წარმოადგენენ და ჩვენი ქვეყნის სახელს ღირსეულად ატარებენ მსოფლიოს ზღვებსა და ოკეანეებში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქართველი მეზღვაურები მსოფლიოს წამყვან ფლოტებში წარმატებით საქმიანობენ და თავიანთი პროფესიონალიზმით ადასტურებენ, რომ საქართველო ძლიერი საზღვაო ტრადიციებისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური კაპიტალის ქვეყანაა. მისივე თქმით, ხელისუფლება თანმიმდევრულად მუშაობს იმისთვის, რომ ქართველ მეზღვაურებს ჰქონდეთ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარემო.
„ჩვენი ხელისუფლება თანმიმდევრულად მუშაობს იმისთვის, რომ ქართველ მეზღვაურებს ჰქონდეთ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარემო, ღირსეული დასაქმების შესაძლებლობები და დაცული შრომითი უფლებები. დღეს ქართველ მეზღვაურებს შეუძლიათ იმუშაონ მსოფლიოს 75 საზღვაო სახელმწიფოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე, ხოლო მათი უფლებები დაცულია საერთაშორისო კონვენციებისა და სტანდარტების შესაბამისად. საზღვაო სექტორი საქართველოს ეკონომიკური განვითარების, საერთაშორისო ვაჭრობისა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია. სწორედ ამიტომ, საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საზღვაო ინფრასტრუქტურის, პორტების, ლოგისტიკისა და საზღვაო განათლების განვითარებას”, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
1782399697
ახალი ამბებიპარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით მხარი დაუჭირა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მ...
1782397623
ახალი ამბებილეიკემიით დაავადებული ბავშვის მამა: თითოეული ბავშვის თმის ღერის დანახვა ჩვენთვის რა იყო იცით?! ამას ვერ აგიხსნით.. საჯარო ბოდიშს ვითხოვთ ონკოპაციენტების მშობლები, ეს არ არის სასაცილო თემა
„მთელი მსოფლიო გაერთიანდა, რომ ეს ბავშვები გაამხიარულონ, საქართველოში კი ამას სასაცილოდ ხდიან“, - ლეიკემიით დაავადებული ბავშვის მამა მევლუდი ჩულუხაძე იუთუბერ გიორგი კალატოზის მიერ გავრცელებულ სკეტჩს მ...
1782395709
ახალი ამბებიპარლამენტმა „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც პლენარულ სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობია...
1782395461
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ევროპარლამენტმა თავისი ახალი რეზოლუციით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს არ აღიარებს, საკუთარი ხელისუფლება დამოუკიდებლად აირჩიოს
ევროპარლამენტმა თავისი ახალი რეზოლუციით, კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი უგუნური გადაწყვეტილება, რომ თურმე, ქართველი ხალხის სუვერენიტეტს არ აღიარებს, საკუთარი ხელისუფლება დამოუკიდებლად აირჩიოს, - ამის შ...
1782393460
ახალი ამბებიპაატა კვიჟინაძე: აუდიტის სამსახური ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო ორგანიზაციაა
„აუდიტის სამსახური საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო ორგანიზაციაა, რასაც საერთაშორისო შეფასებებიც ადასტურებს - PEFA-სგან სამსახურს მაქსიმალური შეფასება აქვს მიღებული. უკვე მერვე წელ...































