„ზღვა ჩვენთვის ყოველთვის იყო და რჩება თავისუფლების, განვითარებისა და ცივილიზაციათა შორისი დიალოგის სიმბოლოდ“ - მიხეილ ყაველაშვილი მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

„ზღვა ჩვენთვის ყოველთვის იყო და რჩება თავისუფლების, განვითარებისა და ცივილიზაციათა შორისი დიალოგის სიმბოლოდ“, - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

მისი თქმით, ქართველები ყოველთვის იყვნენ გლობალური ნავიგაციის ნაწილი, რადგან ჯერ კიდევ კოლხური ცივილიზაციის დროიდან იწყება მაღალი გამავლობის გემებისა და საქართველოს ტერიტორიაზე სავაჭრო დერეფნების ისტორია.

„დღეს საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ როლს და იმკვიდრებს თავს, როგორც უმნიშვნელოვანესი რეგიონული სავაჭრო-სატრანზიტო დერეფანი, ლოგისტიკური ჰაბი და მშვიდობის პლატფორმა. ამ პროცესში თქვენი როლი კიდევ უფრო ფასდაუდებელი ხდება - თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ცოცხალი ელჩები მსოფლიო წყლებში, ადამიანები, რომლებსაც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელი, დროშა და ღირსება გაგაქვთ“, - მიმართა შეკრებილ მეზღვაურებს მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების დამსწრე და შორეულ ნაოსნობაში მყოფ მეზღვაურებს და აღნიშნა, რომ მათი პროფესიონალიზმი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სიძლიერის ქვაკუთხედია.

დღევანდელ ღონისძიებაზე ახალგაზრდა მეზღვაურების ფიცის დადების ცერემონიაც გაიმართა.

ღონისძიებას პრეზიდენტთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782402853

ახალი ამბები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოსაცდელთათვის ინფორმაციას ავრცელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოსაცდელთათვის ინფორმაციას ავრცელებს: 📌გამოცდაზე უნდა გამოცხადდეთ საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და საგამოცდო ცენტრში; 📌 საგამოცდო ბარათზე მით...

დსფს

1782399697

ახალი ამბები

პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით მხარი დაუჭირა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მ...

პარლამენტი

1782397623

ახალი ამბები

ლეიკემიით დაავადებული ბავშვის მამა: თითოეული ბავშვის თმის ღერის დანახვა ჩვენთვის რა იყო იცით?! ამას ვერ აგიხსნით.. საჯარო ბოდიშს ვითხოვთ ონკოპაციენტების მშობლები, ეს არ არის სასაცილო თემა

„მთელი მსოფლიო გაერთიანდა, რომ ეს ბავშვები გაამხიარულონ, საქართველოში კი ამას სასაცილოდ ხდიან“, - ლეიკემიით დაავადებული ბავშვის მამა მევლუდი ჩულუხაძე იუთუბერ გიორგი კალატოზის მიერ გავრცელებულ სკეტჩს მ...

ლეიკემიით დაავადებული ბავშვის მამა

1782395709

ახალი ამბები

პარლამენტმა „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც პლენარულ სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობია...

პარლამენტ

1782395461

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპარლამენტმა თავისი ახალი რეზოლუციით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს არ აღიარებს, საკუთარი ხელისუფლება დამოუკიდებლად აირჩიოს

ევროპარლამენტმა თავისი ახალი რეზოლუციით, კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი უგუნური გადაწყვეტილება, რომ თურმე, ქართველი ხალხის სუვერენიტეტს არ აღიარებს, საკუთარი ხელისუფლება დამოუკიდებლად აირჩიოს, - ამის შ...

ნიკოლოზ სამხარაძე