ირაკლი კირცხალია: არ მქონია საშუალება და მინდა სულხან თამაზაშვილს მივულოცო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა

არ მქონია საშუალება და მინდა სულხან თამაზაშვილს მივულოცო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, სულხან თამაზაშვილს მთელი ცხოვრება ამ უწყებაში აქვს გატარებული და უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს.

„არ მქონია საშუალება და მინდა სულხან თამაზაშვილს მივულოცო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა. ბატონ სულხანს, შემიძლია ვთქვა, რომ მთელი თავისი ცხოვრება ამ ორგანოში აქვს გატარებული, სარგებლობს უდიდესი ავტორიტეტით. დარწმუნებული ვარ, ის გააგრძელებს და კიდევ უფრო გააუმჯობესებს ამ მნიშვნელოვანი კოორდინაციის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობას და ბრძოლას იმ უმნიშვნელოვანეს გამოწვევებთან, რომელიც არსებობს“, - აღნიშნა კირცხალიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებას დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777305989

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) გენერალურ მდივანს ემანუელ სუბეირანს შეხვდა. დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხ...

დავით სონღულაშვილი

1777304555

მსოფლიო

მერცი უკრაინაზე: ჩვენ ვერ მივიღებთ ევროკავშირში ქვეყანას, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება - ომი უნდა დასრულდეს

ზელენსკიმ წამოაყენა იდეა ევროკავშირში 2027 წლის 1-ელი იანვრისთვის გაწევრიანების შესახებ - ეს არ იმუშავებს, 2028 წლის 1-ელი იანვარიც კი არარეალურია, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა. ინფ...

 ფრიდრიხ მერცი

1777303123

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: რაც მალე დაიწყება საკონსტიტუციო სასამართლოში რადიკალური პარტიების აკრძალვის პროცესი, მით მალე აღსრულდება ხალხის დაკვეთის ბოლო ეტაპი - კრიმინალური, ანტისახელმწიფოებრივი პარტიების გაუქმება

საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან „აფილირებული“ სხვა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით შეტანილ სარჩელსა და საქმის განხილვის პროცესს ეხმიანება პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრ...

გურამ მაჭარაშვილი

1777302317

საზოგადოება

სადღობელაშვილი: მდინარაძის დაწინაურებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია - ოპოზიციონერები და მედიები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, გეგონება, ირაკლი კობახიძის მოგონილი იყოს მსგავსი მეთოდით პრემიერის ვერტიკალის გაძლიერება

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ მდინარაძის დაწინაურებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მისი თქმით, უამრ...

ლადო სადღობელაშვილი

1777299802

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ეს არის მუქარა

გიორგი ვოლსკი „დღის ქრონიკაში“ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აღნიშნავს, რომ ელჩის ქმედება მუქარაა. „მ...

გიორგი ვოლსკი