ირაკლი კირცხალია: არც ჰერჩინსკისთან და არც სხვებთან ჩვენ პირადული არაფერი გვაქვს, ისინი არიან გამხმოვანებლები იმ დავალებების და იმ მესიჯბოქსების, რომლებსაც იღებენ - მწარდებიან, რომ მათი სახე დაინახა საზოგადოებამ, რეალურად ვინ არიან

არც ჰერჩინსკისთან და არც სხვებთან ჩვენ პირადული არაფერი გვაქვს, ისინი არიან გამხმოვანებლები იმ დავალებების და იმ მესიჯბოქსების, რომლებსაც იღებენ, - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, მსგავსი განცხადებები, როგორიც პაველ ჰერჩინსკიმ გააკეთა, შეურაცხმყოფელია, თუმცა ეს ჩვენი საზოგადოებისთვის ახალი არ არის.

„სამწუხაროდ, ასეთი თავხედური და შეურაცხმყოფელი რიტორიკა არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ერთგვარად შეაჩვია ქართული საზოგადოება ამ უტიფრობას და სითავხედეს ევროკავშირის ელჩი იქნება, თუ სხვადასხვა დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი. რა თქმა უნდა, მე ყველა ქვეყანას არ ვგულისხმობ და საზოგადოებას დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება, თუ რომელ ქვეყნებზე და რომელ სახელსა და გვარებზე მაქვს საუბარი.

რა უნდა გვიკვირდეს ადამიანისგან - საზოგადოებას გავახსენებ, რა განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ სულ რამდენიმე საათში. როგორი აბსურდის თეატრი შესთავაზა საზოგადოებას და ცრუ აღქმებზე დაფუძნებული რეალობა.

ასევე, არ დაგვავიწყდეს, ისინი პირდაპირ იყვნენ ჩართულები წინასაარჩევნო პროცესებში, როგორც საპარლამენტო არჩევნების, ასევე ადგილობრივი არჩევნებისას. პირდაპირ მოუწოდებდნენ, რომელი პოლიტიკური პარტიისთვის დაეჭირათ მხარი და არაერთხელ გვითქვამს, ისინი არიან პარტაქტივის წევრები.

როცა ასეთი ბექგრაუნდი აქვს განცხადებებსა და ქმედებებში ბატონ ჰერჩინსკის, რა გასაკვირია, როცა დღეს მან იგივე რიტორიკა დააბრუნა. ისინი გასცდნენ ყველანაირ მორალურ ჩარჩოებს თავის მასპინძელ ქვეყანაში. ასე რომ, ყველაზე მთავარი, მათ კარგად უნდა შეიგნონ და იციან ეს, რაც აღიზიანებთ, ამაზე მწარდებიან, რომ მათი სახე დაინახა საზოგადოებამ, რეალურად ვინ არიან, რა ძალას წარმოადგენენ, საითკენ უქადიან, ჩვენს ქვეყანას წავიდეს და წაიყვანოს კურსი, პირდაპირ ომში ჩართვაა ეს კურსი. საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გააკეთა არჩევანი საპარლამენტო თუ ადგილობრივი არჩევნების დროს. ამას ვერ ინელებენ. გამოდიან და უტიფარ დავალებას უტიფრად ასრულებენ.

არც ჰერჩინსკისთან და არც სხვებთან ჩვენ პირადული არაფერი გვაქვს, ისინი არიან გამხმოვანებლები იმ დავალებების და იმ მესიჯბოქსების, რომლებსაც იღებენ. გამტარები და და გამხმოვანებლები ასევე მესიჯბოქსების და დავალების მიმცემები იმ აგენტურული ქსელებისთვის, რომელიც დღეს მოქმედებს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით ქვეყანაში“, - განაცხადა კირცხალიამ.

ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრა გაიმართა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777309108

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში შევა ცვლილება, სადაც დაემატება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა - მიმდინარე კვირის ოთხშაბათს იქნება მეორე და მესამე მოსმენა

მიმდინარე კვირის ოთხშაბათს იქნება მეორე და მესამე მოსმენები და უკვე მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში ცვლილება შევა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდო...

ირაკლი კირცხალია

1777308131

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: მინდა მთელი გუნდის სახელით მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს კოლოსალური შრომისთვის, რაც მან გასწია უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე

მინდა მთელი გუნდის სახელით მადლობა გადავუხადო კოლოსალური შრომისთვის, რაც მან გასწია უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნებ...

ირაკლი კირცხალია

1777305989

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) გენერალურ მდივანს ემანუელ სუბეირანს შეხვდა. დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხ...

დავით სონღულაშვილი

1777304555

მსოფლიო

მერცი უკრაინაზე: ჩვენ ვერ მივიღებთ ევროკავშირში ქვეყანას, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება - ომი უნდა დასრულდეს

ზელენსკიმ წამოაყენა იდეა ევროკავშირში 2027 წლის 1-ელი იანვრისთვის გაწევრიანების შესახებ - ეს არ იმუშავებს, 2028 წლის 1-ელი იანვარიც კი არარეალურია, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა. ინფ...

 ფრიდრიხ მერცი

1777303123

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: რაც მალე დაიწყება საკონსტიტუციო სასამართლოში რადიკალური პარტიების აკრძალვის პროცესი, მით მალე აღსრულდება ხალხის დაკვეთის ბოლო ეტაპი - კრიმინალური, ანტისახელმწიფოებრივი პარტიების გაუქმება

საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან „აფილირებული“ სხვა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით შეტანილ სარჩელსა და საქმის განხილვის პროცესს ეხმიანება პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრ...

გურამ მაჭარაშვილი