ირაკლი კირცხალია: მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში შევა ცვლილება, სადაც დაემატება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა - მიმდინარე კვირის ოთხშაბათს იქნება მეორე და მესამე მოსმენა
მიმდინარე კვირის ოთხშაბათს იქნება მეორე და მესამე მოსმენები და უკვე მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში ცვლილება შევა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, მიმდინარე სასესიო კვირა საკმაოდ დატვირთული იქნება.
„მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში შევა ცვლილება, სადაც დაემატება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. კერძოდ, სამართალდამცველი უწყებების კოორდინირების კუთხით, რომელ პოზიციასაც, როგორც პრემიერის ბრიფინგიდან მოვისმინეთ, დაიკავებს ბატონი მამუკა მდინარაძე. ასევე, ის დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას მთავრობის ადმინისტრაციაში.
ეს ცვლილება დღეს უკვე პირველი მოსმენით გავიდა საკომიტეტო მოსმენაზე, ხვალ იქნებ პირველი მოსმენა იქნება პლენარულზე და ოთხშაბათს იქნება მეორე და მესამე მოსმენა, სადაც უკვე ეს ცვლილება შევა მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში“, - აღნიშნა კირცხალიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებას დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.
1777305989
საზოგადოებადავით სონღულაშვილი ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) გენერალურ მდივანს ემანუელ სუბეირანს შეხვდა. დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხ...
1777304555
მსოფლიომერცი უკრაინაზე: ჩვენ ვერ მივიღებთ ევროკავშირში ქვეყანას, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება - ომი უნდა დასრულდეს
ზელენსკიმ წამოაყენა იდეა ევროკავშირში 2027 წლის 1-ელი იანვრისთვის გაწევრიანების შესახებ - ეს არ იმუშავებს, 2028 წლის 1-ელი იანვარიც კი არარეალურია, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა. ინფ...
1777303123
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: რაც მალე დაიწყება საკონსტიტუციო სასამართლოში რადიკალური პარტიების აკრძალვის პროცესი, მით მალე აღსრულდება ხალხის დაკვეთის ბოლო ეტაპი - კრიმინალური, ანტისახელმწიფოებრივი პარტიების გაუქმება
საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან „აფილირებული“ სხვა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით შეტანილ სარჩელსა და საქმის განხილვის პროცესს ეხმიანება პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრ...
1777302317
საზოგადოებასადღობელაშვილი: მდინარაძის დაწინაურებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია - ოპოზიციონერები და მედიები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, გეგონება, ირაკლი კობახიძის მოგონილი იყოს მსგავსი მეთოდით პრემიერის ვერტიკალის გაძლიერება
ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ მდინარაძის დაწინაურებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მისი თქმით, უამრ...
1777299802
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ეს არის მუქარა
გიორგი ვოლსკი „დღის ქრონიკაში“ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აღნიშნავს, რომ ელჩის ქმედება მუქარაა. „მ...


























