თამარ იოსელიანი: კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის რეგულარული ფრენები ისტორიული მოვლენაა, რადგან აქამდე ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ განხორციელებულა

საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ევროპული ავიაკომპანია - ნორვეჯიანი (Norwegian) შემოდის.

სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას 2026 წლის ზაფხულიდან დაიწყებს.

„Norwegian - ის შემოსვლა ისტორიული მოვლენაა საქართველოსთვის, რადგან აქამდე ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ განხორციელებულა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, სკანდინავიის ქვეყნები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ბაზარია საქართველოსთვის როგორც ავიაციის, ისე ტურიზმის მიმართულებით.

„თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა მნიშვნელოვნად გაზრდის დაკავშირებადობას, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება საქართველოში მსყიდველუნარიანი ტურისტების მოზიდვასა და შესაბამისად, ტურიზმის სექტორიდან შემოსავლების ზრდაზე“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, Norwegian - ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს საავიაციო და ტურიზმის პოლიტიკის წარმატებულობას ბაზრების დივერსიფიკაციისა და საერთაშორისო ბაზრებზე ქვეყნის სწორი პოზიციონირების მიმართულებით.

„ნორვეგიულ ავიაკომპანიასთან, რომელიც სიდიდით მეორეა სკანდინავიის რეგიონში, ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს, რომლებიც წარმატებული შედეგით დასრულდა. მოხარული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება. ამასთან, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს სკანდინავიის რეგიონის ქვეყნებთან, რათა აღნიშნული ბაზრებიდან ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდოს“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულებით რეგულარული ფრენები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა, საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით კოპენჰაგენთან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აკავშირებდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763643404

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ძალიან დინამიკურად ვითარდება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით სხვადასხვა სფეროში

„საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ძალიან დინამიკურად ვითარდება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით სხვადასხვა სფეროში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახი...

ირაკლი კობახიძე

1763642648

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პირისპირ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სო...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

1763637415

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: სამხრეთ კავკასია, როგორც ერთიანი რეგიონი, ბევრად უფრო მიმზიდველი და საინტერესოა პოტენციური ინვესტორებისთვის

ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის თავმჯდომარისა და სომხეთის პრეზიდენტის შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თბილისსა და ერევანს შორის სტრატეგიული პარტნიორო...

ნიკოლოზ სამხარაძე

1763636482

ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს - კონტროლი განხორციელდა 200-მდე ობიექტში, თევზის შესაბოლ საწარმოებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, გაურკვეველი წარმომავლობის საღებავის გამოყენების ფაქტები - ასეთია ჩამონათვალი დარღვევებისა, რომლებიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა გამოავლინეს. აღნიშ...

სურსათის ეროვნული სააგენტო

1763635606

ახალი ამბები

გეკა გელაძე: ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით გაძლიერდა ნარკოდანაშაულთან ბრძოლა. წამოწყებული გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმები, ეს პროცესები არ გაჩერდება

ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით გაძლიერდა ნარკოდანაშაულთან ბრძოლა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ. მინისტრის თქმით, ნარკოდანაშაული მსოფლიოს გამოწვე...

გეკა გელაძე