ირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს, „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს

„კასრების კადრები ყველგან, დიდ მონიტორებზე უნდა გავუშვათ! რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდ ქალაქში უნდა ტრიალებდეს! ვატყობ, რაღაცები დაგავიწყდათ!“, - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.

ლატარიას თქმით, ის აუცილებლად გახსნიდა უახლესი ისტორიის მუზეუმს, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები და მუდმივ რეჟიმში ჩართული „კასრების“ ვიდეოები.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კადრები რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, დიდ მონიტორებზე უნდა გაუშვან. მას მაგალითისთვის გერმანიის გამოცდილება მოჰყავს, სადაც გახსნილია მუზეუმი, რომელიც ნაცისტური რეჟიმის დანაშაულებს ეძღვნება.

„ოცნების“ ზედა ეშელონში რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა ყველაფერი, რაც საკუთარი თვალით ვნახეთ. მუზეუმში განთავსდებოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც, ხოლო „კასრების“ ვიდეოები მუდმივად იქნებოდა ჩართული. ყველა ტურისტს კი აეროპორტში დავურიგებდი ფლაერს, გზამკვლევს, რომელშიც სანახაობების თვალსაზრისით პირველ ადგილს სწორედ ეს მუზეუმი დაიკავებდა! გერმანიაში არსებობს „ტერორის ტოპოგრაფიის“ (Topographie des Terrors) მუზეუმი, რომელიც ნაცისტური რეჟიმის დანაშაულებს ეძღვნება. ჩემს სამშობლოში არანაკლები ტერორი სუფევდა და აუცილებელია, მომავალმა თაობამ იცოდეს ეს ისტორია, რათა მსგავსი სისასტიკე არასოდეს განმეორდეს! გერმანიის ისტორიის მუზეუმი ქვეყნის წარსულის ფართო მიმოხილვას გვთავაზობს, ხოლო ნიურნბერგის დოკუმენტაციის ცენტრი ნაცისტური პარტიისა და მისი რეჟიმის ისტორიას ეძღვნება. ფაშიზმის შესახებ დოკუმენტების გაცნობისას განსაკუთრებული ემოციური რეაქცია არ მაქვს, რადგან სულ ცოტა ხნის წინ ჩემმა ქვეყანამ თავად გამოიარა არანაკლები სისასტიკე და სადიზმი!“,- აცხადებს ლატარია. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791555114

საზოგადოება

მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: მიზეზზე ბევრჯერ გვისაუბრია, 2022 წლის თებერვალში საქართველომ უარი განაცხადა, ჩვენი ქვეყანა გამოყენებულიყო პროქსი სახელმწიფოდ, იმ დღიდან დაიწყო უსამართლობა, დეზინფორმაცია და რეზოლუციები ქვეყნის წინააღმდეგ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციას გამოეხმაურა. როგორც მმართველი გუნდის დეპუტატმა „დღის ქრონიკასთან“ აღნიშნა...

ლევან მაჭავარიანი

1791551315

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6005 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6019 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...

ფული, კალკულატორი, ანგარიში

1791550660

ახალი ამბები

ლევან დარსალია: შეგვიძლია დავაანონსოთ ოთხივე კურორტზე ზამთრის სეზონის გახსნის თარიღი და ეს იქნება 20 დეკემბერი

„უკვე შეგვიძლია დავაანონსოთ ოთხივე კურორტზე ზამთრის სეზონის გახსნის თარიღი და ეს იქნება 20 დეკემბერი. აღნიშნული დამსვენებლებს ვიზიტების, ხოლო ბიზნესის წარმომადგენლებს საქმიანობის წინასწარ დაგეგმვაში დ...

ლევან დარსალია

1791550510

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში საზოგადოებრივი კვების ობიექტებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არარეგისტრირებული საზოგადოებრივი კვების ობიექტები გამოავლინეს, რომლებიც საქმიანობას სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით ეწეოდნენ....

სურსათის ეროვნული სააგენტო

1791549614

საზოგადოება

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანი...

პროკურატურა