მარკო რუბიო: აშშ ჰააგის სასამართლოს სანქციებს უწესებს - თუ მუქარას არ შეწყვეტენ, მას დავშლით

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ საერთაშორისო სასამართლომ ამერიკელების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

„პრეზიდენტი ტრამპი არასდროს დაუშვებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ამერიკელების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს. სწორედ ამიტომ აწესებს დღეს შეერთებული შტატები სანქციებს ჰააგის სასამართლოს წინააღმდეგ. ჩვენ ავკრძალავთ ამ თვითნებურ სასამართლოსთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს, შევუზღუდავთ რესურსებს და მნიშვნელოვნად შევასუსტებთ მის შესაძლებლობას, ჩვენ წინააღმდეგ იმოქმედოს, რადგან ჩვენი გზავნილი ნათელია: შეერთებული შტატები და ამერიკელი ხალხი ამ ყალბი საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას არ ექვემდებარებიან.

ამ საკითხზე ორივე პარტია თანხმდება, თუმცა ამ საფრთხის ერთხელ და სამუდამოდ აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომების მიღების პოლიტიკური ნება მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს აქვს. ან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო შეწყვეტს მუქარას, ან ჩვენ მის საქმიანობას შევაჩერებთ. მოველით, რომ ჩვენი მოკავშირეები, რომელთა დიდი ნაწილიც სასამართლოს წევრია და თავდაცვისთვის ამერიკელ სამხედროებზეა დამოკიდებული, ამ თვითნებური სასამართლოს საქმიანობას შეზღუდავენ.

ისინი ამას თუ არ გააკეთებენ, შეერთებული შტატები გააგრძელებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაშლის კამპანიას, ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ, ვიდრე ამერიკელებისთვის საფრთხე საბოლოოდ არ აღმოიფხვრება“, – ამბობს რუბიო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791558218

ახალი ამბები

ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ილია სულამანიძემ (100 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 25 წლის ქართველმა ფინალში იაპონელი დოტა არაი დაამარცხა და მსოფლიო პირველობაზე კარიერა...

ილია სულამანიძე

1791555893

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: Amnesty International-ი თაღლითობის გზაზე რომ იყო დამდგარი, მაშინ გამოჩნდა, როცა სააკაშვილის სამართლიანი სასჯელისგან დახსნის უცხოურ დეზინფორმაციულ კამპანიაში ჩაერთო

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ს აკრიტიკებს და დეზინფორმაციულ კამპანიაში მონაწილეობაში ადანაშაულებს. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებ...

შალვა პაპუაშვილი

1791555114

საზოგადოება

მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: მიზეზზე ბევრჯერ გვისაუბრია, 2022 წლის თებერვალში საქართველომ უარი განაცხადა, ჩვენი ქვეყანა გამოყენებულიყო პროქსი სახელმწიფოდ, იმ დღიდან დაიწყო უსამართლობა, დეზინფორმაცია და რეზოლუციები ქვეყნის წინააღმდეგ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციას გამოეხმაურა. როგორც მმართველი გუნდის დეპუტატმა „დღის ქრონიკასთან“ აღნიშნა...

ლევან მაჭავარიანი

1791551315

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6005 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6019 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...

ფული, კალკულატორი, ანგარიში

1791550660

ახალი ამბები

ლევან დარსალია: შეგვიძლია დავაანონსოთ ოთხივე კურორტზე ზამთრის სეზონის გახსნის თარიღი და ეს იქნება 20 დეკემბერი

„უკვე შეგვიძლია დავაანონსოთ ოთხივე კურორტზე ზამთრის სეზონის გახსნის თარიღი და ეს იქნება 20 დეკემბერი. აღნიშნული დამსვენებლებს ვიზიტების, ხოლო ბიზნესის წარმომადგენლებს საქმიანობის წინასწარ დაგეგმვაში დ...

ლევან დარსალია